X

Certificate Courses

სასწავლო კურსი - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის - რონდელის ფონდის მმართველობის სკოლის სასწავლო კურსი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები

 

კურსის  შინაარსი და მიზანი

კურსი მიმოიხილავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ძირითად პროცესებს. კურსის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თურქეთის, ირანის, ისრაელის, სირიის, ერაყის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის შიდა და საგარეო პოლიტიკას, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ეთნოკონფესიურ პროცესებს. განხილული იქნება რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები და მათი გამომწვევი მიზეზები. კურსი ასევე მოიცავს მოდულს, რომელიც მიმოიხილავს ისლამის ძირითად პრინციპებს, შარიათს, ისლამურ კულტურასა და ძირითად მიმდინარეობებს. ასევე, განხილული იქნება რეგიონში ტერორიზმისა და რადიკალიზაციის გამომწვევი მიზეზები და ძირითადი ტერორისტული ორგანიზაციები.

კურსის მიზანია, მსმენელს სიღრმისეულად გააცნოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, მიაწოდოს ინფორმაცია მათი საგარეო-პოლიტიკური ინტერესებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ; გააცნოს მათ ამ ქვეყნების დამოკიდებულება და ურთიერთობები საქართველოსთან; შესაბამისად, შეუქმნას უფრო ნათელი წარმოდგენა საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკურ გარემოზე.


კურსის ფორმატი

სასწავლო კურსი მოიცავს 10 ლექციას - ლექციები ტარდება ონლაინ

ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ.

მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები

კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო ელ-ფოსტა:  [email protected]

 

© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.