X

Certificate Courses

სასწავლო კურსი - რუსეთი და მისი სამეზობლო

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის - რონდელის ფონდის მმართველობის სკოლის სასწავლო კურსი, რუსეთი და მისი სამეზობლო

 

კურსის  შინაარსი და მიზანი

კურსი მიმოიხილავს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებში განვითარებულ პროცესებს. ამ ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკასთან ერთად ყურადღება დაეთმობა მათ ეკონომიკურ მდგომარეობასა და სავაჭრო ურთიერთობებს.       

კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, მიაწოდოს სიღრმისეული ინფორმაცია მათი საგარეო-პოლიტიკური ინტერესებისა და ამოცანების შესახებ, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, გააცნოს მათ ამ ქვეყნების დამოკიდებულება და ურთიერთობები საქართველოსთან. შესაბამისად, შეუქმნას უფრო ნათელი წარმოდგენა საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკურ გარემოზე.

სასწავლო პროცესი აგებულია რეგიონულ პრინციპზე, რაც კონკრეტული რეგიონების - სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია, პოსტსაბჭოთა  სივრცის დასავლური ნაწილი - უკეთ გაცნობის შესაძლებლობასაც შექმნის. ასევე, მიმოხილული იქნება პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტური კერები, მათი წარმოშობის მიზეზები და დღეისათვის არსებული მდგომარეობა. 


კურსის ფორმატი

სასწავლო კურსი მოიცავს 15 ლექციას - ლექციები ტარდება ონლაინ

ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ.

მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:  [email protected]

© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.