X

Announcements

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კურსი უფროსკლასელთათვის

2020 / 09 / 02

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აცხადებს მიღებას დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კურსზე.

თუ გაინტერესებთ რას გულისხმობს დიპლომატია, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ურთიერთობებს, როგორ მუშაობს სახელმწიფო და რას ნიშნავს იყო პატარა ქვეყანა, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, ამ ყველაფერს უშუალოდ დარგის პროფესიონალებისაგან გაეცნოთ!


სასწავლო კურსი მოიცავს 20 შეხვედრას (ლექცია) და 12 თემას:

1. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური მოწყობა

2. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირები

3. თანამედროვე პოლიტიკური სისტემები

4. საერთაშორისო ურთიერთობების სისტემები

5. პატარა სახელმწიფო

6. ეროვნული უსაფრთხოება

7. ეკონომიკის საფუძვლები და სახელმწიფო

8. ევროპული პოლიტიკა

9. ევროატლანტიკური სივრცე/ნატო

10. მნიშვნელოვანი საერთშორისო მოვლენები

11. რას ნიშნავს იყო დიპლომატი

12. დიპლომატიური პროტოკოლი


კურსის ბოლოს იგეგმება ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოქმედი დიპლომატების გაცნობა.

კურსის ხანგრძლივობა - 3 თვე!

შეხვედრები გაიმართება შაბათ-კვირას!

ყოველთვიური ღირებულება: 180 ლარი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: +995 32 2473555.

ელ.ფოსტა: [email protected].

© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.