X

Announcements

მიღება სასწავლო პროგრამაზე ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში

2022 / 05 / 16

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს შერჩევას პროფესიულ სასწავლო პროგრამაში - ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა - მონაწილეთა მისაღებად.   

პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პროფესიონალების მომზადება როგორც სახელმწიფო სამსახურში, ისე არასამთავრობო სექტორში კარიერის გასაგრძელებლად. 

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რომლებიც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. 

პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.      

პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოება, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ეკონომიკა, ევროატლანტიკური უსაფრთხოება, პოსტსაბჭოთა სივრცე, ენერგოუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, ახლო აღმოსავლეთი, საერთაშორისო ფინანსები და თავდაცვის პოლიტიკა, სულ დაახლოებით 200 აკადემიური საათი. სასწავლო კურსებს გაუძღვებიან ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები. სამუშაო ენები - ინგლისური და ქართული. ლექციები გაიმართება საღამოს საათებში.

პროგრამა დაიწყება 2022 წლის ივლისში და დასრულდება 2023 წლის ივნისში.  

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს.

პროგრამაში შერჩევის კრიტერიუმებია უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, შესასწავლი სფეროების მიმართ ინტერესი. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ქართულ ენაზე სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები, ასევე ინგლისურ და ქართულ ენებზე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]   

საბუთების მიღების ბოლო ვადა:  7 ივნისი, 2022 წელი.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.    

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - ტელ.: 2 47 35 55, ასევე ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.