X

Announcements

პროექტის ასისტენტის პოზიცია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში

2023 / 08 / 29

დასახელება: პროექტის ასისტენტი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სოციალური/პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი);
  • ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა;
  • აკადემიურად წერის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პროექტის ასისტენტის, კოორდინატორის ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • მზაობა რეგიონებში სამივლინებოდ;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება;
  • პროექტის ფარგლებში რეგიონებში დაგეგმილი ვიზიტების ადგილზე კოორდინირება;
  • პროექტის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
  • პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭრა;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected];

 

აუცილებელია, პოზიციის დასახელება -  ,,პროექტის ასისტენტი“ მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ინტერესის გამო საბუთების მიღების ინდივიდუალურად დადასტურება ვერ მოხდება. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, შერჩეულ აპლიკანტებთან ჩატარდება გასაუბრება.

 

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 15 სექტემბერი, 18:00.

 

 

© 2023 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.