X

Multimedia

სამეცნიერო სემინარი - პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან

2021 / 07 / 16

15 ივლისს, 19:00 საათზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) უმასპინძლა სამეცნიერო სემინარს - “ციფრული ეკონომიკის განვითარების გლობალური პოლიტიკა და მასთან შესაბამისობის შესაძლებლობები საქართველოში“.

ციფრიზაცია და ტექნოლოგიზაცია დღეს არის და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იქნება პროგრესის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ITU- ს (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი) მიერ შემუშავებულია ეკონომიკის ციფრიზაციის გლობალური, სტრატეგიული გეგმა რომელშიც განიხილავენ 5 მიზანსა და შესაბამის სამიზნეებს. ციფრიზაციის გლობალურ პროცესებში ნაციონალური ეკონომიკების ჩართვა საჭიროებს უპირველეს ყოვლისა შრომითი რესურსების მომზადებასა და საინვესტიციო შესაძლებლობათა წარმართვას ციფრიზაციის კონკრეტული, სტრატეგიული მიმართულებებით. ამ პროცესებს ახლავს ,,პრეკარიატის“ წარმოშობის რისკი რაც უკვე მოითხოვს საგანმანათლებლო სფეროს სრულ გარდაქმნას მდგრადობისა და ინკლუზიურობის გათვალისწინებით.

 

მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

მომხსენებელი: ირინა გოგორიშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.