რონდელის ბლოგი
პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
აფხაზეთში 2020 წლის 9-12 იანვარს განვითარებული პოლიტიკური კრიზისის შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა. ხაჯიმბა, რომელიც თავადაც მსგავსი კრიზისის შედეგად გახდა პრეზიდენტი, მზარდი შიდა პოლიტიკური ზეწოლისა და რუსი კურატორების შუამავლობის შედეგად, იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა. არალეგიტიმური ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 22 მარტს დაინიშნა, რომელშიც ხაჯიმბა აღარ აპირებს მონაწილეობის მიღებას. საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელება 22 იანვრიდან იწყება და მათგან გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მთავარ ოპოზიციონერსა და „აფხაზური რევოლუციის“ ლიდერს - ასლან ბჟანიას აქვს.
კრიზისის ქრონოლოგია
აფხაზეთში საპროტესტო აქციები 9 იანვარს დაიწყო, როდესაც რამდენიმე ასეულმა ადამიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ხაჯიმბას გადადგომა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. დაძაბულობის ზრდის ფონზე დე ფაქტო პარლამენტი საგანგებოდ შეიკრიბა და ხაჯიმბას უფლებამოსილების შესრულებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა შესთავაზა. ხაჯიმბამ მიმდინარე პროცესები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
10 იანვარს აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ 8 სექტემბერს ჩატარებული არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც ხაჯიმბამ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, უკანონოდ გამოაცხადა.
დაძაბულობა გაგრძელდა 11 და 12 იანვარსაც, რასაც საარჩევნო კომისიის მიერ ახალი არჩევნების 22 მარტს დანიშვნა მოჰყვა. 12 იანვარს, გვიან საღამოს, ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. 13 იანვარს აფხაზეთის პარლამენტის 34 დეპუტატიდან 32-მა, მათ შორის ხაჯიმბას მომხრეებმაც, მხარი დაუჭირა ხაჯიმბას გადადგომას. ამავე დღეს თანამდებობა დატოვა ხაჯიმბას ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმაც. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას კი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა შეუდგა.
კურატორები კრემლიდან
ხაჯიმბას გადადგომაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა და პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა.
სოხუმს პირველი, 10 იანვარს, ნურგალიევი ესტუმრა, რომელიც იმავე დღეს შეხვდა ხაჯიმბას. 11 იანვარს ნურგალიევი შეხვდა როგორც ხაჯიმბას, ასევე ბჟანიას. 12 იანვარს კი ნურგალიევმა, შუამავლის რანგში, ხაჯიმბა-ბჟანიას გადამწყვეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
კრიზისის დასკვნით ეტაპზე, 12 იანვარს, სოხუმში ჩავიდა სურკოვი, რომელიც ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა, ხაჯიმბას კი მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა. სწორედ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა ხაჯიმბამ განცხადება გადადგომის შესახებ.
ხაჯიმბა და რუსეთის მხარდაჭერა
ვლადისლავ არძინბას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხაჯიმბა რუსეთის ფავორიტი აფხაზი პოლიტიკოსი იყო. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხაჯიმბას ღია მხარდაჭერის მიუხედავად, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ უფროსმა სერგეი ბაღაფშმა მოიგო, რამაც სერიოზულად დააზიანა კრემლის რეპუტაცია. ხაჯიმბა ბაღაფშთან 2009 წელს კიდევ ერთხელ დამარცხდა. 2011 წელს ხაჯიმბა მესამე არჩევნებშიც დამარცხდა, რომელიც ბაღაფშის გარდაცვალების გამო ვადაზე ადრე ჩატარდა.
ხაჯიმბას დრო 2014 წელს დადგა, როდესაც კრემლში ჩათვალეს, რომ ალექსანდრე ანქვაბი და მისი გუნდი აფხაზეთის რუსეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციას ხელს უშლიდნენ. 2014 წლის მაისში განვითარებული შიდა პოლიტიკური კრიზისის შედეგად, ანქვაბს ხაჯიმბას ლიდერობით ოპოზიცია დაუპირისპირდა. კრიზისის მოსაგვარებლად სოხუმს მაშინაც სურკოვი და ნურგალიევი ეწვიენ. მათი შუამავლობის შედეგად ანქვაბი გადადგა და 2014 წელს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხაჯიმბამ მეოთხე მცდელობით გაიმარჯვა. 2019 წლის არჩევნებშიც შეძლო ხაჯიმბამ რუსეთის მხარდაჭერის მიღება. არჩევნებამდე სოხუმს სურკოვი ესტუმრა, რაც ხაჯიმბას მხარდაჭერის გამოხატულებად შეფასდა. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი დამაჯერებელი გამარჯვების მოსაპოვებლად და ხაჯიმბამ მხოლოდ მეორე ტურში, მცირე უპირატესობით, მოიგო. სწორედ ამ მეორე ტურის შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ ხაჯიმბას მოწინააღმდეგეები.
„აფხაზური რევოლუციის“ მთავარი ფიგურები
ხაჯიმბას გადადგომაში მთავარი როლი შეასრულეს „დონბასის გმირმა“ ახრა ავიძბამ, ხაჯიმბას გავლენიანმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ ბჟანიამ და კრემლის მიერ გამოგზავნილმა კურატორებმა.
საწყის ეტაპზე გადამწყვეტი როლი ახრა ავიძბამ შეასრულა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ორგანიზატორი იყო. ავიძბა 2014 წლიდან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მოხალისედ იბრძვის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე „წარმატებული“ შტურმის შემდეგ მოსკოვიდან სასწრაფოდ ჩამოფრინდა ბჟანია, რომელმაც ოპოზიციის ლიდერის ფუნქცია იტვირთა და რუსი კურატორების შუამავლობით ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებში ჩაერთო. ბჟანია 2019 წლის აპრილში, რუსეთში ყოფნის პერიოდში, მოწამლეს. მაღალი ალბათობით, ბჟანიას, როგორც ხაჯიმბას კონკურენტის, მოშორებას შეეცადნენ. თუმცა, ბჟანიამ უკვე გაიარა რეაბილიტაცია და, როგორც ჩანს, გასაპრეზიდენტებლადაც მზად არის.
ხაჯიმბას მოწინააღმდეგეების აქტიურობის ფონზე, ხაჯიმბას მომხრეებმა, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობასა და ძალოვან უწყებებში, პასიურობა და/ან ნეიტრალობა გამოავლინეს. კრიზისის დღეებში მათ ხაჯიმბას სათანადო მხარდაჭერა არ გამოუცხადეს და მთლიანად ოპოზიციის ლიდერების კარნახით იმოქმედეს.
პოლიტიკური კრიზისის მიზეზები
ხაჯიმბას ვადამდე გადადგომას სამმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა შეუწყო ხელი.
პირველი, პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგი იყო, სადაც ხაჯიმბამ კანონით დადგენილი 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. მეორე ტურში ხაჯიმბამ 47.38% მიიღო, „ამცახარას“ ლიდერმა ალხაზ კვიცინიამ კი, რომელიც ბჟანიას ავადმყოფობის პირობებში მისი მხარდაჭერით სარგებლობდა, 46.19%. არსებული კანონმდებლობა შედეგების განსხვავებული ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლეოდა, რაც კარგად გამოიყენეს ხაჯიმბას მოწინააღმდეგეებმა.
მეორე და გადამწყვეტი მიზეზი, აფხაზეთში შექმნილი კრიმინოგენური ვითარებაა. ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეების მკვლელობებისა და რუსი ტურისტების წინააღმდეგ გახშირებული აგრესიის ფაქტების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთში რუსეთის „ელჩმაც“ კი უსაყვედურა, რასაც აფხაზური საზოგადოების მხრიდან „ელჩის“ კრიტიკაც მოჰყვა აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევის გამო.
ბოლო გახმაურებული კრიმინალური შემთხვევა 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან-რემოში“ მოხდა, როდესაც ორი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს. კანონიერი ქურდების - ალხას ავიძბასა და ასტამურ შამბას მკვლელობას მათი ახლობლების მხრიდან ხაჯიმბას საწინააღმდეგო გამოსვლები მოჰყვა. გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ახრა ავიძბა კი, ალხას ავიძბას ბიძაშვილია. აფხაზეთში გავრცელებული მოსაზრებით, ავიძბას დონბასიდან აფხაზეთში დაბრუნება ხაჯიმბასადმი შურისძიებითაც იყო განპირობებული. საპროტესტო მუხტის გაძლიერებას მკვლელობასთან ხაჯიმბას დაცვის წევრის შესაძლო კავშირმაც შეუწყო ხელი.
ხაჯიმბამ ვერც თავისი ვიცე-პრეზიდენტის, ვიტალი გაბნიას, დაცვა შეძლო, რომელიც მას შემდეგ გადადგა, რაც რესტორანში სცემეს, თუმცა დამნაშავეების დაჭერა ვერ მოხერხდა.
მესამე, როგორც ჩანს, რუსეთიც დაიღალა ხაჯიმბას მრავალწლიანი მხარდაჭერითა და მისი მუდმივი მფარველობით. ხაჯიმბამ ვერც სათანადო პოლიტიკური უნარები გამოავლინა და ვერც რუსეთთან ინტეგრაციის ტემპები დააჩქარა. კრემლში კარგად იციან, აფხაზურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არ არის სხვაობა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის კუთხით. მიმდინარე ბრძოლა უფრო რუსეთთან ინტეგრაციის ტემპებსა და რუსეთიდან წამოსული ფინანსური რესურსების კონტროლისთვის ბრძოლას უკავშირდება.
პოსტკრიზისული გარემო
ასლან ბჟანიას შანსები
ხაჯიმბას მომხრეების დემორალიზაციის პირობებში, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ბჟანიას აქვს, რომელმაც, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე შეძლო კრემლის მხარდაჭერის მოპოვებაც. გადამდგარი ხაჯიმბას გუნდის წევრის არჩევნებში მონაწილეობას უფრო ფორმალური ხასიათი ექნება.
დიალოგი თბილისთან
კრიზისის დასრულების შემდეგ ბჟანიამ საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მსგავსი მოსაზრება კიდევ ერთხელ გაიმეორა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამაც. აფხაზური პოლიტიკის ვეტერანების განცხადება აფხაზური საზოგადოების ნაწილმა მწვავედ მიიღო, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
მესამე ძალა
აფხაზეთში დიდი ხანია საუბრობენ მესამე ძალის გამოჩენაზე, რომელიც მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებს ნელ-ნელა ჩაანაცვლებს. ამ კონტექსტში საინტერესო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, დონბასელი სეპარატისტების ყოფილმა კურატორმა ინალ არძინბამ. არძინბა, რომელიც რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა, არჩევნების შემდეგ აფხაზეთში ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას გეგმავს. არძინბას ეს განცხადება პირველი საჯარო განცხადებაა აფხაზურ პოლიტიკაში მისი მონაწილეობის შესახებ. როგორც ჩანს, კრემლი აფხაზური პოლიტიკისთვის ახალი თაობის პოლიტიკოსებს ამზადებს, რომლებსაც ნაკლები კავშირი აქვთ საქართველოსთან და რუსეთთან ინტეგრაციასაც, ძველი თაობის აფხაზი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მეტი ენთუზიაზმით უჭერენ მხარს. არძინბამ საქართველოსთან დიალოგის წინაპირობად აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დაასახელა, რითაც ბჟანია-შამბას გამოთქმული მოსაზრების საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა. მან ამავე დროს რუსული მედიისთვის მიმართვა ჩაწერა, სადაც აფხაზეთში ახალი ლიდერების გამოვლენასა და აფხაზეთის განვითარების სტრატეგიაზე ილაპარაკა.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- ოკუპირებული აფხაზეთი: კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ – მომხრეები და მოწინააღმდეგეები
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- პოლიტიკური კულტურის გაკვეთილები გერმანულად: რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიდან
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- მეჯლისის არჩევნები ირანში - პოლიტიკური წინაპირობები და შედეგები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე