რონდელის ბლოგი
ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
წელს სრულდება 99 წელი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან. ამ ოკუპაციამ დაამსხვრია იმ ეპოქის ქართველების ოცნებები და გახდა საშინელი და ხანგრძლივი ტრაგედიის დასაწყისი, რომელიც ქართველ ერს უძვირესი დაუჯდა.
1918 წლიდან 1920-იან წლებში ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის საბოლოო მარცხამდე საქართველო, ისევე როგორც დღეს, ებრძოდა არა მხოლოდ თავისი სუვერენიტეტის მტერს, არამედ ობიექტურ ბოროტებასაც. ებრძოდა ისეთ ძალას, რომელიც იყო ყველაფერი კარგის, სწორისა და ნათელის მტერი. ამ ბრძოლაში საქართველო დამარცხდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მან ამ ბნელ ძალას აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, ძვირფასია ჩვენთვისაც, ვინც დღევანდელ ეპოქაში ვცხოვრობთ, და ძვირფასი იქნება მომავალი თაობებისთვისაც. იმიტომ რომ ბოროტებას უნდა ებრძოლო.
ისტორიაში ზოგჯერ ისე ხდება, რომ დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება და მისი შედეგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მასში მონაწილე დიდ სახელმწიფოთა ინტერესებისთვის, არამედ მთლიანად კაცობრიობისთვისაც. ასეთ დროს, ერთი მხარის გამარჯვება კარგია ჩვენი ცივილიზაციისთვის და უთვალავი ადამიანის პირადი ბედისთვის, ხოლო მეორე მხარის გამარჯვება - ცუდია. პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ეს სულ ასე იყო ხოლმე, და ასეა დღესაც.
ეს არ არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, მაგრამ ეს არის ბრძოლა რთულ, არაერთგვაროვან, წინააღმდეგობრივ, სინათლე-სიბნელის ზღვარზე მყოფ ადამიანებსა და ბოროტებას შორის. პირველი მხარის გამარჯვება ნიშნავს ჩვეულებრივი, ადამიანური ცხოვრების გაგრძელებას. ბოლო ორმა საუკუნემ გვიჩვენა, რომ ასეთ დროს კაცობრიობის მდგომარეობა, ადამიანთა ცხოვრება, უმჯობესდება. ბოროტების გამარჯვება ნიშნავს ჯოჯოხეთს დედამიწაზე. ჩვენი პლანეტის ხმელეთის კონკრეტულ მონაკვეთებზე ასეთი ჯოჯოხეთი უკვე შეუქმნიათ ლენინს და სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, ჩრდილოკორეელ კიმებს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ ჯოჯოხეთმა მთელი პლანეტა არ მოიცვა ისაა, რომ ამგვარმა ძალებმა, მათ შორის კომუნისტებმა და ნაცისტებმა, ეს ფიზიკურად ვერ მოახერხეს, რადგან თავისუფლების მხარეს მყოფი ადამიანები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.
ასეთი ჯოჯოხეთის ლანდი დღესაც კარგად ჩანს, თუკი იცი მზერა საით მიმართო. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ტოტალიტარული რეჟიმების აქამდე არნახული ფორმების შექმნის შესაძლებლობას. როდესაც ორუელი „1984-ს“ წერდა, ის, რაც მან აღწერა, ტექნიკურად შეუძლებელი იყო. დღეს ეს შესაძლებელია. საამისოდ პოლიტიკური ნებისა და საკმარისი ფულის მქონე რეჟიმს უკვე შეუძლია შექმნას სისტემა, სადაც ის ყოველი მოქალაქის ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებს. რადგან ტექნოლოგიები კვლავაც ვითარდება, ახლო მომავალში ამის გაკეთება კიდევ უფრო გაადვილდება.
ჩინეთის მმართველი რეჟიმი უკვე აქტიურად ქმნის საყოველთაო კონტროლის სისტემას. ბოლო დროს ამავე მიმართულებით მოქმედება რუსეთში პუტინის რეჟიმმაც დაიწყო. ეს ლოგიკურია. იქ, სადაც არაა დემოკრატია, ნებისმიერი დიდი ეკონომიკური კრიზისი ან საგარეო-პოლიტიკური მარცხი შეიძლება რევოლუციით დასრულდეს - ეს მხოლოდ დროის ამბავია. ორუელისეული ტოტალიტარიზმის აშენება ის საშუალებაა, რომლითაც ეს რეჟიმები ასეთი სცენარისგან თავის დაცვას ცდილობენ.
ამგვარი მეთოდებით მართული ტერიტორია არაა ის ადგილი, სადაც ცხოვრება ღირს. გულაგისა და ოსვენციმის შემდეგ ჯოჯოხეთი დედამიწაზე უკვე ახალი ფორმებით იმუქრება შთანთქას ადამიანის თავისუფლება და პროგრესი.
დღევანდელობა 1918-1921 წლებისგან ბევრი რამით განსხვავდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაქვს საერთო - მაშინაც და დღესაც საქართველოს თავისუფლებას ობიექტური ბოროტება უპირისპირდება. რატომღაც ისე გამოდის, რომ ამგვარ შარში ვართ ხოლმე. სიმართლე ისაა, რომ მაშინაც და ახლაც აქ გადის ცივილიზაციის მომავალი ბედისთვის გამართული ბრძოლის ფრონტის ხაზის ერთ-ერთი მონაკვეთი.
1919 წლის 26 მაისი, სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ წევრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
1920-იან წლებში ეს ბრძოლა ჩვენი მარცხით დასრულდა. ბოროტებამ დაგვატყვევა და 70 წელი აღარ გაგვიშვა, სანამ 1991 წელს თავისივე მანკიერებასა და აბსურდში არ დაიხრჩო. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამჯერადაც ასე მოხდება. არის ბევრი გარემოება, რის გამოც დღევანდელი ვითარება ჩვენთვის მომგებიანად განსხვავდება პირველი რესპუბლიკის ეპოქისგან. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ამჟამინდელი ისტორიული ხათაბალა ჩვენთვის კარგად ან მისაღებად მაინც დასრულდეს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.
უპირველეს ყოვლისა, ეს გვჭირდება საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც გვსურს, რომ ჩვენ და ჩვენმა ახლობლებმა ვიცხოვროთ არა მონობაში, არამედ ისე, როგორც ადამიანებს ეკადრება. მაგრამ, ამის გარდა, შეგვიძლია ისიც ვიცოდეთ, რომ ჩვენი მიმდინარე ბრძოლა ბევრად უფრო ფართო, გლობალური მასშტაბის ბრძოლის ნაწილია. ეს გლობალური დაპირისპირება თანდათან სულ უფრო მკაფიო და ყველასთვის აშკარა ხდება და ეს პროცესი გაგრძელდება.
ისინი, ვინც ახლა გვმტრობს, ასევე მტრობს, ერთდროულად: თავისუფლების იდეალებს; ადამიანის სრულყოფისადმი სწრაფვის ჰუმანისტურ იდეალებს; მოწყალების, სიყვარულისა და სიკეთის ქრისტიანულ (და არა მხოლოდ ქრისტიანულ) იდეალებს. ყველა ის პოლიტიკოსი, აქტივისტი, ჟურნალისტი, მკვლევარი და, საერთოდ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს რაიმეს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული და რუსეთისგან თავისუფალი, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის სწორ მხარეს დგას. შუა ბრძოლის დროს წინასწარ უცნობია ხოლმე, რითი დასრულდება ის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში - ბოროტებას უნდა ებრძოლო.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე