რონდელის ბლოგი
„არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
2020 წლის 22 მარტს აფხაზეთში ვადამდელი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. პროგნოზები გამართლდა და „არჩევნებში“ გაერთიანებული ოპოზიციური ძალების ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ბჟანიამ ხმების 56.5% მიიღო, ყოფილმა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ - 35.42%, ყოფილმა დე ფაქტო შს მინისტრმა ლეონიდ ძაპშბამ - 2.22%. „არჩევნებში“ მონაწილეობა 95 109 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩეველის 71.56%-ია. ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 23 აპრილიდან შეუდგება.
ფოტო: apsnypress.info
ბჟანიას გამარჯვება ყოფილ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და მის მოსკოველ კურატორებზე 2014 წლის მოვლენებისთვის ერთგვარი რევანშია, როდესაც ხაჯიმბას მომხრეებმა ანქვაბს გადადგომა აიძულეს. ბჟანია მაშინ ანქვაბის გუნდის წევრი იყო. რევანშის სიმბოლური გამოხატულება ბჟანიას მიერ ალექსანდრე ანქვაბის პრემიერ-მინისტრად დასახელებაა. ანქვაბი ბჟანიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო. მან თავად ასაკობრივი შეზღუდვის გამო ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა.
რატომ ჩატარდა ვადამდელი „არჩევნები“
ვადამდელი „არჩევნები“ მას შემდეგ ჩატარდა, რაც მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა შიდა პოლიტიკური ზეწოლისა და აფხაზეთის რუსი კურატორების (რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი) შუამავლობის შედეგად იძულებული გახდა 12 იანვარს თანამდებობიდან გადამდგარიყო. მის გადადგომას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. ხაჯიმბამ „საპრეზიდენტო“ პერიოდში (2014-2019 წლები) ვერ შეძლო შიდა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 2019 წლის არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისი გამარჯვების ლეგიტიმურობა. მისი მმართველობის დროს კრიმინოგენური ვითარება ისე გაუარესდა, რომ მისი ხელისუფლება აფხაზეთში რუსეთის „ელჩმაც“ კი გააკრიტიკა. მას მხარდამჭერები მოაკლდნენ, როგორც აფხაზეთში, ასევე მოსკოვში. 9-12 იანვრის კრიზისის პერიოდში ხაჯიმბას მომხრეებმა, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობასა და ძალოვან უწყებებში, პასიურობა გამოავლინეს. მის სისუსტეზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ 9 იანვარს „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღება 200-მდე ადამიანმა მოახერხა.
ხაჯიმბა - რუსეთის ფავორიტი
ვლადისლავ არძინბას გარდაცვალების შემდეგ ხაჯიმბა კრემლის ფავორიტი აფხაზი პოლიტიკოსი გახდა. თუმცა, პუტინის მხარდაჭერის მიუხედავად, ხაჯიმბა პირველი მცდელობით ვერ გახდა დე ფაქტო პრეზიდენტი. მან წარმატებას მხოლოდ მეოთხე მცდელობით, 2014 წელს ჩატარებულ ვადამდელ „არჩევნებში“, მიაღწია. ვადამდელი „არჩევნები“ კი მას შემდეგ ჩატარდა, რაც 2014 წლის მაისში განვითარებული შიდა პოლიტიკური კრიზისის შედეგად, დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს ხაჯიმბას ლიდერობით ოპოზიცია დაუპირისპირდა. კრიზისის მოსაგვარებლად სოხუმს მაშინაც სურკოვი და ნურგალიევი ეწვივნენ. კრემლიდან მოვლენილმა შუამავლებმა ანქვაბი გადადგომის აუცილებლობაში დაარწმუნეს.
ვინ არის ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია აფხაზეთის რიგით მე-5 დე ფაქტო პრეზიდენტია. იგი 1963 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში დაიბადა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსები გაიარა. 1991-1992 წლებში მუშაობდა აფხაზეთის უშიშროების კომიტეტში, 1992-1993 წლებში კი – აფხაზეთის უშიშროების სამსახურში. 1994 წლიდან ბჟანია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და კომერციული საქმიანობა დაიწყო. 2010 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ბჟანია უშიშროების სამსახურის უფროსად დანიშნა. ბჟანიამ აღნიშნული თანამდებობა 2011 წლის საპრეზიდენტო „არჩევნების“ შემდეგაც შეინარჩუნა, როდესაც დე ფაქტო პრეზიდენტი ანქვაბი გახდა. 2014 წელს ბჟანიას გენერალ-მაიორის წოდება ანქვაბმა მიანიჭა. 2014 წელს, ანქვაბის ვადამდე გადადგომის შემდეგ, ბჟანია ხაჯიმბას არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში (2014 წლის აგვისტო) დაუპირისპირდა და ხმების 35.9% მიიღო, ხაჯიმბამ – 50.1%. ამის შემდეგ ბჟანია ოპოზიციურ ძალთა გაერთიანების თავმჯდომარე გახდა და 2017 წელს დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატადაც აირჩიეს. 2019 წელს ბჟანიამ მონაწილეობა ვერ მიიღო მორიგ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ხაჯიმბამ მეორე ტურში გაიმარჯვა, რადგან გავრცელებული მოსაზრებით, პოლიტიკიდან მისი ჩამოშორების მიზნით, იგი სოჭში ვიზიტის დროს მოწამლეს.
ბჟანიას გამოწვევები
ბჟანიას მთავარი გამოწვევა აფხაზეთში არსებული კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესება იქნება. ხაჯიმბას კრიტიკის მთავარი საგანი სწორედ კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ზრდა იყო. ამ მხრივ ბჟანიასთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო. არჩევნების მეორე დღესვე, 23 მარტს, გუდაუთაში, აფხაზეთის „გმირი“ ვალერიან აიბა ჩაცხრილეს.
ბჟანიას გამარჯვება მალევე მიულოცა დამარცხებულმა კანდიდატებმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამაც. თუმცა, ბჟანიასთვის გამოწვევა იქნება შიდა სტაბილურობის მიღწევა. არძინბას შემდგომი აფხაზური პოლიტიკა ხაჯიმბას მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებით ხასიათდება. არჩევნების შედეგები კი ცხადყოფს, რომ ბჟანიას მოწინააღმდეგეების რაოდენობა არ არის მცირე, რაც მომავალში პოლიტიკური არასტაბილურობის ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს.
იანვარში რუსეთის მთავრობაში აფხაზეთის კურატორები შეიცვალნენ. ბჟანიას მოუწევს, როგორც ახალ კურატორებთან ურთიერთობის აწყობა, ასევე ხაჯიმბას მოსკოველ მხარდამჭერებთან ურთიერთობის დალაგებაც, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში კვლავაც ინარჩუნებენ პოზიციებს.
ბჟანიას მმართველობის გამოწვევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც იქნება. ბჟანიას მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ იგი 2019 წელს მოწამლეს, რათა მას 2019 წლის საპრეზიდენტო „არჩევნებში“ მონაწილეობა არ მიეღო. 22 მარტის ვადამდელ „არჩევნებამდეც“ იგი შეუძლოდ გახდა და მას მკურნალობის კურსის გავლა რუსეთში მოუწია. ამ შემთხვევაში მან მოასწრო გამოჯანმრთელება და „არჩევნებში“ მონაწილეობის მიღება. თუმცა, როგორც ჩანს, იგი სრულად გამოჯანმრთელებული არ არის, რაც პოლიტიკური სტაბილურობისთვის გამოწვევა იქნება.
რა იცვლება რუსეთისთვის
ბჟანიას „დამაჯერებელი“ გამარჯვება მიულოცა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ ვლადისლავ არძინბას შემდეგ რუსეთი პირდაპირ თუ ირიბად მხარს ხაჯიმბას უჭერდა, მოსკოვში დარწმუნებული არიან, რომ ბჟანია ან ნებისმიერი სხვა კანდიდატი საგარეო-პოლიტიკურ ვექტორს ვერ შეცვლის. კრემლში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტების პრორუსულ განწყობებში ეჭვი არ ეპარებათ. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერების პრორუსული ორიენტაციის შენარჩუნების გარანტი აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები და საქართველოს დე ფაქტო ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებული რუსი მესაზღვრეებიც არიან.
იქნება თუ არა დიალოგი თბილისთან
ბჟანია და მისი გუნდის წამყვანი ფიგურები ძველი თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ქართულ მხარესთან ურთიერთობა 1990-იან წლებამდეც ჰქონდათ. მათი ხედვები თბილისთან დიალოგის საკითხზე განსხვავდება ომის შემდგომი თაობის ხედვებისგან, რომელიც უფრო რადიკალურია თბილისთან ურთიერთობის საკითხში.
წინასაარჩევნო პერიოდში ბჟანიამ საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობაზე ისაუბრა, რაც აფხაზური საზოგადოების ნაწილმა მწვავედ მიიღო, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
თბილისთან დიალოგის საკითხზე ბჟანიამ „არჩევნებში“ გამარჯვების შემდეგადაც ისაუბრა. მისი თქმით:
- ქართველები და ქართული სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან.
- გვსურს თუ არ გვსურს, ჩვენ გვაქვს კონტაქტები საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, იძულებულია იქ (საქართველოში) წავიდეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ხდება ისე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადიან დანაშაულს და იმალებიან საქართველოში, ხდება პირიქითაც. ერთობლივად ხდება ენგურჰესის ექსპლუატაცია. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისა და მიმდინარე საკითხების განხილვისათვის მოლაპარაკებისა და კონტაქტების ფორმატი შესაძლოა სხვანაირი იყოს. ეს შეიძლება იყოს არა ისეთი მოშორებული ადგილი, როგორიც ჟენევაა. აქვე, საზღვარზე, ან სადმე ახლოს შეიძლება მსგავსი საკითხების განხილვა.
- ქართულ და აფხაზურ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, შეუძლებელია, ეს ქართული მხარის ბრალია, რადგან საქართველო არ აღიარებს აფხაზეთს. საქართველოში მიღებულია კანონები, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიად არის აღიარებული. სხვა მხრივ, ჩვენ ვიღებთ გარკვეულ სიგნალებს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან. ეს სიგნალები მოწმობს იმას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში სურთ უფრო ინტენსიური დიალოგის დაწყება.
- გალის რაიონში ქართველი ეროვნების მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პრობლემა პოლიტიზებული იყო, რათა სიტუაციის დესტაბილიზაცია მომხდარიყო და საბოლოო ჯამში შეცვლილიყო ხელისუფლება. რაც 2014 წლის მაისში მოხდა კიდეც ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ხაჯიმბა მეთაურობდა (ხაჯიმბას „პრეზიდენტობის“ დროს აფხაზეთში პასპორტების გამოცვლა დაიწყეს. ახალი პასპორტები აღარ მისცეს გალის იმ მაცხოვრებლებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ. მათი ძველი აფხაზური პასპორტები კი გააუქმეს).
ბჟანიას განცხადებები შესაძლოა ერთგვარი სიგნალი იყოს, რომ აფხაზური მხარე მზად არის ქართულ მხარესთან ურთიერთობის განსხვავებული ფორმატი შემუშავდეს, რაც მიმდინარე საკითხებზე მუდმივი კავშირების არსებობას რუსეთის შუამავლობის გარეშეც გულისხმობს. თუმცა, ბჟანიას მზაობას, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის შიდა აფხაზური ზეწოლა და რუსეთი, რომელიც ქართულ-აფხაზური პირდაპირი ურთიერთობების განვითარებით არ არის დაინტერესებული.
უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზურ პოლიტიკაში მოდის ახალი თაობა, რომელიც უახლოეს ათ წელიწადში სრულად ჩაანაცვლებს ომამდელ თაობას. ახალი თაობა, რომელიც ომის შემდგომ აფხაზეთში დაიბადა, არ არის მზად თბილისთან დიალოგისთვის და მათ ხედვებში ანტიქართული განწყობები ჭარბობს. ამიტომაც ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლებასთან სხვადასხვა ფორმატში ურთიერთობების განვითარებისათვის არსებული მცირე რესურსის გამოყენება, შესაძლოა, ჩვენი მხრიდან აფხაზებთან პირდაპირი კავშირების დამყარების ბოლო შესაძლებლობა იყოს. აფხაზური პოლიტიკიდან ბჟანიასა და ანქვაბის თაობის წასვლის შემდეგ კი რაიმე სახის კავშირების განვითარება, გაცილებით რთული ამოცანა იქნება.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- ოკუპირებული აფხაზეთი: კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ – მომხრეები და მოწინააღმდეგეები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- პოლიტიკური კულტურის გაკვეთილები გერმანულად: რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიდან
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- მეჯლისის არჩევნები ირანში - პოლიტიკური წინაპირობები და შედეგები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე