რონდელის ბლოგი
რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
თითქმის 30 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერალური კრებისათვის 2005 წლის 25 აპრილს გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნა, რომ მას ეს მოვლენა მიაჩნია „მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფად“. ამ განწყობის გამო აღშფოთდა ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი. ამ აღშფოთებას ჰქონდა საფუძველი: კონტექსტში აშკარად იკითხებოდა სსრკ-ის ნოსტალგია. რუსეთის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, არავის, მათ შორის რუსეთის ყველაზე „ერთგული მოკავშირეებსაც“ კი, არ სურდა სსრკ-ში დაბრუნება. ეს აღშფოთება გაძლიერდა 2007 წლის 10 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ცნობილი გამოსვლის შემდეგ. ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა დაიწყეს საუბარი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების ორმაგ ინტერპრეტაციაზე და, შესაბამისად, რუსეთიდან მომავალ მზარდ უშუალო საფრთხზე, პირველ რიგში, მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით. ეს საფრთხე ძალიან მალე გამოვლინდა კიდეც - 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა აგრესია, რომელიც დასრულდა საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედის (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის) ოკუპაციით, ხოლო 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ომი, რომელსაც მოჰყვა ყირიმის ანექსია და უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთი რაიონის ოკუპაცია.
რა იყო ასეთი სსრკ? მისი გაუჩინარების შემდეგ, რატომ არ აძლევს მოსვენებას კრემლის ბინადრებს ფანტომური ტკივილები? და როგორ ემსახურება მათ ინტერესებს ტერმინი „პოსტსაბჭოთა სივრცე“? როგორ აძლიერებს იგი დაშლილი იმპერიის შესახებ ილუზიებს?
დასაწყისისთვის, სსრკ არ იყო არც საბჭოთა, არც სოციალისტური, არც რესპუბლიკების და არც კავშირი. ეს იყო კლასიკური ფორმის ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც ძალაუფლება ეკუთვნოდა კომუნისტურ პარტიაში გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს. უფრო ზუსტად, რამდენიმე პიროვნებას, რომლებიც პოლიტბიუროს წევრები იყვნენ. გადაწყვეტილებები მიიღებოდა დახურულ კარს მიღმა. მოქმედებდა მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მკაცრი ვერტიკალი. აღსრულების პროცესში არასოდეს ჩნდებოდა კითხვები, რადგან ამ შემთხვევაში ირთვებოდა სადამსჯელო მექანიზმი. არჩევნები ფიქცია იყო. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა რამდენიმე კანდიდატი. იყო ერთი - და მას აძლევდა ხმას, ჩვეულებრივ, ამომრჩეველთა 99,99%. სხვადასხვა დონის საბჭოები, აღმასრულებელი კომიტეტები, სამინისტროები და სამთავრობო უწყებები აფორმებდნენ მიღებულ გადაწყვეტილებებს და უპატაკებდნენ პარტიის ორგანოებს მათი შესრულების შესახებ. პარტიის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი წყვეტდა ყველა საკითხს. მოსამართლისთვის საქმის განხილვის თაობაზე ან განაჩენთან დაკავშირებით მისი თხოვნა ბრძანების ტოლფასი იყო. ასევე იყო რედაქტორისთვის მასალის გამოქვეყნების საკითხი. შესაბამისი წესი მოქმედებდა სხვა, უფრო მაღალ დონეებზეც. იგი წარმოადგენდა უმთავრეს კონსტიტუციურ ნორმას. სსრკ-ის 1977 წლის კონსტიტუციის მე - 6 მუხლში აყალიბებდა, რომ „საბჭოთა საზოგადოების წამყვანი და მმართველი ძალის, მისი პოლიტიკური სისტემის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბირთვს წარმოადგენს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია. სკკპ არსებობს ხალხისთვის და ემსახურება ხალხს“ (აღსანიშნავია, რომ ამ კონსტიტუციის საფუძველზე მისაღები საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის მეშვეობით, 1978 წლის გაზაფხულზე იმპერიამ სცადა საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსის გაუქმება, რაც ეროვნულმა მოძრაობამ არ დაუშვა). ე. ი. კომუნისტური პარტია (სამართლებრივ სივრცეში სხვა არც არსებობდა) ხელმძღვანელობდა და მართავდა პროცესს, ხოლო მთავრობა და სამეურნეო ორგანოები ასრულებდნენ მის მითითებებს. ამ წესის კიდევ ერთი დადასტურება იყო ქვეყნის მთავარი ეკონომიკური დოკუმენტის დამტკიცების პრაქტიკა - სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რომელიც მტკიცდებოდა კომუნისტური პარტიის მორიგ ყრილობაზე. როგორც წესი, ასეთი ყრილობებიც იმართებოდა ხუთ წელიწადში ერთხელ.
ამრიგად, საბჭოთა კავშირი იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელშიც ძალაუფლება ეკუთვნოდა ინდივიდთა ჯგუფს, რომელთა ლეგიტიმურობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. სწორედ ამ მიზეზით ტერმინი „პოსტსაბჭოთა სივრცე“ არის არაკორექტული და მავნე. ტერმინი „პოსტტოტალიტარული სივრცე“, რომელსაც აგრეთვე გამოიყენებენ ექსპერტები (სამწუხაროდ, ნაკლები სიხშირით), უფრო ადეკვატურად ასახავს წარსულის რეალობას. იგი ზედმიწევნით ზუსტად აჩვენებს დანგრეული იმპერიის ხასიათს, ისევე, როგორც იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს არის სსრკ-ის დაშლის შემდეგ მსოფლიო რუკაზე გაჩენილი სახელმწიფოების უმეტესობა.
არგუმენტები წარსულის შესახებ უკვე მოვიყვანეთ. რაც შეეხება აწმყოს, “პოსტტოტალიტარული სივრცის“ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე ჩამოაყალიბა ფუნქციონალური დემოკრატია. ესენი არიან ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. ლოგიკურია, რომ ამ ქვეყნებში ცხოვრების დონე თვისებრივად უფრო მაღალია, რუსეთთან შედარებითაც. 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე ლატვიაში შეადგენდა 17,836 აშშ დოლარს, ლიეტუვაში - 19,455 აშშ დოლარს, ესტონეთში - 23,660 აშშ დოლარს, ხოლო რუსეთში - 11.585 აშშ დოლარს. სსრკ-ის ტოტალიტარულ ხასიათთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნებში სრული კონსენსუსი ჩამოყალიბდა. მცირე გამონაკლისია რუსული უმცირესობა, ისიც - ნაწილობრივ.
სამი ქვეყანა - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო - ცდილობენ შექმნან ფუნქციონალური დემოკრატიები და გახდნენ ევროპული სივრცის ნაწილი. მათ უკვე აჩვენეს არჩევნების გზით ძალაუფლების შეცვლის უნარი (იმედია, ამ ტენდენციის გაღრმავებას და განმტკიცებას შეუქცევადი ხასიათი აქვს), რაც დემოკრატიისთვის აუცილებელი კრიტერიუმია. სამწუხაროდ, ამ ქვეყნებშიც დროდადრო იჩენს თავს ტოტალიტარიზმის თვისებები. ამასთან, ეს ტენდენციები აქ ნამდვილად არ არის წამყვანი.
შემდეგი თეზისი, ალბათ, კრიტიკის საგანი გახდება, მაგრამ მაინც მივცემ თავს უფლებას გამოვთქვა მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „პოსტტოტალიტარულ სივრცეში“ არ ჩამოყალიბებულა სრულფასოვანი ტოტალიტარული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სწრაფად „პროგრესირებს“ ამ მიმართულებით და თითქმის მიაღწია მიზანს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთი, რაც, ბუნებრივია, ძლიერ ზეგავლენას ახდენს მთელ რეგიონზე. ზოგიერთი ავტორიტეტული მკვლევარი კი ამტკიცებს, რომ კრემლი წარმატებით აგებს ტოტალიტარულ სისტემას ფაშიზმის ელემენტებით. უნდა ვაღიაროთ მათ მიერ მოყვანილი არგუმენტების სისტემის დამაჯერებლობა და თანმიმდევრულობა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ტერმინი „პოსტსაბჭოთა სივრცე“ აპელირებს ცრუ ცნებებზე და ხელს უწყობს ყალბი განცდების ჩამოყალიბებას. ტერმინი „პოსტტოტალიტარული სივრცე“ უფრო ზუსტია. შეიძლება ზოგიერთმა ანალიტიკოსმა გამოთქვას მოსაზრება, რომ ამ სივრცის ნაწილს აქვს ტოტალიტარიზმის ნიშნები, ან რომ ზოგიერთი სახელმწიფო უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ტოტალიტარული. რა თქმა უნდა, ამ აზრს აქვს არსებობის უფლება. ამასთან, ეს ლოგიკა არ უპირისპირდება მთავარ შეთავაზებას - დადგა დრო, დავასრულოთ ტერმინ „პოსტსაბჭოთა სივრცის“ გამოყენების პრაქტიკა.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე