რონდელის ბლოგი
დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
ალექსი პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
როგორც მოგეხსენებათ, ივნისი საერთაშორისო ურთიერთობებში უაღრესად დატვირთული და საინტერესო გამოდგა. კორნუოლსა და ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს და მათ შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებში, შემაჯამებელ განცხადებებსა და კომუნიკეებში მკაფიოდ გამოიკვეთა მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხებისა, რომლებთან დაკავშირებითაც იყო სრული ურთიერთგაგება და ერთსულოვნება, მათ შორის, პანდემიასთან ბრძოლაში ძალისხმევის გაძლიერებაზე, გლობალური ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით დამატებითი ღონისძიებების და ინვესტიციების განხორციელებაზე, კლიმატურ ცვლილებებთან წარმატებით გამკლავებისთვის აუცილებელი, გადაუდებელი, მოკლევადიანი და საშუალოვადიანი შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმაზე. თუმცა თავადაც შენიშნავდით, რომ სამიტებამდეც და მათი მიმდინარეობის დროსაც იყო 3 მთავარი საკითხი, რომელთა მიმართაც მსოფლიოში განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა, კერძოდ:
- აშშ დაბრუნდა - მოკავშირეებს შორის ურთიერთობები ტრადიციულ დონეს უბრუნდება და ტრანსატლანტიკურ კავშირებს აღარაფერი ემუქრება;
- ჩინეთი წარმოადგენს სისტემურ გამოწვევას, მაგრამ მსოფლიო ცივი ომისთვის მზად არ არის;
- რუსეთის ავტორიტარული მმართველი ვლადიმერ პუტინი საკუთარი ქმედებებით ქვეყნის შიგნით და გარეთ სულ უფრო მეტად დისტანცირდება დემოკრატიული სამყაროსგან, მაგრამ საუბარი მასთან ბირთვულ და კიბერუსაფრთხოებაზე, აგრეთვე კლიმატურ ცვლილებებსა და რეგიონულ კონფლიქტებზე მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ევროპული ტურნეს დროს დემოკრატიული სამყაროს ლიდერები გამოკვეთილად და დემონსტრაციულად მიესალმებოდნენ აშშ-ს, როგორც გლობალური ლიდერის, დაბრუნებას. ეს თვალშისაცემი იყო როგორც ნატოს, ისე აშშ-ევროკავშირის სამიტზე.
აღსანიშნავია, რომ პირველად დიდი შვიდეულისა და ნატოს ისტორიაში შემაჯამებელ დოკუმენტებში მოხვდა ჩინეთი. სამიტების მონაწილეებმა დაადასტურეს მზაობა ჩინეთთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების, აგრეთვე სამართლიანი და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების განვითარებისთვის. ამავე დროს, მათ ყურადღება გაამახვილეს ჩინეთის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სინძიანში, ტიბეტსა და ჰონკონგში, აგრეთვე ხაზი გაესვა ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მხრიდან განხორციელებული ქმედებების პროვოკაციულობას და მათ მიუღებლობას. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის საპასუხო რეაქცია იყო საკმაოდ ხისტი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ნატოს პოზიციამ.
დიდი შვიდეულის ლიდერებმა რუსეთთან მიმართებაშიც პრინციპულად გაუსვეს ხაზი, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყირიმიდან და აღმოსავლეთ უკრაინიდან და რომ ის წარმოადგენს არა მედიატორს, არამედ კონკრეტულ მხარეს ამ შეიარაღებულ კონფლიქტში. თუმცა აქაც ნიშანდობლივი იყო, რომ უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის.
ნატოს შემაჯამებელ კომუნიკეში კვლავ იქნა გამოყენებული ძალიან მკაცრი „ვორდინგი“ რუსეთთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს ითქვა, რომ ალიანსი დაინტერესებულია რიგ საკითხებში რუსეთთან საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმართვით. აღნიშნულის გათვალისწინებით და მაღალი რანგის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ახლო მომავალში შესაძლოა კვლავ იყოს განხილული ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის გამართვა.
ივნისის სამიტების კულმინაციას წარმოადგენდა პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან ჟენევაში. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილი ჩანდა. ვლადიმერ პუტინისთვის მთავარი შედეგი იყო იზოლაციის გარღვევა, უფრო ზუსტად კი საშინაო მოხმარებისთვის საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც ლიდერის, რომელთანაც საუბარი და ურთიერთობების ნორმალიზება სურთ თავად დემოკრატიული სამყაროს პირველ პირებს. პრეზიდენტ ბაიდენისთვის კი მნიშვნელოვანი იყო იმის დაფიქსირება, რომ მან, რაც სათქმელი იყო, ყველაფერი უთხრა თავის ვიზავის (ადამიანის უფლებების დარღვევა რუსეთში, კონფლიქტის ესკალაცია უკრაინასთან, აშშ-ს საქმეებში ჩარევა და ა.შ.). შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე გამოკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ჰქონდა საუბარი პუტინთან და რომელზეც შესაძლოა დაიწყოს დიალოგი ახლო მომავალში. ესენია:
- სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის დაწყება;
- კიბერუსაფრთხოების თემებზე შესაძლო ფორმატების შემუშავებაზე კომუნიკაცია;
- პატიმრობაში მყოფი აშშ-ს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე ორი ქვეყნის უწყებებს შორის კონტაქტის დამყარება;
- კლიმატის ცვლილების პრობლემაზე თანამშრომლობა;
- ირანის ბირთვულ პროგრამასა და ავღანეთში სტაბილურობის შენარჩუნების პრობლემებზე შესაძლო კოორდინაცია.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ექსპერტულ წრეებში უფრო სკეპტიკურად უყურებდნენ, ვიდრე ოპტიმიზმით. გამოგიტყდებით, მეც პირველებს, ანუ სკეპტიკოსების ნაწილს მივეკუთვნებოდი. არა იმიტომ, რომ მე დიალოგის წინააღმდეგი ვარ, პირიქით, მომხრეც ვარ, მხოლოდ ძალის პოზიციიდან, რაც არის ერთადერთი გზა რუსეთთან ურთიერთობაში წარმატების მისაღწევად. ყველას გვახსოვს, რა შედეგები მოჰყვა პუტინთან 2000-იან წლებში ცივილიზებული ურთიერთობის აწყობისა და შემდგომ პერიოდში აშშ-ს ადმინისტრაციის ცნობილ გადატვირთვის მცდელობას. თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ევროპელ ლიდერებს შორის „დიალოგის დაწყების“ წლების მანძილზე არსებულ მუდმივ ცდუნებას, რომელიც, პირველ რიგში, ყოველთვის განპირობებულია ეროვნული ეკონომიკური და ფინანსური ინტერესებით.
ჟენევის შეხვედრიდან სულ რაღაც 10 დღეში, 26 ივნისს, გაიმართა ევროკავშირის სამიტი, რომელსაც წინ უსწრებდა ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის ინიციატივა ევროკავშირ-რუსეთის სამიტის ჩატარებასთან დაკავშირებით. როგორც შემდეგ გაირკვა, ამ თემაზე საკმაოდ ცხარე კამათი გაიმართა. საერთო ჯამში 10 ევროპული ქვეყანა სხვადასხვა სიმძაფრით ეწინააღმდეგებოდა პუტინთან სამიტის ჩატარებას. თუმცა, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრინციპულ პოზიციას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. შედეგად, სამიტის გადაწყვეტილებებში არ არის ნახსენები რაიმე მაღალი დონის შეხვედრების ან პუტინთან სამიტის გამართვის გეგმების შესახებ.
ცხადია, გერმანელი და ფრანგი ლიდერების დღის წესრიგიდან ეს საკითხი ასე მარტივად არ მოიხსნება. 28 ივნისს ანგელა მერკელმა კვლავ ისაუბრა პუტინთან შეხვედრის აუცილებლობაზე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ბალტიის ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმების განხორციელებაზე ერთმანეთს შორის საუბარს აჯობებს ამ პრობლემების პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტთან წამოჭრა და დაფიქსირება, რომ ასეთ ფონზე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ვერ შედგება. ანგელა მერკელს ხელისუფლებაში და პოლიტიკაში ყოფნის სულ რამდენიმე თვე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მან მიიღო ნორდსტრიმ 2-ზე აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება სანქციების მოხსნის თაობაზე, გერმანიის წამავალი კანცლერი მაინც არ იშურებს ძალისხმევას, რომ რუსეთთან დიალოგის ფორმატი დაუტოვოს ევროპას და თავის მომავალ შემცვლელს. ამ ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ მას არ სჭირდება ევროკავშირის სამიტები პუტინთან შესახვედრად, გაცილებით უფრო უწყინარად გამოიყურება. თუმცა, ვიდრე პრეზიდენტი იქნება, მისი მხრიდან სამიტის მოწვევის მცდელობებს მაინც უნდა ველოდოთ.
და მაინც, რა მოხდება ახლო მომავალში? ვიხილავთ თუ არა ისევ დასავლეთსა და რუსეთს შორის მორიგი გადატვირთვის მცდელობას? იმედი მაქვს, რომ: 1. არა; 2. არა იმ ფორმით, როგორც ამ დრომდე იყო; 3. არა საქართველოს, უკრაინის და სხვა პარტნიორების ინტერესების ხარჯზე; 4. აშშ-ში პოლიტიკური სისტემა გამართულად იმუშავებს და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს; 5. ვერ მოხერხდება პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების გადარწმუნება. შესაძლოა, პარადოქსულად მოგეჩვენოთ და ირონიულადაც ჟღერდეს, მაგრამ წამგებიანი გადატვირთვის არდაშვებაში ყველაზე მეტად მაინც... თავად რუსეთის იმედი მაქვს. გულწრფელად გეტყვით, გამიხარდა კიდეც, როდესაც გავეცანი ს.ლავროვის ვრცელ სტატიას, სახელწოდებით „კანონის, უფლებებისა და წესების შესახებ“. როდესაც რუსეთის პირველი დიპლომატი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს, სხვა ბევრ პრეტენზიასთან ერთად, „თავქარიანი 90-იანების გაგებით“ აზროვნებასა და გაეროსა და ეუთოს პრინციპების სრულ უგულებელყოფაში ადანაშაულებს, ვრწმუნდები, რომ 100 წლის წინ დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივნის სერ ოსტინ ჩემბერლენის სახელზე გაგზავნილი ნოტის, ისტორიაში ცნობილი სახელწოდებით „ჩვენი პასუხი ჩემბერლენს“, აზროვნებიდან რუსეთი არსად წასულა და არც წავა. რა თქმა უნდა, მან აგიტაცია/პროპაგანდაც დახვეწა, ევროპელებთან მისასვლელი შემოვლითი გზებიც კარგად ისწავლა და ბირთვული შეიარაღების ჟღარუნზეც არ ამბობს უარს, მაგრამ უახლოეს წარსულში მიღებული მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით მაინც ვიტოვებ იმედს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის მორიგი გადატვირთვის გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- კალინინგრადის რუსული ექსკლავი და ლიეტუვური „ჩხვლეტა“
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- How to Respond to Russian Ultra-Orthodox-Historic-Hegemonism?
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?