რონდელის ბლოგი
აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს ილაპარაკოს ულტიმატუმის ენით, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი დათმობები დასავლეთის მხრიდან. მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ასევე ცხადია, რომ პროგრამა მაქსიმუმი არ შეცვლილა და როგორც უწინ, ამჯერადაც მის მიზანს წარმოადგენს, რომ დასავლეთმა უკრაინის და რუსეთის ფედერაციის სხვა მეზობელი ქვეყნები მოსკოვის ექსკლუზიური გავლენის ზონად აღიარონ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მოსკოვი ხისტად მოქმედებს. თუმცა, ამჯერად მოსკოვი თავის ქმედებებში ბევრად უფრო რადიკალური ჩანს, რაც, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელების მუქარაში გამოიხატება. მოსაზრება რუსეთის რადიკალიზმის თაობაზე კიდევ უფრო გაამყარა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გასული წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებულმა ორი დოკუმენტის პროექტმა - ხელშეკრულება აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე და შეთანხმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან.
ეს დოკუმენტები ერთმანეთის მსგავსია და ითვალისწინებს ისეთ პირობებს, რომელზე შეთანხმებასაც, დასავლეთზე რომ არაფერი ვთქვათ, თავად რუსეთშიც კი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. თუმცა, ამავე დროს უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ დამატებითი არგუმენტი მიეცა რუსულ პროპაგანდას რუსეთის ფედერაციის „ძლევამოსილების“ თაობაზე მითის გაძლიერებისთვის.
საკუთარი არგუმენტის გამყარებას რუსული პროპაგანდა იმით ცდილობს, რომ ზემოხსენებული ორი დოკუმენტი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ მოკლე ხანში გამოქვეყნდა. ამ შეხვედრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა მკაფიოდ ისაუბრა იმ სანქციებზე, რომლებსაც აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოიღებდა, უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში. შესაბამისად, ისე გამოჩნდა, რომ აშშ-ის მხრიდან ახალი უპრეცედენტო მასშტაბის სანქციების მიუხედავად, რუსეთმა მაინც გააგრძელა ულტიმატუმის ენით საუბარი დასავლეთთან.
რუსული მხარის ნარატივი იმანაც განამტკიცა, რომ აშშ-მ არ განაცხადა უარი განეხილა მოსკოვის მიერ შემუშავებული ზემოხსენებული ხელშეკრულება უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. პირიქით, იგი დაეთანხმა დიალოგის დაწყებას და, შესაბამისად, ჩაინიშნა შეხვედრა ჟენევაში, რომელიც ა.წ. 9 და 10 იანვარს გაიმართა კიდეც.
აშშ-ის პოზიცია
აშშ-მ თავიდანვე ღიად დააფიქსირა, რომ მისთვის მიუღებელი იყო მოსკოვის მიერ შემუშავებული ხელშეკრულების პროექტში ასახული საკითხების უმეტესობა, მაგრამ დიალოგის გაგრძელება რუსეთთან მაინც მიზანშეწონილად მიიჩნია. ამასთან, ჟენევაში შეხვედრის წინ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდა იმ სანქციებზე, რომლებსაც ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად მოსკოვის წინააღმდეგ შემოიღებს, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის განხორციელების შემთხვევაში.
სანქციებში ნახსენები იყო:
- რუსეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარება;
- რუსული მაღალტექნოლოგიური (გამანადგურებლები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, კოსმოსური სისტემები) შეიარაღების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების მიღება;
- შეზღუდვები ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური გამოთვლები;
- რუსეთის შეყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც ყველაზე მკაცრი საექსპორტო შეზღუდვებია დაწესებული.
ამ ახალმა მონაცემებმა, რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების თაობაზე მანამდე გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების უპრეცედენტო მასშტაბები. უშუალოდ ჟენევაში შეხვედრის წინ ამ ინფორმაციის გავრცელება, სავარაუდოდ, შემთხვევით არ მომხდარა. ამით აშშ-ის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს კომპრომისის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.
მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჟენევაში შეხვედრამდე აშშ-ის მხარე ესაუბრა მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს: მათ შორის, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, ხოლო სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რუსეთთან მოლაპარაკების საკითხში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ვენდი შერმანი კი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.
ეს საუბრები მიზნად ისახავდა კოორდინაციას, პოზიციების შეჯერებას, აშშ-ის მხრიდან მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე მხარდაჭერის დემონსტრირებას. ასევე ხაზს უსვამდა იმასაც, რომ აშშ მყარად დაიცავდა მის მიერვე წინასწარ გაცხადებულ პრინციპს - “nothing about you without you”, რაც გამორიცხავს ორმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთთან რომელიმე ქვეყნის ინტერესის ხარჯზე შეთანხმებას.
ზემოხსენებული სტრატეგია, რომელიც, რუსეთთან დიალოგის პარალელურად, მის წინააღმდეგ სანქციებით მუქარას და მოკავშირე/პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საერთო ძალისხმევის მობილიზებას გულისხმობს, ახალი არ არის. იგივე სტრატეგიას ვაშინგტონმა მიმართა გასული საუკუნის 80-იან წლებში, რათა შეეჩერებინა საბჭოთა კავშირის სამხედრო ოპერაცია პოლონეთში, რამაც მაშინ წარმატებით იმუშავა.
ჟენევის შეხვედრის კიდევ ერთი ნიუანსი უნდა მივიჩნიოთ მნიშვნელოვნად. კერძოდ, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი ფორმატი არ შექმნილა. ამ შეხვედრით გაგრძელდა სტრატეგიული სტაბილურობის თაობაზე დიალოგი რუსეთთან, რომელიც დაიწყო გასული წლის გასული წლის ივნისში ბაიდენისა და პუტინის სამიტის შემდეგ და ამ დიალოგის ფარგლებში მხარეებს აქამდე უკვე ორი შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული.
ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის ვენდი შერმანის მიერ გაკეთებულ კომენტარში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ნატოს გაფართოება, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობა რომელიმე ქვეყანასთან, რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებებისას არსებითი განხილვის საგანი არ გამხდარა. ამავე დროს, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია აქვს რუსეთის მიმართ. ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული 100 000-იანი სამხედრო კონტინგენტსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლის ან რომელიმე ალიანსში გაწევრიანების აკრძალვის უფლება.
უკრაინის საკითხი
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით ეჭვს არ იწვევს და საკმაოდ ხისტი და მკაფიოა, მაინც მაღალი რჩება რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის განხორციელების ალბათობა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
- მოსკოვი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს. ერთი მხრივ, უკრაინის სამხედრო ძალები ძლიერდება და მეორე მხრივ უკრაინა კიდევ უფრო შორდება რუსეთს. შესაბამისად, მოსკოვი ალბათ თვლის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მას შეუმცირდება შანსი სამხედრო ძალის გამოყენებით უკრაინის გარკვეული ნაწილის ოკუპაცია მოახდინოს;
- რუსულ პროპაგანდას უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი უკრაინის თემა. ამ თვალსაზრისით, შექმნილი ვითარება ძალიან ჰგავს (აჭარბებს კიდეც) იმას, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის წინ. შესაბამისად, პუტინის რეჟიმს გაუჭირდება თავისივე წამოწყებული საომარი რიტორიკის შეჩერება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს შეიძლება მის სისუსტედ აღიქვან. პუტინის რეჟიმის სიმყარე კი დიდწილად ეყრდნობა სიძლიერის (ხშირად მოჩვენებითის) დემონსტრირებას, რაზეც მას უარის თქმა არ სურს;
- მოსკოვს, ალბათ, მაინც დასავლეთის ერთიანობის და მკაცრი სანქციების ბოლომდე არ სჯერა. ამიტომაც მუდმივად ცდილობს უკრაინის სამხედრო პროვოკაციაზე წამოგებას, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. აშშ-ის და მისი მოკავშირეების სისუსტეზე წარმოდგენის შექმნის საფუძველს მოსკოვს, ერთი მხრივ, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე დასავლეთის რეაქცია აძლევს. მაშინ დასავლეთმა არა თუ სანქციები არ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ორმხრივი ურთიერთობებიც კი იმავე დონეზე შეინარჩუნა. აშშ-ის შემთხვევაში კი, „გადატვირთვის“ პოლიტიკის შედეგად, სულაც გააუმჯობესა კიდეც. მართალია, უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი უკვე სხვაგვარად მოიქცა, მაგრამ მოსკოვი ალბათ მაინც ფიქრობს, რომ იგი წარმატებით გაუმკლავდა დასავლეთის მიერ ამჯერად დაწესებულ სანქციებს;
- მოსკოვი სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან გასვლამ შეარყია აშშ-ის საერთაშორისო პოზიციები და გავლენა. ამას თან ერთვის, დაძაბულობა აშშ-სა და ჩინეთს შორის, მათ შორის, ტაივანის საკითხის გარშემო. ასეთ ვითარებაში, მოსკოვის გადასახედიდან, ვაშინგტონს გაუჭირდება ეფექტიანად დაუპირისპირდეს რუსეთის მორიგ სამხედრო აგრესიას უკრაინაში.
ზემოხსენებული არგუმენტები არ გულისხმობს იმას, რომ მოსკოვი მიაღწევს საკუთარ მიზანს, თუკი გადაწყვეტს ახალი სამხედრო აგრესიის განხორციელებას უკრაინის წინააღმდეგ. შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, ეს იქნება ძალიან მაღალი რისკის შემცველი ავანტიურა, რაც რუსეთის ფედერაციას ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- თალიბანი 2.0 ქაბულში: გამოწვევები და მოლოდინი რეგიონის ქვეყნებში
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე