რონდელის ბლოგი
L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
ერეკლე იანტბელიძე, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ევროპის კოლეჯის მაგისტრანტი
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის სტატუსი როტაციის პრინციპით ყოველ ექვს თვეში ერთხელ გადადის პოლიტიკური ბლოკის წევრ სახელმწიფოებზე. 2022 წლის პირველი იანვრიდან, 14 წლიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთი სათავეში ჩაუდგა ამ ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო მოვალეობას იმ რეალობაში, როდესაც ევროკავშირს აქვს რთული საშინაო და საგარეო გამოწვევები. საფრანგეთისთვის საბჭოს თავმჯდომარეობა რაიმე ახალ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან სახელმწიფო ამ როლს მეცამეტედ იტვირთავს, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პრიორიტეტები, არსებულ დაბრკოლებებთან ერთად, შეცვლილია და საფრანგეთს მის ლიდერთან - ემანუელ მაკრონთან ერთად აქვს ამბიციური გეგმები, რათა წინ წამოწიოს ევროპის „სტრატეგიული ავტონომიის“ იდეა დევიზით - „აღდგენა, მედეგობა, ერთობა“.
საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო პროგრამა ემყარება სამ მნიშვნელოვან ელემენტს, რომელიც ევროკომისიის 2022 წლის სამოქმედო პროგრამასთან მოდის თანხვედრაში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ევროპის, როგორც სუვერენული ერთობის იდეა, სადაც პოლიტიკური ბლოკი ერთიანი ღირებულებების გათვალისწინებით გააძლიერებს შენგენის ზონას, გააკონტროლებს მიგრაციის პოლიტიკასა და ევროკავშირის საზღვარს, განავითარებს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოების განვითარებასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. საფრანგეთი, სამეზობლო პოლიტიკის თვალსაზრისით, ხაზს უსვამს ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას დასავლეთ ბალკანეთის რეგიონსა და აფრიკის კონტინენტზე. გარდა ამისა, საფრანგეთის ერთ-ერთ უმთავრეს ამბიციას წარმოადგენს ე.წ. ევროპული (ეკონომიკური) ზრდის მოდელის შექმნა, სადაც ევროპა გადაიქცევა წარმოების, სამუშაო ადგილების შექმნის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კონტინენტად. ეკონომიკური განვითარების აღნიშნული მოდელი აუცილებელია შეესაბამებოდეს ევროკავშირის კლიმატური და ციფრული ტრანზიციის მიზნებს. საფრანგეთის ხელისუფლებას წინ აქვს წამოწეული ჰუმანური ევროპის იდეა, რაც გულისხმობს ევროკავშირის მოქალაქეების აზრისა და იდეების მხედველობაში მიღებას, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას, რომლებიც ემყარება საერთო ევროპულ ღირებულებებს, ასევე, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების პრიორიტეტად დასახვას მომავალი თაობებისათვის.
საფრანგეთის ამბიციურ გეგმებს ევროკავშირის მოქალაქეთა ნაწილი პოზიტიურად აფასებს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ ევროპული ბლოკი შეძლებს „სტრატეგიული ავტონომიის“ მოპოვებას ცვალებად საერთაშორისო პოლიტიკურ გარემოში. თუმცა, ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ საფრანგეთის და უფრო მეტად კი, სახელმწიფოს პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის აქტიური ჩართულობა ევროპულ საქმეებში განპირობებულია საფრანგეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ფრანგულ პოლიტიკურ ველზე სწორედ ემანუელ მაკრონი არის ყველაზე უფრო პროევროპული კანდიდატი, რომელსაც ჯერ ღიად არ განუცხადებია, ხელმეორედ იყრის თუ არა კენჭს 2022 წლის 10-24 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები განაპირობებს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ევროკავშირის სამომავლო განვითარების პერსპექტივებსაც მაშინ, როდესაც სხვა ევროპული სახელმწიფოების მსგავსად, საფრანგეთში მძვინვარებს პოლიტიკური პოლარიზაციის ფენომენი იდეოლოგიურ ჭრილში. ერიკ ზემურისა და მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე იდეები საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის შიდა სახელმწიფოებრივ ერთიანობასა და ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკას.
საფრანგეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ბოლოს 2008 წლის მეორე ნახევარში დაიკავა. იმ პერიოდში ქვეყანას სათავეში პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ედგა, რომელიც გამოირჩეოდა აქტიური საგარეო პოლიტიკით ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში. მის სახელს უკავშირდება აქტიური მოლაპარაკებების წარმოება „ბარსელონას პროცესის“ ფარგლებში, რომელთა შედეგადაც, 2008 წელს საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალ ფორმატს - „ხმელთაშუაზღვის კავშირს“. ამან, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ახალი ფორმატის - Euro-Mediterranean Partnership-ის - შექმნას. ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, საფრანგეთის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი ნაკლებ ინტერესს იჩენდა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ. შესაბამისად, საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს ნაკლები აქცენტი კეთდებოდა ამჟამინდელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე და ძირითადი ყურადღება აღმოსავლეთით მიმართული იყო რუსეთის ფედერაციისაკენ. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის 5-დღიანმა ომმა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ფრანგული მხარის ყურადღება მიიპყრო, თუმცა ეს ყოველივე განპირობებული იყო იმით, რომ ისევ და ისევ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას საფრანგეთი იკავებდა. ნებსით თუ უნებლიედ, ფრანგული მხარე აღმოჩნდა კონფლიქტის მედიაციის მთავარ მონაწილედ, რასაც მოჰყვა „მედვედევ-სარკოზის“ 6 პუნქტიანი გეგმის ჩამოყალიბება და ჟენევის მოლაპარაკებების დაწყება. ქართულ და რუსულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტა აღიქვეს პოზიტიურ მოვლენად, ხოლო ნიკოლა სარკოზის პოლიტიკური „წონა“ და საფრანგეთის როლი საერთაშორისო მასშტაბით გაიზარდა.
საფრანგეთის მიერ წარმოებულ ევროპის სამეზობლო პოლიტიკას გარკვეული კრიტიკა ახლდა 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით. პოლიტიკურ ექსპერტთა და დიპლომატთა გარკვეულმა ნაწილმა ნიკოლა სარკოზის საგარეო პოლიტიკა, როგორც სამხრეთ, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, შეაფასა „მოუმწიფებლად“ და „იმპულსურად“. მართლაც, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში საფრანგეთს ზედაპირული დამოკიდებულება ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, შესაბამისად, მოუმზადებელი და სპონტანური იყო საპასუხო რეაქციაც მათი თავმჯდომარეობის პერიოდში.
დღესდღეობით, ახალი თავმჯდომარე ქვეყნის არსებობის პირობებში, გარკვეული მოლოდინი ჩნდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაშიც. 2022 წლის პროგრამაში ვკითხულობთ, რომ „საფრანგეთი მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის 15 დეკემბრის სამიტზე განხილულ თითოეულ საკითხს. დაეხმარება ფორმატში არსებულ ქვეყნებს მათი მედეგობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების პროცესში. ქვეყანა ასევე ღიად დაუჭერს მხარს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის მისწრაფებებსა და გეგმებს აღნიშნულ რეგიონში.“ ერთი მხრივ, საფრანგეთი კეთილგანწყობილია იმ პროცესების მიმართ, რაც თან ახლავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს. თუმცა, მეორე მხრივ, პროგრამაში ნაკლებად ვხედავთ რაიმე პათოსს და ინიციატივას, რომ ამ რეგიონის ქვეყნები საფრანგეთისათვის გახდებიან პრიორიტეტული. ოფიციალურ დოკუმენტში, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, გაცილებით დიდია ინტერესი აფრიკის კონტინენტისა და წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ. მიუხედავად ემანუელ მაკრონის აქტიური ჩართულობისა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებში, ფრანგული მხარე „მოკრძალებული“ რჩება, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
2021 წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების მიხედვით ღიად შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპის საზღვრები საფრთხის წინაშე დგას. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არეალში მობილიზებულია 100 000-მდე რუსი სამხედრო და ჯავშანტექნიკა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ღია განცხადებით, პირველი დეკემბრიდან მიმდინარეობს სამხედროების რეგულარული წვრთნები. გარდა ამისა, საზარელია ის პოლიტიკური ნაბიჯი, რის შესახებაც რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღიად განაცხადა. რუსეთი დასავლეთს მოუწოდებს, უარყოს 2008 წლის „ბუქარესტის სამიტზე“ დაფიქსირებული პოზიცია, რომ ადრე თუ გვიან საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს სრულფასოვანი წევრები. ასევე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ე.წ. „ნორმანდიის ფორმატის“ მნიშვნელობა, რომელშიც ჩართული არიან საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის უმაღლესი პოლიტიკური პირები. ევროპის წამყვანი სახელმწიფოები სხვადასხვა ტიპის განცხადებებით მიმართავენ რუსეთს, რომ შეაჩეროს სამხედრო დაძაბულობა საგარეო პოლიტიკური პროცესების ესკალირებით. მიუხედავად უკრაინაში არსებული მდგომარეობისა, საფრანგეთის სამომავლო გეგმები ევროკავშირის ფორმატში აპათიური რჩება. მაღალია რისკი, რომ საფრანგეთისა და ევროპისათვის 2008 წლის სცენარი განმეორდეს. შესაბამისად, იბადება რელევანტური კითხვა: L'Europe pourra-t-elle éviter le "déjà vu” ?
ამ ეტაპისთვის შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება პროცესების სამხედრო ესკალირებასთან დაკავშირებით, თუმცა ვარაუდი, რომ მაკრონის (ისევე, როგორც საფრანგეთის) 2022 წლის ევროპული პროგრამის რეალიზაცია შესაძლოა დაემსგავსოს სარკოზის 2008 წლის ინფანტილურ დამოკიდებულებას აღმოსავლეთ ევროპის მიმართ, საფუძველს ნამდვილად არ არის მოკლებული. უფრო მეტი აქტიურობა მართებს თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მონაწილე ქვეყნებსაც მიმდინარე 6 თვის განმავლობაში, რათა საფრანგეთის დაინტერესება რეგიონის მიმართ უფრო მეტად გაიზარდოს როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით. აუცილებელია ევროპის „სტრატეგიული ავტონომიის“ გეგმებში მყარად მოიაზრებოდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების როლიც, რათა ფორმატის სახელმწიფოები გახდნენ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ნაწილი.
თემატური პოსტები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საშუალება ეძლევა 2019 წელს უზრუნველყოს საქართველოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება საფრანგეთში
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე