რონდელის ბლოგი
2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
2021 რთული წელი იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისთვის. ძველი პრობლემები კვლავაც გამოწვევად დარჩა, მათ შორის, პანდემია, კრიმინოგენური ვითარება, კრიპტოვალუტების წარმოება და ენერგოკრიზისი. პოლიტიკური ვითარება კი იმდენად დაიძაბა, რომ 2022 წელიც არაერთი გამოწვევით იქნება აღსავსე. ქვემოთ სწორედ 2021 წელს აფხაზეთში მომხდარ ზოგიერთ მნიშვნელოვან ამბავს გაგიზიარებთ.
პანდემია და რუსი ტურისტები
2021 წელს კორონავირუსის პანდემიამ აფხაზეთში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუ 2020 წელს ინფიცირებულთა რაოდენობა 9 ათასამდე იყო, 2021 წლის განმავლობაში 29 ათას ადამიანამდე დაინფიცირდა, 433 კი - გარდაიცვალა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რუსეთის მხარდაჭერის გარეშე აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემას პანდემიასთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი აფხაზეთის ტერიტორიაზე თვეების განმავლობაში იყო გამართული.
გლობალური პანდემიის პირობებში ერთადერთი პოზიტიური სიახლე ტურიზმის სფეროს შეეხო. ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, რუსი ტურისტებისთვის ყველაზე ახლო და ხელმისაწვდომი აფხაზური კურორტები იყო. აფხაზეთმა რუსეთიდან უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი მიიღო. თუმცა, რუსი ტურისტების სიჭარბის ფონზე, წელსაც აქტუალური იყო მათ მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულება. უკვე წლებია ლაპარაკია რუსი ტურისტების წინააღმდეგ კრიმინალის, მილიციის მხრიდან ძალადობისა თუ თაღლითობის შემთხვევებზე. დიდი რეზონანსი გამოიწვია გასული წლის 15 ივნისს ბიჭვინთაში მომხდარმა ინციდენტმა, როცა ადგილობრივმა დმიტრი ფილიამ კაფეში ორი რუსი ტურისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. აფხაზეთში იარაღის ტარება, უკანონოსიც, გავრცელებული ამბავია და არც შეზარხოშებული მოქალაქეების მხრიდან რუსი ტურისტების მიმართ აგრესიაა იშვიათი. კრიმინალური ფაქტების გამო რუსეთისგან ხშირად ისმის კრიტიკა, მაგრამ, როგორც წესი, დამნაშავეების მიმართ ადგილობრივი მართლმსაჯულება სათანადოდ მკაცრი არ არის.
კრიმინალი და „კანონიერი ქურდები“
კრიმინალების დამარცხება შეუსრულებელ მისიად იქცა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთვისაც. 2020 წელს რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტის“ პოსტიდან გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი კრიმინოგენური ვითარება და ქურდული სამყაროს მზარდი გავლენა გახდა. გასულ წელს ყველაზე გახმაურებული კრიმინალური შემთხვევა უკავშირდება ვლადისლავ არძინბას ძმისშვილს - ქემალ არძინბას, რომელიც 18 მაისს სოხუმში მოკლეს. ქემალი კანონიერი ქურდი არ იყო, მაგრამ კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებულ ფიგურად ითვლებოდა. არის ვარაუდი, რომ მისი მკვლელობა შურისძიება იყო 2019 წელს სოხუმში ორი კანონიერი ქურდის - ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას მკვლელობისთვის. სწორედ ამ მკვლელობის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა ხაჯიმბას გადადგომა. როგორც წესი, არსებული რეგიონული თუ ნათესაური კავშირების წყალობით, დამნაშავეების დაპატიმრება ვერ ხერხდება და ხშირად გავლენიანი პატრონების შემწეობით კრიმინალები თავს არიდებენ ხანგრძლივ პატიმრობას.
ენერგოკრიზისი
2021 წელს აფხაზეთში ენერგოკრიზისი იყო, რასაც წლის დასაწყისში რეაბილიტაციის გამო ენგურჰესის რამდენიმე თვით გაჩერებამაც შეუწყო ხელი. ენერგოკრიზისის გამომწვევი მთავარი მიზეზი იყო იაფი ელექტროენერგიით კრიპტოვალუტების წარმოების გაზრდა, რის გამოც აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის თბილისის მოხმარებას გაუთანაბრდა. იაფი ელექტროენერგიის გამო კრიპტოფერმები გახსნილია ყველგან, სახლებსა თუ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარე ფერმებში. ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის წარმოებას ბრძოლაც გამოუცხადა, მაგრამ კრიპტომოწყობილობების საჩვენებელმა ჩამორთმევამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა ვითარება ვერ გამოასწორა. ამის მიზეზად კრიპტოვალუტების წარმოების ბიზნესში ადგილობრივი გავლენიანი პირების ჩართულობას ასახელებენ. კრიზისის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთიდან დამატებითი ელექტროენერგიის მოთხოვნა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკის დაწესება მოუწია.
აფხაზეთში ეჭვობენ, რომ არსებული პრობლემების ფონზე ბჟანიას „მთავრობა“ ხელოვნურადაც ცდილობს ენერგოკრიზისის შექმნას, რადგან მას აფხაზური ენერგოსექტორის რუსეთისთვის გადაცემა სურს. აფხაზური ენერგოსექტორი მოძველებულია და დიდი ინვესტიციების გარეშე მისი გაჯანსაღება დე ფაქტო მთავრობას არ შეუძლია. ბჟანიას შეფასებით, სექტორს 10 მლრდ რუბლზე მეტი ინვესტიცია სჭირდება, ერთადერთი ინვესტორი კი, ვისაც აფხაზურ ენერგეტიკაში ფულის ჩადების შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რუსეთია. ბჟანიას ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ენერგოსექტორის რუსეთისთვის გადაცემა აფხაზეთის „სუვერენიტეტს“ შეარყევს და ელექტროენერგიასაც გააძვირებს.
ახალი „მინისტრი“ და ანტიქართული ისტერია
ასლან ბჟანია თავისი „პრეზიდენტობის“ პირველ წელს (2020) ცდილობდა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზები გამოენახა და ამის შესახებ ღიად საუბრობდა. ბჟანიას გუნდის არგუმენტი ეკონომიკური იყო. მათი აზრით, ქართულ მხარესთან არალეგალური ეკონომიკური საქმიანობა ისედაც მიმდინარეობს, მისი ლეგალიზაცია კი აფხაზურ ბიუჯეტს შემოსავალს მოუტანდა. დიდი სკანდალი გამოიწვია ბჟანიას ყოფილი თანაშემწის და ბიზნესმენის ბენურ კვირაიას აღიარებამ, რომ იგი ინვესტორებთან შეხვედრის მიზნით თბილისში იმყოფებოდა. კვირაიას, რომელიც ქართულ-აფხაზური ომის მონაწილეა, პროქართულობასა და ღალატში ვერ დასდეს ბრალი, თუმცა, მისი თბილისური ვოიაჟი ბევრისთვის „წითელი ხაზი“ აღმოჩნდა, რადგან ოპოზიციისა და აფხაზური საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ქართულ მხარესთან არანაირი ურთიერთობები არ უნდა დამყარდეს თბილისის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე.
ბჟანია მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში“ (მიიღეს 2020 წლის 4 დეკემბერს) ჩაწერილი ერთი ფრაზის გამო, რომელიც ქართულ მხარესთან მოლაპარაკების დამატებითი ფორმატის შექმნის შესაძლებლობას ეხებოდა. ეს, ერთი შეხედვით, ზოგადი ფრაზა აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. ზეწოლა იმდენად მძლავრი იყო, რომ 2021 წლის 25 მაისს ბჟანიამ კონცეფციიდან ეს ფრაზა ამოიღო.
ანტიქართული ისტერიის გაგრძელება იყო, 2021 წლის 17 ნოემბერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა „მინისტრად“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნის - ინალ არძინბას დანიშვნა. არძინბა აფხაზეთში „მოსკოვის კაცად“ ითვლება. იგი ახალბედაა აფხაზურ პოლიტიკაში, მაგრამ აფხაზებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა და ცნობილია თავისი ანტიქართული განწყობებით. მისთვის ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობებისთვის ჟენევის ფორმატი საკმარისია და თბილისთან ურთიერთობას მხოლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიჩნევს დასაშვებად.
არძინბამ ხმამაღალი განცხადებებით დაიწყო „მინისტრის“ კარიერა. ერთ-ერთი პირველი მითითება მან აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცა, რომლებიც მკაცრად გააფრთხილა, რომ მათი ნებართვისა და „სამინისტროსთან“ კოორდინაციის გარეშე პროექტები აღარ განახორციელონ. არძინბას მიზანია საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისეთივე კონტროლო დაამყაროს, როგორც ეს რუსეთშია. თუ ადრე საერთაშორისო ორგანიზაციები ქართულ-აფხაზური დიალოგის განვითარებას მცირე მასშტაბით მაინც უწყობდნენ ხელს, არძინბას „მინისტრობის“ პირობებში ეს შეუძლებელი გახდება. უდავოა, რომ აფხაზეთის „საგარეო პოლიტიკაზე“ გავლენა მთლიანად არძინბას ხელში გადადის. მისი აფხაზურ „მთავრობაში“ ყოფნის პერიოდში ქართულ მხარესთან ურთიერთობების განვითარების რაიმე პერსპექტივას აღარ უნდა ველოდოთ.
შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა
2020 წელი, ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ, ოპოზიციური ძალებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი წელი იყო, 2021 წელს კი პოლიტიკურმა ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა. სიმბოლურად დაიწყო 2021 წელი, როდესაც 2020 წლის აფხაზური რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი ახრა ავიძბა დააკავეს, რომელიც ბჟანიას მოკავშირიდან მოწინააღმდეგედ გადაიქცა. იგი თავიდან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და მხოლოდ სამთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ავიძბა ზედმეტად ოდიოზური ფიგურა აღმოჩნდა ბჟანიას „ხელისუფლებისთვის“ და მისი პოლიტიკური ამბიციებიც ბჟანიას გეგმების საწინააღმდეგო გამოდგა.
შეუქცევადი პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა 30 სექტემბრის ინციდენტს, როდესაც „პარლამენტის“ წევრი გარი კოკაია და მისი თანასოფლელები ოჩამჩირის რაიონის სოფ. აძიუბჟადან მილიციის თანამშრომლებს, მათ შორის, შს „მინისტრ“ დიმიტრი დბარს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კოკაია და სოფ. აძიუბჟას ომის ვეტერანები ფიზიკურად დაზარალდნენ. ომის ვეტერანებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და „მინისტრის“ გადადგომა მოითხოვეს. ბჟანია იძულებული გახდა თავისი ერთგული თანამებრძოლი გადაეყენებინა, მაგრამ დბარი სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად მაინც დანიშნა.
პოლიტიკური კრიზისი საახალწლოდ კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც 21 დეკემბერს ოპოზიციის აქციას სამთავრობო შენობებზე იერიში და საპასუხოდ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება და ოპოზიციის აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა. ბჟანიას კარგად ახსოვს, თუ როგორ გადადგა მისი წინამორბედი (რაშიც დიდი როლი თავად ბჟანიამაც შეასრულა), ამიტომაც ოპოზიციის წინააღმდეგ მკაცრი მეთოდებით ბრძოლას და ამ გზით პოლიტიკური რევანშის პრევენციას ცდილობს.
რას უნდა ველოდოთ 2022 წელს?
2022 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა 12 მარტს დანიშნული „საპარლამენტო არჩევნებია“, სადაც ბჟანია ოპოზიციის დამარცხებას და საკუთარი გავლენის გაზრდას შეეცდება. თავის მხრივ, ოპოზიციური ძალების ნაწილი კონსოლიდაციას ცდილობს და ხელისუფლების კანდიდატების დასამარცხებლად ემზადება. „არჩევნების“ შედეგების მიუხედავად, აფხაზეთში დაგროვილი პრობლემების მოგვარების სწრაფი შესაძლებლობა არ არსებობს, ამიტომაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა ბჟანიასთვის 2022 წლის მთავარი გამოწვევა იქნება.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ოკუპირებული აფხაზეთი: კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ – მომხრეები და მოწინააღმდეგეები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და „ქანქარას კანონი“
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე