რონდელის ბლოგი
რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
ფაბრიციო ნაპოლი, აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინარული კვლევებისა და სწავლების (MIREES) მაგისტრანტი, ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია
რუსეთის შეჭრა უკრაინაში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონფლიქტია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც ყველაზე ახლოს დაგვაყენა ბირთვული ესკალაციის საფრთხის წინაშე მას შემდეგ, რაც „ცივი ომი“ დასრულდა. 24 თებერვალს, რუსი ერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განმარტა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (როგორც თავად უწოდებს) მიზნად ისახავს უკრაინის დემილიტარიზაციასა და „დენაციფიკაციას“. უკრაინის სრული დემილიტარიზაციისა და არსებული რეჟიმის შეცვლის შემდეგ კიევი აღარ შეეცდება გაწევრიანდეს ნატოში, რაც ზუსტად შეესაბამება რუსეთის ინტერესებს.
ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტის საკითხს განიხილავს, როგორც რუსეთის უკრაინიდან გასვლის წინაპირობას.
ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ახლანდელმა გარემოებებმა დასავლეთის დებატებში კვლავ აქტუალური გახადა ნატოს გაფართოების შეზღუდვის საკითხი, რომლის ოპონენტებს შორისაც იყვნენ აშშ-ის ავტორიტეტული პირები ‑ აწ გარდაცვლილი დიპლომატი ჯორჯ კენანი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლები უსაფრთხოების საკითხებში ჰენრი კისინჯერი და ზბიგნევ ბჟეზინსკი და ცნობილი მეცნიერი ჯონ მეარშაიმერი.
მათ მოსაზრებებზე დაყრდნობით, შვეიცარიის, ავსტრიის ან ფინეთის მოდელის ნეიტრალური უკრაინა შეასრულებს ბუფერული სახელმწიფოს როლს რუსეთსა და დასავლეთს შორის; შესაბამისად, უზრუნველყოფს უსაფრთხოების დილემის დეესკალაციას, რაც კონფლიქტის გამომწვევად მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება შესაძლოა ეფექტურად გვეჩვენოს, ისინი, ვინც უკრაინისთვის ნეიტრალურ სტატუსს გვთავაზობენ და ამავდროულად ამართლებენ რუსეთის დამოკიდებულებას, როგორც ჩანს, ან არაფრად აგდებენ, ან უგულებელყოფენ სხვა ყურადსაღებ ფაქტებს.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კიევისთვის არ შეუთავაზებიათ ნატოს ფორმალური წევრობა, ხოლო აშშ არასოდეს გეგმავდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსებას. ნატო-უკრაინის ერთობლივი სამხედრო წვრთნები 1990-იანი წლების შუიდან დაიწყო.
მეორე, ნატოს იმ წევრ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ, არ არის განლაგებული ბირთვული იარაღი. უფრო მეტიც, ევროპაში განთავსებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი სტაბილურად მცირდება „ცივი ომის“ დასრულებიდან მოყოლებული. მათი რაოდენობა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგში, ნატოს დიდი ხნის წევრ ქვეყნებთან შედარებით (მაგ.: გერმანია, იტალია), აშკარად დაბალია.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის შფოთვა, დაკავშირებული ნატოსთან, უფრო მოსკოვის წარმოსახვაა, ვიდრე კონკრეტულად არსებული საფრთხე. ჯერ კიდევ 1993 წელს რუსეთის საგარეო დაზვერვის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა, რომელიც მოგვიანებით დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, განაცხადა ალიანსის გაფართოების საფრთხის შესახებ, თუმცა ამ ფაქტს არ მიიჩნევდა რუსეთზე შეტევის წინაპირობად. მისი გაღიზიანების მიზეზი ის იყო, რომ თვლიდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა სამხედრო და უსაფრთხოების უწყებებში ანტიდასავლური ძალების მობილიზებას.
უფრო მეტიც, 2000-იანი წლების დასაწყისში თავად პუტინიც არ ეწინააღმდეგებოდა აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებას. უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე თავისი მოსაზრების გამოხატვისას პუტინმა უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემების არსებობა უარყო. როგორც ჩანს, მისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მეცნიერი პოლ დ’ანიერი, რომელმაც საფუძვლიანად გამოიკვლია აღნიშნული საკითხი, ამტკიცებს, რომ უკრაინის კრიზისის გეოპოლიტიკური გარემოებებით ახსნა არ არის ამომწურავი, რადგან ეს გარემოებები სათანადოდ არ აფასებს კრემლის გადაწყვეტილებებზე შიდა მოსაზრებების გავლენის როლს. რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილებები ყოფილ საბჭოთა სივრცეში დემოკრატიული გარღვევების შედეგია. პუტინის ყველაზე დიდ წუხილს თავდაცვით სამხედრო ალიანსებში უკრაინის ინტეგრაცია კი არ წარმოადგენს, არამედ ის, რომ დემოკრატიისკენ სწრაფვამ შესაძლოა რუსეთის საზღვრებიც გადალახოს. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პროდასავლური განწყობა საბჭოთა რეპრესიების პერიოდამდელ უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში არსებულს შეადარა.
გარდა ამისა, პუტინისგან ეროვნული უსაფრთხოების საკითხების აკვიატების ზრდა მიანიშნებს, რომ რუსეთის საარჩევნო ავტორიტარიზმი სახეს იცვლის და ტოტალიტარულ რეჟიმად გარდაიქმნება. გარე საფრთხეების გაძლიერება კი სჭირდება, რომ გაამართლოს ძალაუფლებაში უწყვეტად ყოფნა. 1990-იანი წლების დასაწყისში პრიმაკოვმა სწორედ შენიშნა: „რუსეთის ფედერაციაში ნატოს წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოებრივი აზრი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა და ის ერთ საათში ვერ შეიცვლება“.
თუმცა, დავუშვათ, რომ ამ მოსაზრებების მიუხედავად, რუსეთის მოთხოვნა უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ ლეგიტიმურია და კეთილგანწყობას იმსახურებს. იქნება ეს შესაძლებელი?
გასათვალისწინებელია, რომ 2010-2014 წლებში კიევის მიერ წარმოებულმა „არაბლოკურმა“ საგარეო პოლიტიკამ ვერ შეუშალა ხელი ყირიმის ანექსიასა თუ კონფლიქტს დონბასში. ეს მოვლენები უხეშად ეწინააღმდეგება მოსკოვის ადრეულ ვალდებულებებს - პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მცირედია შანსი, რომ მოსკოვი მისი სავარაუდო გავლენის სფეროში „ფინური მოდელის“ არსებობას შეეგუება.
მოლდოვა, კონსტიტუციის მიხედვით, ნეიტრალური სახელმწიფოა 1994 წლიდან. მისი ნეიტრალიტეტი მუდმივად ირღვევა რუსეთის სამხედროების დისლოცირებით დნესტრისპირეთში, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა მუდმივად ითხოვს მათ გაყვანას. 1 მარტს, ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს მიმართვის დროს, შემთხვევით გაასაჯაროვა რუკა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი რუსეთის ომის გეგმა და მოსკოვის განზრახვა - სამხრეთ უკრაინის გავლით შეუტიოს მოლდოვას.
ბელარუსის ოფიციალური პირები ნეიტრალიტეტსა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას ძირითად პრინციპებად ასახელებენ. ქვეყანა ასევე არის მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი. ომის დაწყებამდე ექსპერტებმა ბელარუსის რეგიონალური როლი პირველ მსოფლიო ომამდე ბელგიის მდგომარეობას შეადარეს, რაც გულისხმობს ბუფერული სახელმწიფოს, როგორც სამხედრო ინტერვენციის დერეფნის, პოტენციალის დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფას. მართლაც, რუსულმა ჯარებმა ბელარუსი უკრაინაში შეჭრის პლაცდარმად გამოიყენეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მალე დატოვონ მინსკი. ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი, რომელსაც ბელარუსი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ შესწორდა, რაც გულისხმობს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგების შესაძლებლობას.
აზერბაიჯანი ყოფილი საბჭოთა კავშირისა და მიუმხრობლობის მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლებიდან რუსები წვრთნიან და ამარაგებენ სამხედრო აღჭურვილობითა და ცოცხალი ძალით სეპარატისტულ ძალებს აზერბაიჯანში, რაც ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანის მსგავსად, რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც ემუქრება.
წინა მაგალითებიდან ჩანს, რომ როდესაც პუტინი მეზობლების წინააღმდეგ ძალადობასა და იძულებას იყენებს, არ ითვალისწინებს ამ ქვეყნების ნეიტრალურ სტატუსსა და მოსალოდნელ საფრთხეს. ქვეყნის დისტანცირება „რუსეთის გავლენის სფეროდან“ (როგორც თავად უწოდებს) არის ის კრიტერიუმი, რომლითაც პუტინი ხელმძღვანელობს. სამშვიდობო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის რეჟიმის შეცვლა ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია მოლაპარაკებებში, როგორც ნეიტრალიტეტი. ლუკაშენკომ ასევე აღიარა, რომ პუტინი უკრაინელებს სთავაზობს, გაიზიარონ ბელარუსის პრორუსული ორიენტაცია.
მიმდინარე მოვლენების ფონზე პუტინი გამოვიდა თავისივე ორგანიზებულ ომის მომხრეთა მასშტაბურ მიტინგზე. ამ შოუში მონაწილეობას იღებდნენ მომღერლები, რომლებიც მხარ უჭერენ კრემლსა და უსაფრთხოების მის მოთხოვნებს. ერთ-ერთმა მათგანმა, ოლეგ გაზმანოვმა, სიმღერის დროს გააჟღერა: „უკრაინა და ყირიმი, ბელარუსი და მოლდოვა: ეს ჩემი ქვეყანაა. ყაზახეთი და კავკასია და ბალტიისპირეთიც ასევე: ეს ჩემი ქვეყანაა“. ამგვარად, ზემოთ მოვიყვანეთ ფაქტები, რომლებიც კარგად აჩვენებს, თუ როგორ ესმის მოსკოვს ნეიტრალიტეტი.
თემატური პოსტები
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- რა საკითხები განიხილეს პუტინი-ერდოღანის შეხვედრისას?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე