რონდელის ბლოგი
რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში პოპულარულ სოციალურ ქსელებში, მათ შორის, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, აფხაზეთის ომის თემასთან დაკავშირებით აფხაზი მომხმარებლების განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება. აფხაზი მომხმარებლები, ძირითადად ახალგაზრდები, აქვეყნებენ და აზიარებენ ინგლისურ და რუსულენოვან პოსტებს ჰეშთეგებით #abkhaziaisnotgeorgia, #abkhaziaisabkhazia, #weareabkhazia, სადაც თავს აცნობენ საზოგადოებას, შემდეგ კი ჰყვებიან ისტორიებს, თუ „როგორ შეიჭრა საქართველო აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992 წელს, რათა მოეხდინა მისი ოკუპაცია და გაენადგურებინა აფხაზი ერი“.
ეს პოსტები, საერთო ონლაინკამპანიის ფარგლებში, როგორც წესი, ერთი ნიმუშით იწყება - My name is _სახელი_, I was born in Abkhazia (ჩემი სახელია _სახელი_, მე დავიბადე აფხაზეთში) და შემდეგ აგრძელებს თხრობას „დამოუკიდებელი აფხაზეთისა და ქართველების მხრიდან აფხაზების მიმართ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების“ შესახებ. ასევე ხშირია გზავნილები, რომ „აფხაზეთი მსოფლიოსგან იზოლირებული რესპუბლიკაა“, „აფხაზები მცირე, თუმცა უძველესი ხალხია თავისი ენითა და კულტურით“, „ქართველები აფხაზების ისტორიიდან წაშლას ცდილობენ“, „ქართველებს აფხაზების ხმის ჩახშობა სურთ“, „აფხაზეთი არც საქართველოა და არც რუსეთი - აფხაზეთი აფხაზეთია“ და ა.შ.
აფხაზური ონლაინკამპანიის ერთ-ერთი ნიმუში.
აფხაზების ონლაინკამპანიის პარალელურად, გააქტიურდნენ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლებიც, რომლებიც აფხაზების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპირწონედ, აფხაზეთში „ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“, „რუსეთის მიერ აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაზე“, „ქართველების აფხაზეთიდან ეთნოწმენდაზე“ და სხვა მოვლენებზე ლაპარაკობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით პოპულარული გახდა და ბევრი გაზიარებაც აქვს ქართველი მომხმარებლის შექმნილ პოსტს, რომელიც მსოფლიოს 1992 წელს გაგრაში „ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“ უყვება.
პოსტი იწყება მიმართვით “Dear world, unfortunately we did not have internet back then” – „ძვირფასო მსოფლიოვ, სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ინტერნეტი არ გვქონდა“ და შემდეგ აზიარებს ინფორმაციას „გაგრის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა“ შესახებ. საპასუხოდ, იმავე ნიმუშის მიხედვით (Dear world, unfortunately we did not have internet back then…), აფხაზმა მომხმარებლებმაც დაიწყეს პოსტების გაზიარება, სადაც ჰყვებიან იმ ადამიანებზე, რომლებიც „აფხაზეთში ქართულ აგრესიას ემსხვერპლნენ“.
ქართველი მომხმარებლის წამოწყებული ონლაინკამპანია Instagram-ზე.
ქართველებსა და აფხაზებს შორის სოციალურ ქსელებში გამართული ინფორმაციული ომი სიახლე არ არის, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის აქტივობამ თავისი მასშტაბებითა და დინამიკით ყველა ასეთი „აფეთქება“ დაჩრდილა. ზოგიერთ სოციალურ ქსელში, მაგალითად, Facebook-ზე, აფხაზეთის თემის გარშემო დაწერილ პოსტებზე აფხაზი და ქართველი მომხმარებლების მიერ გაჩაღებულ კამათს მანამდეც ხშირად ვხვდებოდით, მაგრამ ახლა ამ დავამ თითქმის ყველა პოპულარული სოციალური ქსელი მოიცვა. ამ დინამიკის მიზეზები, ცხადია, პირდაპირ გამომდინარეობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან და სწორედ მასთან დაკავშირებული ფაქტორებით უნდა აიხსნას.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ და თანმხლებმა დანაშაულებმა სამოქალაქო პირების მიმართ მთელი მსოფლიოს საინფორმაციო სივრცე მოიცვა. მსოფლიოს ისტორიაში ალბათ ყველაზე კარგად დოკუმენტირებული ომი 2022 წლის თებერვლის ბოლოდან მოყოლებული მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიებისა და გამოცემების დღის წესრიგის მთავარი თემაა. ამ ვითარებაში, ცხადია, რუსეთის წარსულში ჩადენილი სამხედრო კამპანიებიც თავიდან მოექცა ყურადღების ცენტრში, მათ შორის, 2008 წლის რუსულ-ქართული და 1992-93 წლების აფხაზეთის ომი. საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით, დასავლეთი, ამ ომების კონტექსტში რუსეთს მუდმივად აკრიტიკებდა, თუმცა უკრაინაში დაწყებულმა სამხედრო ავანტიურამ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება უფრო მეტად მყარი და, ფაქტობრივად, შეუქცევადი გახადა.
შესაბამისად, აფხაზური მხარისთვისაც ნათელი გახდა, რომ ის სრულიად მოექცა რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის კონიუნქტურაში და დანარჩენი სამყაროსთვის საკუთარი პოზიციების დამტკიცების შანსები მიზერულიდან თითქმის ნულამდე შემცირდა. აფხაზური მხარის სოციალურ ქსელებში გააქტიურების და ონლაინკამპანიების წამოწყების ერთი-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის განცდა უნდა იყოს, რომ რუსეთის დაწყებულმა ომმა უკრაინაში მთლიანად შთანთქა აფხაზეთის, როგორც „დამოუკიდებელი შემთხვევის“, განხილვის პერსპექტივა. მათ ხელთ არსებული რესურსებით აფხაზი მომხმარებლები სოციალურ ქსელებში დანარჩენ სამყარომდე მათთვის საკვანძო გზავნილის მიტანას ცდილობენ - „რომ აფხაზეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის უფრო მეტია“, ვიდრე უბრალოდ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა თავისივე მეზობელი ქვეყნების მიმართ.
ამ პოსტში აფხაზი მომხმარებელი წერს, რომ აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ ყოფნის ყველა პირობას აკმაყოფილებს.
როგორც აფხაზი მომხმარებლები საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტებში ამბობენ, მათ „მოიგეს სამხედრო ომი, თუმცა დათმეს საინფორმაციო“. რუსეთის ომმა უკრაინაში ეს მარცხი საინფორმაციო ომში კიდევ უფრო მეტად გაამყარა. სოციალურ ქსელებში წამოწყებული კამპანიაც სწორედ ამ „შეცდომის“ გამოსწორებას და, აფხაზური მხარის თქმით, სამყარომდე აფხაზეთის ომის შესახებ „სიმართლის მიტანას“ ემსახურება. როგორც გამოქვეყნებულ პოსტებში და შემდეგ თანდართულ კომენტარებში აფხაზი მომხმარებლები წერენ, „არ შეიძლება უკრაინის მოვლენებისა და აფხაზეთის ომის გათანაბრება“, რადგანაც მეორე შემთხვევაში სამხედრო აგრესიის მსხვერპლი „არა საქართველო, არამედ აფხაზი ერი იყო“. საერთაშორისო მასშტაბით გააქტიურებულ დისკუსიას, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო პოლიტიკა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო და ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი საქართველო იყო, პროტესტის გრძნობით განმსჭვალული აფხაზი მომხმარებლები შემხვედრ ონლაინკამპანიას უპირისპირებენ. მათი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ქართველების მხრიდან „ისტორიის ფალსიფიცირებას“, სინამდვილეში კი, 1992-93 წლების მოვლენებში „აფხაზი ერი დაიჩაგრა“, რომელმაც საქართველოს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა მოუგო. შესაბამისად, უკრაინის ომის შემდეგ გაძლიერებული საუბრები რუსეთის ისტორიულად აგრესიულ როლზე სამეზობლოში, რომლის ერთ-ერთი თვალნათელი მაგალითი აფხაზეთის ომია, აფხაზურმა მხარემ მათ წინააღმდეგ მიმართულ გზავნილად აღიქვა და სოციალურ ქსელებში საპასუხო კამპანია დაუპირისპირა.
აფხაზური საზოგადოება, რომელიც იაზრებს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში მათ რეპუტაციაზეც პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს, ცდილობს „აგრესორისა“ და „მსხვერპლის“ ურთიერთმიმართების საკუთარი ხედვა მიიტანოს სამყარომდე - სადაც, აფხაზეთის ომის შემთხვევაში, აგრესორია არა რუსეთი და მსხვერპლი - არა საქართველო, არამედ აგრესორი თავად საქართველოა და მსხვერპლი აფხაზი ერია. ეს ონლაინკამპანია შეიძლება მსოფლიოში ფართოდ გაბატონებულ დისკურსთან დაპირისპირების ერთგვარ მცდელობად შეფასდეს - დისკურსისა, სადაც რუსეთი აგრესორია, საქართველო კი ერთ-ერთი სახელმწიფოთაგანი, რომელიც რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო პოლიტიკის ობიექტია.
კრემლის წამოწყებულმა ომმა უკრაინაში გავლენა მთელ მსოფლიოზე მოახდინა და გამონაკლისი ვერც რუსეთზე პირდაპირ დამოკიდებული აფხაზეთი იქნებოდა. აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ დაარსების შესაძლებლობაზეც გააქტიურდა საუბარი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში მნიშვნელოვანი შიდა სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს. შიდა და საგარეო მასშტაბური პოლიტიკური რყევების ფონზე აფხაზურ საზოგადოებაში გაძლიერდა ბუნებრივი მღელვარება და მომავლის მიმართ შიში. საზოგადოების ნაწილს აქვს მკაფიო აღქმა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში საგრძნობლად უშლის ხელს რეგიონის აღიარების პოლიტიკასა და აფხაზი ერის ისტორიული განვითარების მოსკოვისგან დამოუკიდებელ მოვლენად განხილვას. მოვლენების ასეთი განვითარება კი სოციალური ქსელების აფხაზ მომხმარებლებსაც აიძულებს მათ ხელთ არსებული ყველა გზა გამოიყენონ საკუთარი პოზიციების დასაცავად.
თემატური პოსტები
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- კალინინგრადის რუსული ექსკლავი და ლიეტუვური „ჩხვლეტა“
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- How to Respond to Russian Ultra-Orthodox-Historic-Hegemonism?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- /
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე