რონდელის ბლოგი
ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
ნინო ჩანადირი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი
უკრაინის ომი ფართო საზოგადოებამ უკვე შეაფასა, როგორც მოვლენა, რომელიც „ახალ რეალობას“ მოუტანს მთელ ევროპას. ის, თუ როგორ უპასუხებს კოლექტიური დასავლეთი რუსულ საფრთხეს, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება, განსაზღვრავს არა მხოლოდ უკრაინის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების ბედს, არამედ, ზოგადად, ევროპელების უსაფრთხოების განცდას მომავალ წლებში. ევროპის საკვანძო აქტორებმა გარკვეულწილად უკვე შეიცვალეს უსაფრთხოების ხედვები და ქმედებები, რაც გამოიხატა ყველა საშუალებით უკრაინის დახმარებაში. ამ პროცესში განსაკუთრებით გამოირჩევა გაერთიანებული სამეფო, როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელსაც აქვს სწორხაზოვანი პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ.
ფაქტი, რომ გაერთიანებული სამეფო მიზნად ისახავს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების სფეროში, ცხადი გახდა ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე. 17 თებერვალს, ლიზ ტრასის კიევში ვიზიტის დროს, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაცხადეს გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთსა და უკრაინას შორის სამმხრივი პარტნიორობის შექმნის შესახებ, არა მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო, არამედ უსაფრთხოების მიმართულებითაც. სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ რუსეთის შეჭრა უკრაინაში პირველი გამოწვევა იყო ახალშექმნილი პარტნიორობისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, დიდი ბრიტანეთი მას წარმატებით უმკლავდება. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იქცევა ისე, როგორც პრეზიდენტ ზელენსკის მეგობარი და მოკავშირე. მის მხარდაჭერას აფასებენ უკრაინაში, სადაც მას ხშირად უწოდებენ „რუსეთის აგრესიის ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგეს“ და მის სახელს ქუჩებს არქმევენ.
გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
უკრაინაში ომმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო მზად არის ითანამშრომლოს ევროკავშირთან და წამყვანი თუ არა, აქტიური როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების საქმეში. ომმა უკრაინაში უბიძგა გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს ურთიერთობების გააქტიურებისკენ, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ გარკვეულწილად დისტანცირებული იყო. იმდენად, რამდენადაც ევროკავშირიც და გაერთიანებული სამეფოც ევროპის გამოწვევების ფართო სურათს უყურებენ, მათი თანამშრომლობა ამ ეტაპზე მყარია. ლიზ ტრასი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომასაც კი დაესწრო მარტში, ბრიუსელში. უკრაინისთვის გადადგმული ნაბიჯები ეფუძნება მჭიდრო თანამშრომლობას და ზოგი თვლის, რომ ეს შეიძლება ომის პარალელურად კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან კოორდინირებული ნაბიჯები საჭირო გახდება როგორც დამატებითი სამხედრო დახმარების, ისე სანქციების სამიზნეების განსაზღვრისთვის.
უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ძლიერი ომის პირველივე დღეებიდან იყო. ის აწვდის უკრაინას სამხედრო დახმარებას, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების ჩათვლით, და მისი რიცხვი თითქმის დღიურად იზრდება. ბორის ჯონსონი ხშირად უსვამს ხაზს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება მიზნად ისახავს უზრუნველყოს რუსეთის შეჭრის გეგმის მარცხი. ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ დახურა საჰაერო სივრცე რუსული ფრენებისთვის, შეზღუდა რუსული მედია, როგორც დეზინფორმაციის წყარო, სანქციები დაუწესა გარკვეულ ინდივიდებს - პუტინის ახლობლებს, რუს ოფიციალურ პირებს, ოლიგარქებს, იმ გენერლებს, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულს ჩადიან და სხვებს. სანქციების რიცხვი ჯერ კიდევ იზრდება.
აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ბუჩის ტრაგედიის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, 9 აპრილს, ბორის ჯონსონი ჩავიდა კიევში და ქალაქის ქუჩებში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ჩაიარა. ვიზიტი შეფასდა, როგორც ისტორიული და ძალიან წარმატებული დიპლომატიური ნაბიჯი. 23 აპრილს ჯონსონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ხელახლა გახსნის საელჩოს კიევში, უკრაინისადმი სოლიდარობის დასადასტურებლად.
ეს წარმატებული თანამშრომლობა რუსეთისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ რამდენიმე აფეთქებაში რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ უღიარებია რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმა, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰეპიმ თქვა, რომ ლეგიტიმურია უკრაინამ ხელი შეუშალოს რუსეთის ლოგისტიკას ბრიტანული იარაღის გამოყენებით, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე. საპასუხოდ, რუსეთმა ლონდონი „პირდაპირ პროვოკაციაში“ დაადანაშაულა და დაიმუქრა „პროპორციული პასუხით“, მათ შორის, კიევში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე შეტევის განხორციელებით. ზოგი მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოც შეიძლება გახდეს რუსეთის ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი, თუმცა ეს ვერ იქნება მიზეზი მისგან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებისთვის.
როგორ ხედავს რუსულ საფრთხეს გაერთიანებული სამეფო და რატომაა ეს მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის
გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ასეთ დაბალ ნიშნულზე არასოდეს ყოფილა, განსაკუთრებით, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე რუსეთის ყოფილი აგენტების მკვლელობების და 2018 წელს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ. ამ კონტექსტში, სხვა დიდი ევროპული ძალებისგან განსხვავებით, ის უფრო ახლოს იდგა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, რადგან რუსეთს უსაფრთხოების გამოწვევად აღიქვამდა. ამ საერთო ხედვასა და ღირებულებებს ხაზი გაესვა სამი ქვეყნის - გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის და უკრაინის - საერთო განცხადებაში, როდესაც მათ ახალი სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს.
მარტში ბორის ჯონსონის გამოსვლა, როცა მან უკრაინაში შეჭრის პუტინის მიზეზებზე ისაუბრა, შეიძლება ითქვას, აჯამებს იმას, თუ როგორ ხედავს გაერთიანებული სამეფო საფრთხეს, რომელიც რუსეთიდან აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს ემუქრებათ. თავის სიტყვაში ჯონსონმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ამ ომს მოიგებს, ეს ნიშნავს „თავისუფლების ყველანაირი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში“ და რომ ეს გავლენას მოახდენს მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე და მწვანე შუქს აუნთებს ავტორიტარებს მთელ მსოფლიოში. ეს ხედვა განსაზღვრავს გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკას, რომ მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს და ახლა, უპირველესად, უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირები, სხვა დასავლელ ლიდერებთან ერთად, სულ უფრო ხშირად უსვამენ ხაზს საჭიროებას და გამოხატავენ მზაობას მხარი დაუჭირონ სხვა ქვეყნებსაც, ნატოს მიღმა, რომლებსაც რუსული გავლენის საფრთხე ემუქრებათ, საქართველოსა და მოლდოვას ჩათვლით. უკრაინაში ომი გაერთიანებულ სამეფოს აძლევს შესაძლებლობას ახალი როლი შეასრულოს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების მხარდაჭერაში, როგორც ომის პირობებში, ისე მომავალშიც. მეორე მხრივ, ეს ხსნის ფანჯარას ამ სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით, ნატოს არაწევრი ქვეყნებისთვის, გაჰყვნენ უკრაინის გზას და გააღრმაონ თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით - გაერთიანებულ სამეფოსთან, ძლიერ ევროპულ აქტორთან, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების კონტექსტის ნათელი აღქმა აქვს.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების თაობაზე
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე