რონდელის ბლოგი
კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
პოტენციური კანდიდატი დაახლოებით იმავე პრივილეგიებით სარგებლობს (ფინანსური პაკეტი, პოლიტიკური დიალოგი, ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა), რითაც კანდიდატი სახელმწიფო. „ევროპული პერსპექტივა“ ევროკავშირში ინსტიტუციური ინტეგრაციის გზაზე დადგომას ნიშნავს. სულაც არ გვაქვს სანერვიულო იმაზე, რომ, ევროკომისიის რეკომენდაციიდან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსს მყისიერად ვერ მივიღებთ. მთავარი კითხვა და სანერვიულო არის: მზადაა თუ არა ქვეყანა შეასრულოს ევროკომისიის მხრიდან წაყენებული პირობები? თუ არა, მაშინ არც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ექნებოდა აზრი, რადგან ანალოგიური პირობების შესრულებას მოგვთხოვდნენ გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებადაც და თუ არ შევასრულებდით, დავრჩებოდით წევრობის კანდიდატ სახელმწიფოდ კიდევ მრავალი წელი, უკეთეს შემთხვევაში, ან სამუდამოდ - უარესში.
რამ განაპირობა ჩვენთვის ნაკლები სტატუსის მინიჭება
უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით, საშინლად გაფუჭებული კომუნიკაცია ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროპარლამენტარებთან კინკლაობა და კრიმინალების ძახილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების დენონსაცია, ევროკომისიისგან გრძელვადიან შეღავათიან კრედიტზე (70 მლნ. ევრო) უარის თქმა, რადგან ამ კრედიტის სანაცვლოდ სასამართლო რეფორმის გატარება არ გვსურდა), ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური პოლარიზაცია, უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობების დაძაბვა, ევროკავშირის საჯაროდ დადანაშაულება, თითქოსდა საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში, ამ ფონზე რუსეთის დუმიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული საქებარი განაცხადები და მრავალი სხვა. გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომელშიც ვიმყოფებით, რომ არა ომი უკრაინაში და, შედეგად, ევროკავშირში საგარეო პოლიტიკის „სეკურიტიზაციის“ (უსაფრთხოებაზე მეტი აქცენტი) ხარისხის გაზრდა, გეოპოლიტიკური პრიორიტეტების წამოწევა, გაწევრიანებაზე ჩვენს განაცხადს უბრალოდ არც კი მიიღებდნენ. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ „აპროქსიმაციის“ (საკანონმდებლო დაახლოების) მაჩვენებლით უკრაინასა და მოლდოვას არ ჩამოვუვარდებით. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადების თანახმად კი, უკრაინამ ევროპა გააოცა ომის პირობებში მისი სახელმწიფო ადმინისტრაციის ქმედითუნარიანობით, დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხითა და ადგილობრივი მმართველობების მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარით. მოლდოვას მიმართ, მიუხედავად მრავალი პრეტენზიისა, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის თქმით, ახალი ლიდერშიპი იძლევა იმედს, რომ ქვეყანა ყველა პრობლემას გაუმკლავდება. ორივე ქვეყანასთან მიმართებით აღინიშნა, რომ ევროკომისია ენდობა მათ მთავრობებს და უადვილდება მათთან თანამშრომლობა. ჩვენ შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულება ევროკომისიას არ გამოუთქვამს.
რა მომავალი გვესახება
ზემოთ მოყვანილი არასასიამოვნო ფაქტების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, უნდა გვიხაროდეს, რომ ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში პროცესის მიღმა არ დაგვტოვა და სერიოზული შანსი მოგვცა იმისა, რომ რამდენიმე თვეში "გამოვსწორდეთ", დავიმსახუროთ კანდიდატის სტატუსი, და დავეწიოთ მოლდოვასა და უკრაინას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ორ ქვეყანასაც წაუყენეს პირობები და მათ დაკმაყოფილებამდე გაწევრიანების მოლაპარაკებები არც მათთან დაიწყება. ასე რომ, საქართველოს, თუ მართლა აქვს ევროკავშირის წევრობის ამბიცია, შეუძლია მალევე მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გადაასწროს კიდევაც ამ ორ პარტნიორს და მათზე ადრეც კი ჩაერთოს გაწევრიანების მოლაპარაკებებში.
ტრიოს დაშლა
პარტნიორი ქვეყნებისთვის ხარისხობრივად განსხვავებული სტატუსის მინიჭების გამო, თეორიულად, ასოცირებულ „ტრიოს“ დაშლა არ ემუქრება. ჩვენ, როგორც პოტენციური კანდიდატ ქვეყანას, თუ ეს სტატუსი საბჭომ დაგვიდასტურა, ტრიოს ორ სხვა პარტნიორთან თანამშრომლობის ჩვეულებრივი შესაძლებლობა შეგვინარჩუნდება. ასოცირებული ტრიო, თავის მხრივ, სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობისთვის შექმნილი ფორმატია და მას ისედაც არ გააჩნდა ლეგალური ბმა ევროკავშირის ინსტიტუტებთან ან მის პოლიტიკასთან. უფრო მეტად დამაფიქრებელია ამ კონტექსტში უკრაინის მთავრობასა და ჩვენს ხელისუფლებას შორის გაცივებული ურთიერთობები. ტრიოს მომავალს მხოლოდ ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობის სურვილი და ნება გადაწყვეტს.
აღმოსავლეთ პარტნიორობა თუ ახალი ფორმატი?
აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისევე, როგორც ამ ინიციატივის საფუძვლის - ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, დამფუძნებელ დოკუმენტებში ხაზგასმულია, რომ ეს ჩარჩო არ ითვალისწინებს მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას. შესაბამისად, ამ პოლიტიკის ფარგლებში წარმოებულ ნებისმიერ პროექტს თუ თანამშრომლობის ფორმას არ ახასიათებს პარტნიორი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნების მომსახურება. მარტივი წარმოსადგენია, რომ ასეთ ფორმატში უკრაინის და მოლდოვის დატოვება უამრავ უხერხულობას შეუქმნის არა მარტო მათ, არამედ ფორმატის სხვა მონაწილეებსაც. აუცილებელი გახდება ამ ფორმატის მართვისთვის მიღებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციის ცვლილებაც. ამ პრობლემისთვის თავის დასაღწევად ყველაზე მარტივი გზაა უკრაინისა და მოლდოვის დასავლეთ ბალკანეთისთვის შექმნილ თანამშრომლობის ფორმატებში (სულ ექვსი ფორმატია) გაერთიანება და ფინანსურ ინსტრუმენტად გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის - IPA III-ის გამოყენება. თუმცა ევროკავშირს მოუწევს ამ დახმარების ინსტრუმენტის დაფინანსების გაზრდა და ეს, როგორც ჩანს, სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტიდან ფინანსური რესურსების ნაწილის IPA-III-ში გადატანით მოხდება, რადგან მას ამჟამად 7 ბენეფიციარი ჰყავს - ექვსი დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატისა და პოტენციური კანდიდატის (6 ქვეყანა) და თურქეთის სახით. IPA-III-ის 2021-2027 წლების ფინანსური პაკეტი 14. 2 მილიარდ ევროს მოიცავს, ხოლო NDICI-ის (სამეზობლო, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრომენტის) ის ნაწილი, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისკენ (16 ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით) მიემართება 19.3 მილიარდია. ამრიგად, ვერ ვიტყვით, რომ კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების დაფინანსება დიდად აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისას.
თუკი მოლდოვასა და უკრაინას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატიდან გაიყვნენ, როგორც კანდიდატ ქვეყნებს და, სავარაუდოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ფორმატებში შესთავაზებენ შესვლას, საქართველოც იმავე ფორმატში უნდა გადასვან, რადგან სხვა პოტენციური კანდიდატებიც ამ ფორმატებში ერთიანდებიან. თუმცა ასეთი ცვლილება არ გამორიცხავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მათი თანამშრომლობის გაგრძელებასაც, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე მრავალი კავშირებითა და ინტერესებითაა ერთმანეთთან გადახლართული. იმის გამო, რომ კანდიდატობის მინიჭების პროცესმა სულ რაღაც სამთვე-ნახევარი დაიკავა, ჯერ არავის უფიქრია ახალი რეალობის პირობებში ასეთ პრაქტიკულ საკითხებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ დაგვაშორებენ მოლდოვასა და უკრაინას და სხვა, ინტეგრაციის ისეთ ფორმატში აღმოვჩნდებით, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების ნაკლები სიჩქარე ახასიათებს.
რა არის ახლა გასაკეთებელი
აუცილებელია, რომ ჩვენმა მთავრობამ დაუყოვნებლივ აღიაროს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პირობები, გამოხატოს სრული მზადყოფნა მათი დაკმაყოფილებისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა მათ არ ეთანხმება, ნებისმიერი დისკუსიის გამართვა ამის გარშემო აზრს მოკლებულია. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროკომისიას გაემართოს მოლაპარაკებები პირობების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ მთავრობა არ ეთანხმება და უარს ამბობს იმუშაოს წაყენებული პირობების დასაკმაყოფილებლად, გამომდინარე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციური ვალდებულებიდან, მან უნდა დათმოს საკუთარი უფლებამოსილება. ამის შემდგომ უნდა დაინიშნოს ახალი მთავრობა, რომელიც აიღებს პირობების შესრულების ვალდებულებას. ეს მინიმალისტური სცენარია, რომელიც არ გულისხმობს ახალ არჩევნებსა და ხელისუფლების ცვლილებას. ცვლილება, თუ ეს საჭირო გახდა, ძალიან სწრაფად უნდა განხორციელდეს და ახალმა მთავრობამ მყისიერად და ეფექტურად დაიწყოს ევროკომისიის პირობების შესრულებაზე მუშაობა. ახალ მთავრობას ასევე აღარ შებოჭავს "ნეგატიური მეხსიერება" ევროკავშირის წარმომადგენლებთან ურთიერთობებში და უპრობლემოდ იმუშავებს ევროკომისიასთან და ევროპარლამენტთან (თუმცა ევროპარლამენტთან ურთიერთობების გამოსასწორებლად მმართველი ძალის რამდენიმე ლიდერიც უნდა გვერდზე გადგეს და ეს ურთიერთობები დაუთმოს სხვა კოლეგებს). ევროკომისიის რეკომენდაციებს თუ გავითვალისწინებთ მთავრობამ უნდა შექმნას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური და კვალიფიციური წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო (სამუშაო) ჯგუფი, სადაც შევლენ დარგის პროფესიონალი ექსპერტები. ამ ჯგუფს უნდა მიეცეს ფართო მანდატი, რომ პრაქტიკულად უხელმძღვანელოს აუცილებელ რეფორმებს. კარგი იქნება, თუ ამ ჯგუფს მხარდაჭერას ასევე ევროპელი ექსპერტების გუნდი გაუწევს.
დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ ასე გვესახება გზა მიზნის მისაღწევად. ეს მშვიდობიანი და ეფექტური გზაა იმისთვის, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ურთიერთდაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის წინაშე, რის შემთხვევაშიც მოგებული დარჩება მხოლოდ რუსეთი და შესაძლოა ეს ამ უკანასკნელისთვის რეგიონში ერთადერთი გამარჯვება აღმოჩნდეს.
თემატური პოსტები
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე