რონდელის ბლოგი
სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
დავით შატაკიშვილი, საჯარო მმართველობის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი
მიმდინარე წლის 21 ივლისს ევროკავშირის სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს. ახალი შეზღუდვები მოიცავს ევროგაერთიანებაში რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას, რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის – „სბერბანკის“ აქტივების გაყინვას ევროკავშირში და ომის დანაშაულში მხილებული პირების ინდივიდუალურ სანქცირებას. იმ ფონზე, როდესაც სანქციების წინა რაუნდი რუსულ ნავთობზე გავრცელდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ევროკავშირი შეზღუდვების მომდევნო პაკეტში რუსულ გაზსაც ამოიღებდა სამიზნეში, რაც არ მოხდა. ამგვარად, ფაქტია, რომ ომის გაგრძელებასთან ერთად არსებობდა დასავლეთის მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის გარკვეული მოლოდინი. ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკის სამიზნეც გახდა, რომელიც ღიად ამბობს, რომ გაცილებით რადიკალური გადაწყვეტილებებია საჭირო მოსკოვის ომის შესაჩერებლად. ეჭვგარეშეა, რომ სანქციების მეშვიდე პაკეტში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი რუსული ოქროს აკრძალვაა. გასული თვის ბოლოს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, კანადამ, იაპონიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც თითქმის 1 თვის შემდეგ ევროკავშირიც შეუერთდა. საინტერესოა ვნახოთ, რა მნიშვნელობისაა ოქროს აქტივები მოსკოვისთვის და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აღნიშნულმა შეზღუდვამ რუსეთის ეკონომიკასა და საბიუჯეტო შემოსავლებზე.
ოქროს აქტივების მნიშვნელობა რუსეთის ეკონომიკისთვის
ოქროს მოპოვების მხრივ, რუსეთის ფედერაცია მსოფლიოს რიგით მეორე სახელმწიფოა. იგი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება, ხოლო მესამე ადგილს კი ავსტრალია იკავებს. ოქრო მისი საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იგი მხოლოდ ენერგომატარებლებიდან მიღებულ ფულად ნაკადებს ჩამორჩება. გარდა ამისა, რუსეთის ცენტრალურ ბანკს საკუთარი რეზერვების 21% სწორედ ოქროში აქვს დენომინირებული, რაც თანხაში გამოსახული დაახლოებით 135 მილიარდი აშშ დოლარია. 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ კი რუსეთმა საკუთარ რეზერვებში ოქროს წილი გააორმაგა. მოსკოვისთვის მოპოვებული ოქროს რეალიზაციიდან წლიური შემოსავალი დაახლოებით 19 მილიარდი აშშ დოლარია. მისი გაყიდვის უმთავრესი ბაზარი ლონდონის საფონდო ბირჟა იყო, სადაც წლიურად დაახლოებით 16,9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ყიდდა. მყიდველების სიაში მომდევნო ადგილებს კი შვეიცარია, ყაზახეთი, თურქეთი და ინდოეთი ინაწილებდნენ. რუსული ოქროს მომპოვებელი კომპანიები მის რეალიზაციას ახდენენ როგორც შიდა სამომხმარებლო ბაზარზე, ასევე კომერციულ ბანკებზე, რომლებიც შემდგომ მას ცენტრალურ ბანკს აწვდიან ან ახორციელებენ ექსპორტს.
2021 წელს რუსეთმა 314 ტონა ოქრო მოიპოვა, რაც გლობალური მბზინვარე მეტალების მოპოვების დაახლოებით 10%-ს შეადგენს. რუსეთში 700-ზე მეტი ოქროს მომპოვებელი კომპანია საქმიანობს. მათგან უმსხვილესია Polyus, რომელმაც გასულ წელს 85 ტონამდე ოქრო მოიპოვა, ხოლო მომდევნო ადგილებს კი Polymetal და Kinross Gold ინაწილებენ.
დასავლეთის მხრიდან რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის შემდეგ რუსეთს ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწევს, სავარაუდოდ, გეზს ისევ ჩინეთისა და ინდოეთისკენ აიღებს. ომისა და საერთაშორისო სანქციების მიუხედავად ორივე ქვეყანა წარმატებით აგრძელებს რუსული ნედლი ნავთობის ფასდაკლებით შესყიდვას. სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთი უკვე მიმართავს საკუთარ ოქროს სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად, ამ კუთხით მას უკვე დაგროვილი ექნება გარკვეული გამოცდილება. პოტენციურ მყიდველებად ასევე განიხილებიან ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც. ოქროს შიდა მოპოვებასთან ერთად რუსეთი აქტიურადაა ჩართული აფრიკის კონტინენტზე მის მოპოვებაში და ცდილობს რეგიონული გავლენების გაძლიერებას, მათ შორის ამ ქვეყნების დამოკიდებულების გაზრდას საკუთარი წარმოების სამხედრო შეიარაღებაზე.
რატომ ოქრო?
რუსულ ოქროს ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში შეუტიეს, როდესაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე არაოფიციალურად აიკრძალა რუსული ოქროთი ვაჭრობა. „ლონდონის ოქროს ზოდების ბაზრის ასოციაციამ“ რუსული ოქროს გადამამუშავებელი საწარმოები თავისი აკრედიტებული სიიდან ამოიღო, რის შედეგადაც მყიდველთა უმეტესობამ მასზე უარი თქვა. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ მოქალაქეებს რუსულ ოქროში ნებისმიერი ტრანზაქცია აუკრძალა. ამრიგად, ოქროს აქტივზე თავიდანვე იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა, თუმცა ახლა ამ პროცესმა უფრო ფორმალური და რადიკალური ხასიათი მიიღო. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ოქროს შეზღუდვის უკან შესაძლოა უფრო პოლიტიკური მიზნები იდგეს, ვიდრე ეკონომიკური, რადგან რუსული ოქროსთვის ამერიკული და ევროპული ბაზრები მეტწილად მაინც დაკეტილი იყო. ამასთან, დასავლეთის სახელმწიფოებმა შეზღუდვების წინა პაკეტებში სანქციები დაუწესეს რუსეთის ოქროთი მოვაჭრე მთავარ ბანკებს, ასევე ევროპულმა გადამამუშავებელმა კომპანიებმა და გადამზიდმა კომპანიებმა რუსულ ოქროსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს.
ოქროს აკრძალვა ნიშნავს, რომ რუსულ მომპოვებელ კომპანიებს, ბანკებსა და ოლიგარქებს შეეზღუდებათ შესაძლებლობა იყიდონ ოქრო და გადაცვალონ იგი მყარ ვალუტაში, რასაც სხვა შემთხვევაში საერთაშორისო სანქციებისგან მიღებული მძიმე ეკონომიკური ეფექტების შესამსუბუქებლად გამოიყენებდნენ. სხვა შეზღუდვებთან ერთად მისი მთავარი მიზანიც მოსკოვის ომის მანქანის ფინანსური გამოფიტვაა, ძირითადი საბიუჯეტო შემოსავლის წყაროების შეზღუდვით.
ზოგადად, ოქრო განიხილება, როგორც რეზერვების დივერსიფიკაციის საშუალება ცენტრალური ბანკებისთვის, რადგან იგი მიჩნეულია, როგორც უფრო სტაბილური და საიმედო აქტივი, ვიდრე ქაღალდის ვალუტა. მთავრობები ოქროს ინახავენ კრიზისებთან გასამკლავებლად და დამცავ საშუალებად ინფლაციის წინააღმდეგ. ოქროს რეზერვების მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს.
დასკვნა
რუსული ოქროს იმპორტზე დასავლეთის მხრიდან დაწესებულ შეზღუდვას, ცხადია, თავისი ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, თუმცა პროგნოზები განსხვავებულია. ექსპერტების ვარაუდით, ოქროს გლობალურ ბაზარზე დიდი რყევები და ფასის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არაა. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საორიენტაციო ფასნამატი 3-5%-ის ფარგლებშია ნავარაუდევი. ოქროს ფასის სტაბილურობის პროგნოზს აკეთებს „მსოფლიო ოქროს საბჭოც“. მათი განცხადებით, გლობალურად არსებული ოქროს მარაგები სრულიად საკმარისია საწარმოო და სავაჭრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოქროს მსხვილი მომპოვებელია, მისი ფაქტორი გლობალურ ბაზარზე შესაძლოა არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ შესამჩნევი ძვრები გამოიწვიოს.
ომის დაწყებიდან მალე, მარტის დასაწყისში, ერთი უნცია ოქროს ფასმა 2050 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო 20 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ამის შემდგომ ფასმა დაიწია და მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდა. ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან რუსული ოქროს ემბარგოს გადაწყვეტილებამდე, 20 ივლისს, ერთი უნცია ოქროს ფასი 1696 დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე ეტაპზე მისი ფასი 1727 დოლარია. ამგვარად, მარტის შემდგომ მისი ფასი დაახლოებით 18%-ით არის შემცირებული.
რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა დასავლური სანქციების ბოლო პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც, ცხადია, უარყოფითი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, კითხვაა მხოლოდ - რამდენად? ფაქტია, რომ სანქციები მუშაობს და ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე შედეგების წინაშე აყენებს მოსკოვის ავტორიტარულ რეჟიმს, თუმცა, სამწუხაროდ, მას არ გამოუწვევია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ომის შეჩერებაში უნდა აისახოს. სავარაუდოდ, ოქროს შეზღუდვის დადგენილებასაც გაუჭირდება რუსული აგრესიის შეჩერება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც, ერთი მხრივ, მას ჰყავს ძლიერი და სანდო პარტნიორები ჩინეთის, ინდოეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სახით, ხოლო მეორე მხრივ, აქვს მძლავრი პოლიტიკური ბერკეტები აფრიკისა და აზიის რიგ სახელმწიფოებზე ზეწოლისთვის.
ამგვარად, რუსეთი საკუთარი ოქროს რეალიზაციისთვის ბაზრების მოძიებას ეცდება და შედარებით დაბალ ფასად გასაყიდადაც მზად იქნება, რაც, მაგალითად, ენერგორესურსების შემთხვევაში მოხდა. დასავლური ბაზრების ჩაკეტვა მისთვის, ცხადია, იქნება ფინანსური ზიანის მომტანი, თუმცა სხვა ქვეყნების მხრიდან დანაკლისის ნაწილობრივ შევსების ფონზე, მისთვის ეს არ იქნება ომის დასრულების გადაწყვეტილების მიღების ფაქტორი. როგორც ჩანს, მოსკოვი ჯერ კიდევ ახერხებს ფულადი სახსრების მობილიზებას უკრაინაში საკუთარი აგრესიის დასაფინანსებლად და ამის უმეტეს ნაწილს სწორედ ბუნებრივი არის მეშვეობით იღებს. დასავლეთის მიმართ არსებობს უფრო ხისტი გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინი, რამაც ენერგეტიკული სფერო სრულად უნდა დაფაროს, თუმცა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეს საკითხი უფრო და უფრო საეჭვო ხდება. ფაქტია, რომ სანქციებმა მოიცვა რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობის უმეტესი ინდუსტრია და მათი სია ყოველთვიურად იზრდება. ვნახოთ, მომდევნო გადაწყვეტილებები რამდენად იქნება ომის შეჩერების საფუძველი. განვლილმა პერიოდმა ნათლად აჩვენა, რომ დასავლური სახელმწიფოებიც მნიშვნელოვნად ზარალდებიან სანქციებით, თუმცა მათი მხრიდან უდიდესი რისკის გაწევისა და ეკონომიკური რეცესიისთვის მზადყოფნის გარეშე რუსული აგრესიის შეჩერება რთულად მისაღწევი ამოცანაა.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე