რონდელის ბლოგი
ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
ნიკა ტუღუში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციამ უკრაინაში სრულად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოშვა, რომელთა შორის აღსანიშნავია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული დაძაბული ვითარება. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომ არ დაუშვას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება. ამ ამოცანისთვის მნიშვნელოვნად საზიანო იყო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში. ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლას ბელარუსი პოლიტიკოსების, ეკონომისტებისა და ტურისტებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან ურთიერთობების დათბობის სტიმულირების ეფექტი ჰქონდა. ლუკაშენკოს ვიზიტამდე ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა ბელარუსის პრეზიდენტის უახლოესი პირი - ვიქტორ შეიმანი, რაც საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრებმა მინსკის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესწავლის მცდელობად შეაფასეს (JAMnews 2022). ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას ბელარუსის პრეზიდენტმა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის დამაიმედებელი განცხადებაც გააკეთა: „ჩვენ არა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვსურს თქვენთან, არამედ სერიოზული ურთიერთობების დამყარებას ვისახავთ მიზნად“ (Eurasianet 2022).
აღნიშნული მოვლენების ფონზე უნდა დაისვას კითხვა: არის თუ არა ბელარუსის და რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ,,აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
ბელარუსისა და ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ბოლოდროინდელი ტენდენციები
თვალშისაცემია, როგორ შეიცვალა ბელარუსის პრეზიდენტის პოლიტიკური ხედვა წლების განმავლობაში. ალექსანდრე ლუკაშენკოს მყარი პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ბელარუსი 2009 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკის წინააღმდეგ წავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად დაიძაბა ურთიერთობები რუსეთ-ბელარუსს შორის და რუსეთმა, აღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბელარუსს 500 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სესხიც კი შესთავაზა, მაგრამ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ბელარუსის დიპლომატიური პოზიცია ფულზე არ იყიდება“ და დასძინა, რომ ბელარუსის მოქალაქეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ვიზიტების შემთხვევაში (Lambert 2022). ამ პოზიციის შემდგომი ცვლილება დასავლეთსა და ბელარუს შორის გაფუჭებულმა ურთიერთობებმა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ბელარუსმა მიიჩნია, რომ თავი აღარ უნდა მოაწონოს ბრიუსელსა და სტრასბურგს, საკუთარი საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე დაიწყო ზრუნვა. დღესდღეობით, როდესაც ბელარუსული კომპანიების უმრავლესობა ევროკავშირსა და აშშ-ს აქვთ სანქცირებული, ბელარუსს ეკონომიკის გადარჩენისთვის ერთადერთი არჩევანი დარჩა - რუსეთის ბაზრის უფრო აქტიურად ათვისება. სწორედ ამიტომ სცადა ბელარუსმა რუსეთის ფედერაციის გულის მოგება და ოკუპირებული აფხაზეთის შესაძლო აღიარებაც ამ საგარეო-პოლიტიკური ინტერესის ნაწილია.
ნიშანდობლივია, რომ ბელარუსისა და ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობები ახალ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროშია გადასული, ხოლო რამდენად გახდება ეს პოლიტიკური თანამშრომლობის საფუძველი, ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.
ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუშიც ლაპარაკობდა (2022 წლის 25 აგვისტოს): „უკანასკნელ პერიოდში ბელარუსული ბიზნესი ინტერესს ავლენს აფხაზეთის მიმართ, დღესდღეობით ბელარუსი ბიზნესმენების ჯგუფი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჩვენ წამოვიწყებთ ბელარუსულ-აფხაზურ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტს, რომელიც სამომავლოდ, ვიმედოვნებ, მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენი ურთიერთობები დაახლოვდება და ჩვენს ხმას გაიგონებენ, დაინახავენ, რომ ჩვენთან საქმის დაჭერა შესაძლებელია“, - განაცხადა ბჟანიამ (БЖАНИЯ 2022). თუ რა კონკრეტულ პროექტზე იყო საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
ბელარუსსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთ ფორმას ტურიზმი წარმოადგენს. ამ მიმართულებით მუშაობენ როგორც რუსული, ისე ბელარუსული კომპანიები (მაგალითად, “Эладатур”, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანათა სიაშიც კი ჰყავს შეყვანილი), რომლებიც, ერთი მხრივ, ბელარუსის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ტურებს სთავაზობენ და, მეორე მხრივ, აფხაზეთის მაცხოვრებლებს ბელარუსში სამგზავრო ტურებზე იწვევენ.
ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მაგალითია მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს გამართული ტელეხიდი „სოხუმი-მინსკი“, რომელიც „ბელარუს-აფხაზეთის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს“ შეეხებოდა (Шария, Тему признания Абхазии Белоруссией деликатно обходили 2022). ამ ტელეხიდის ფარგლებში განხილული იყო „ორი ქვეყნის“ პრეზიდენტების შეხვედრა და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ეკონომიკური და რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ ბელარუსის მხრიდან, როგორც წინასწარ იყო ცნობილი, კონფერენციას უნდა დასწრებოდა ბელარუსის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო შეხვედრას მხოლოდ ქალაქ მინსკის საკრებულოს დეპუტატი ოლეგ ჩესალოვი და ბელარუსული პარტია „სამშობლოსთვის“ წევრი ანდრეი ივანოვი დაესწრნენ. ტელეხიდში ბელარუსის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც საბჭოთა კავშირის აღდგენისა და „ბრესტიდან-ვლადივოსტოკამდე“ ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეებით იყვნენ შთაგონებული. შეხვედრის შემდგომ მხარეებმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება გადაწყვიტეს და 16-20 დეკემბერს მინსკში დაგეგმილ სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმზე, სახელწოდებით „ლივადია“, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაცია იქნა მიწვეული.
იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ ზემოხსენებული კონფერენციებისა და ტელეხიდების მნიშვნელობა, აუცილებელია ვახსენოთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლებმა პროტესტი გამოთქვეს, როცა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის ტერიტორიები რუსეთს იჯარით დაუთმო. ამან, ერთი მხრივ, აფხაზ მოსახლეობასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მწვავე წინააღმდეგობა გამოიწვია და, მეორე მხრივ, ჩრდილოელი მფარველი გაანაწყენა (Шария, Очередной раскол в русской общине Абхазии 2022). როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, გაირკვა, რომ რუსეთის ფედერაცია დაახლოებით ნახევარი მილიარდი რუბლით უმცირებს ეკონომიკურ დახმარებას აფხაზეთს (Заводская 2022). ეს ქმედება გამოიწვია როგორც რუსეთის სამხედრო ოპერაციის კრახმა უკრაინაში, ისე აფხაზეთის მოსახლეობის პოზიციამ, როცა ფაქტობრივად წინ აღუდგნენ რუსეთის ხაზინისთვის ვალის დაბრუნების პროცესს. ამ მოვლენების პარალელურად აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი ცდილობს გააღრმაოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ბელარუსთან, რადგან სწორედ ბელარუს ტურისტებს, კომპანიებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ ახლა ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის გაჯანსაღება და მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა. აღნიშნულ შეხვედრაზე საინტერესო განცხადება გააკეთა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ: „ჩვენ გამოვდივართ იმ ფაქტიდან, რომ ამჟამად მიმდინარეობს საუბარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებაზე და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მეგობრული ურთიერთობები გადაიზრდება დიპლომატიურ და პოლიტიკურ კონტაქტში, ...ასევე ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია განვითარდება ისე, რომ „აფხაზეთმა“ შეძლოს მნიშვნელოვანი რეგიონული მექანიზმის, „სამოკავშირეო ქვეყნის“ სხდომებში თანასწორუფლებიანი მონაწილეობა“ (Шария, Тему признания Абхазии Белоруссией деликатно обходили 2022).
ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს სოხუმს ეწვია რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საპარლამენტო დელეგაცია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრის არტემ ტუროვის ხელმძღვანელობით (Sputnik АБХАЗИЯ 2022). დელეგაციის ვიზიტი მიგვანიშნებს, რომ ბელარუსის ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანით სწორედ რუსეთის ფედერაციაა დაინტერესებული, რომელიც ცდილობს, ერთი მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ წახალისებით მის მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბერკეტის შენარჩუნებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ცდილობს შეინარჩუნოს დიპლომატიური ლავირების შესაძლებლობა როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან, ისე საქართველოს ხელისუფლებასთან, რასაც მისი ვიზიტის შემდგომ გამოქვეყნებული ოფიციალური პრეს-რელიზიც ადასტურებს, რომლის სათაურშიც წერია, რომ ლუკაშენკო „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ტერიტორიებს“ ეწვია და, ამასთან, ასლან ბჟანიას „თანამდებობა“ არსად იყო ნახსენები (ბელქანია 2022).
დასკვნა
ამრიგად, ზემოთ აღნიშნულმა მოვლენებმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული პრობლემები. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რაც უფრო მეტად გაღრმავდება ურთიერთობები ბელარუსსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, მით უფრო სათუო გახდება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის განხორციელება ბელარუსთან მიმართებით. ერთი რამ ცხადია: ბელარუსიდან ვიზიტების გახშირებას აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი უყურებს, როგორც აღიარების პროცესის წინაპირობას და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ დღეს ბელარუსის ხელისუფლებისა და ბიზნესის ცალკეული წარმომადგენლები ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ოკუპირებულ აფხაზეთთან, შესაძლებელია ხვალ ამ ურთიერთკავშირს შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს და აფხაზეთისადმი ინტერესი უფრო მეტმა ბელარუსმა პოლიტიკოსმა, ბიზნესმენმა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელმა გამოიჩინოს. ეს კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეა. მინსკსა და სოხუმს შორის გაღრმავებულმა ურთიერთობებმა, ოკუპირებულ აფხაზეთს შესაძლოა შედეგად მოუტანოს „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ დამკვირვებლის სტატუსი ან სრულფასოვანი წევრობა, რისი წინაპირობაც ბელარუსის მიერ „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარება იქნება.
დასასრულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელარუსის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა. ამასთანავე, ბელარუსის ხელისუფლებას მოუწევს დაფიქრება, თუ რას დაკარგავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტით, რადგან საქართველო და ბელარუსი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ.
გამოყენებული წყაროები:
Eurasianet. 2022. Belarus’s Lukashenko visits Abkhazia. September 28.
JAMnews. 2022. What Belarus special representative's visit to Abkhazia could mean for its recognition by Minsk. Tbilisi, June 26.
Lambert, Michael. 2022. "The Belarusian Irony of Fate in Abkhazia." Modern Diplomacy, January 30.
Sputnik АБХАЗИЯ. 2022. Аслан Бжания встретился с парламентариями собрания Союза России и Беларуси. November 1.
БЖАНИЯ, АСЛАН. 2022. Глава государства ответил на вопросы журналиста Владимира Соловьева в ходе утреннего выпуска Соловьев LIVE. (28 August).
Заводская, Елена. 2022. "Абхазский бюджет с некритическим дефицитом." Ekho Kavkaza, October 28.
Шария, Виталий. 2022. "Очередной раскол в русской общине Абхазии." Ekho Kavkaza, October 28.
—. 2022. "Тему признания Абхазии Белоруссией деликатно обходили." Ekho Kavkaza, october 18.
ბელქანია, ბადრი. 2022. ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები. ოქტომბერი 4.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ოკუპირებული აფხაზეთი: კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ – მომხრეები და მოწინააღმდეგეები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე