რონდელის ბლოგი
რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
ნინო იმედაშვილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
კითხვაზე, თუ რა სურს რუსეთს საქართველოსგან, ყველას გვიფიქრია. ხშირად პოლიტიკოსებს რეალობასთან შეუსაბამო მოლოდინიც გასჩენიათ, რომ რუსეთთან „დალაგება“ დამოუკიდებელ საქართველოს შეუძლია. არადა ამ კითხვაზე პასუხი პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების საარჩევნო ქცევას და ჩვენი ქვეყნის ადეკვატურ (დემოკრატიულ) განვითარებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ რა სურს რუსეთს?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის ისტორიული აგრესია 1801 წლიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა, დღესაც კი ისმის რუსული აგრესიის შესახებ გარკვეული „დეფორმაციული ნარატივი“, რომ აგრესიაზე პასუხისმგებლობა აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას ეკისრება. თითქოს მსხვერპლმა გამოიწვია რუსეთი, გააღიზიანა და, საბოლოო ჯამში, ვერც მორიგი ომი აიცილა თავიდან, ვერც მორიგი ოკუპაცია და ვერც ეკონომიკური თუ ენერგეტიკული სანქციები. მაგალითად, უახლესი „დეფორმაციული ნარატივით“, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის რეგულარული არმიის მორიგი შემოჭრა საქართველოში და ოკუპაციის გაფართოება პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალდება, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა უკრაინაში - პრეზიდენტ ზელენსკის. გარდა იმისა, რომ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს, რასაც არაერთი ისტორიული წყაროც ადასტურებს, ეს ნარატივი რუსული პროპაგანდის პირმშოა, რომელსაც ორი მიზანი აქვს:
1) მსხვერპლის დადანაშაულებით ეს არის მცდელობა, რომ რუსეთის ბრალეულობა შეინიღბოს, რათა დასავლეთმა მას დაბალი ფასი გადაახდევინოს მეზობელი ქვეყნის დაპყრობის გამო.
2) ისტორიის დეფორმაცია - ისტორიას დიდი გავლენა აქვს როგორც პოლიტიკური ელიტების გადაწყვეტილებებზე, ისე ამომრჩევლის საარჩევნო ქცევაზე. საერთო ჯამში კი - ქვეყნის დასავლურ განვითარებაზე. თუ ქართული საზოგადოება დაიჯერებს, რომ 2008 წლის ომი საქართველოს, ხოლო 2022 წლის ომი უკრაინის ბრალია და ეს საკითხი ქართულ საზოგადოებაში განხეთქილებას შეიტანს, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად და რუსეთის შესაკავებლად არჩეული დასავლური კურსის მიმართ ერთიანობა დაირღვევა.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ნათლად ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე რუსეთის მოთხოვნები მოსაზღვრე ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს მიმართ.
რას ითხოვს რუსეთი?
ამერიკელმა მეცნიერმა ტომას ამბროსიომ 2009 წელს გამოცემულ წიგნში „Authoritarian Backlash: Russian Resistance to Democratization in the Former Soviet Union“ რუსეთის ურთიერთობა მეზობლებთან (კერძოდ, მისი აგრესიულობა) ახსნა რეგიონში დემოკრატიის გავრცელების მიმართ კრემლის წინააღმდეგობით. რადგან დემოკრატია, რომელიც გადამდებია და ხშირად ტალღებად ვრცელდება, პოლიტიკური ძალის და ლიდერების მუდმივი განახლების გზაა, იგი საფრთხეს უქმნის რუსეთის მმართველი ავტორიტარული რეჟიმის ,,სტაბილურობას“. შესაბამისად, დემოკრატიზაციის გზაზე მდგომი მეზობლების მიმართ კრემლის სტრატეგიაა, რომ მათი პროდასავლური ლიდერები თავიდან მოიშოროს დესტაბილიზაციის ორგანიზებით. ტომას ამბროსიოს მიხედვით, ავტორიტარული რუსეთი ცდილობს სამეზობლოში მსგავსი რეჟიმების აღდგენა/უზრუნველყოფით შეაჩეროს დემოკრატია და გადაირჩინოს თავი.
უკრაინის ომის ფონზე სულ უფრო ნაკლებადაა საეჭვო, რომ კრემლი, პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის არდაშვების შიშით
- დემოკრატიის გავრცელების ხელშემწყობ ქვეყნებს და ორგანიზაციებს (აშშ, ნატო და ევროკავშირი) მიიჩნევს მტრად.
- ინარჩუნებს იმ ორგანიზაციებს (დსთ, ევრაზიული კავშირი, კუხო), რომლებიც დემოკრატიის გზაზე მდგარ მოსაზღვრე ქვეყნებზე ზეწოლისთვის სჭირდება.
- ავრცელებს მითს, რომ რუსეთი და მისი მოსაზღვრე ქვეყნები განსხვავებული კულტურისაა და დემოკრატიული ფასეულობები მათთვის შეუთავსებელია.
- ეწინააღმდეგება ნატო/ევროპის კავშირის გაფართოებას. მათგან რუსეთს ობიექტური საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ კრემლისთვის „უსაფრთხოება“ ავტორიტარიზმის სინონიმია, რაც ასეთი სამეზობლოს პირობებში ძნელია.
რუსეთის სამხედრო აგრესია სწორედ ამ შიშებით აიხსნება. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინთან ბოლო შეხვედრისას ის დარწმუნდა, რომ მას მხოლოდ ძალაუფლებაში დარჩენა უნდა და ამიტომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ გაჰკვირვებია.
კრემლისთვის განსაკუთრებით პრობლემური მისი დასავლეთი (ბელარუსი, უკრაინა) და სამხრეთი (საქართველო, სომხეთი) სამეზობლოა. ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს დემოკრატიულ დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილი და შესაძლებლობა აქვთ. ცენტრალური აზია (უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი) ამ მხრივ ნაკლებად სადარდებელია, რადგანი იქ რუსეთის შესაძლო კონკურენტები ისევ ავტორიტარული სახელმწიფოები (ჩინეთი) თუ იქნება. ამიტომ რუსეთის მმართველი რეჟიმის პოლიტიკური „სტაბილურობისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთის და სამხრეთის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა ამ ქვეყნებზე მნიშვნელოვანი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ზეგავლენით.
ამ ეტაპზე, რუსეთს ეს სრულფასოვნად მარტო ბელარუსში გამოუვიდა. სუვერენიტეტის გარეშე დარჩენილ ქვეყანას სრულად აკონტროლებს კრემლი. სანაცვლოდ, რუსული „დახმარებებით“ ძალაუფლებაში ყოფნის 28 წელს მიითვლის ლუკაშენკო. ნიშანდობლივია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით ბელარუსის ფორმალური მმართველი უკრაინაში რუსული აგრესიის თანამონაწილეა.
რუსეთს სურს „ბელარუსის მოდელი“ განავრცოს თავის მოსაზღვრე მეზობლებზე. ესაა მოდელი, როცა დამოუკიდებლობა რეალურად ქვეყანას დაკარგული აქვს, სტრატეგიული აქტივები (რკინიგზა, კომუნიკაციები, ნავთობსადენები და გაზსადენები) კრემლის ხელშია და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ასევე საკადრო პოლიტიკაზე სრული კონტროლიც კრემლს აქვს.
აქედან გამომდინარე, კრემლი ფიქრობს, რომ მისი „უსაფრთხოება“, ანუ პოლიტიკური ძალის ცვლილების არდაშვება საუკეთესოდ არის დაცული, თუ მოსაზღვრე ქვეყნებს პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და სამხედრო კავშირები არ აქვთ დასავლეთთან. მეზობლად არავინ იძლევა ალტერნატიული, ანუ დემოკრატიული განვითარების მაგალითს. ამიტომ რუსეთს უნდა, რომ თავისი მოსაზღვრე ქვეყნები დასავლეთისგან იზოლაციაში ამყოფოს, რადგან მხოლოდ ამ გზით მიიღწევა რუსეთის, ანუ მმართველი ძალის, „უსაფრთხოება“ .
როგორ შეუქმნა საფრთხე საქართველომ რუსეთს?
ზემოაღწერილი ლოგიკიდან გამომდინარე, თუ კრემლი ვერ ჩაერევა მოსაზღვრე ქვეყნების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში და ვერ გააკონტროლებს ამ ქვეყნების საგარეო, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და სამხედრო კავშირებს, მისი მესვეურნი მიიჩნევენ, რომ დომინაცია სუსტდება/იკარგება და თავად რუსეთის „სტაბილურობას“ საფრთხე ემუქრება.
საქართველო რამდენიმეჯერ შეეწინააღმდეგა რუსეთის კონტროლს და დომინაციას, კერძოდ:
- საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება უკანონოდ ჯერ კიდევ 1990 წლის 20 ივნისს და უკანონოდ ცნო საქართველოს ოკუპაცია. ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები (1990 წლის 28 ოქტომბერს) და ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოთა კავშირში დაამარცხა კომუნისტური პარტია. ქვეყნის დამოუკიდებლობაც (1991 წლის 9 აპრილი) საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991 წლის 26 დეკემბერი) გამოაცხადა.
- რუსეთის კონტროლის გარეშე ენერგეტიკული კავშირები დაამყარა აზერბაიჯანთან და თურქეთთან და 2002 წელს წარმატებული სატრანზიტო ენერგეტიკული პროექტის მშენებლობა დაიწყო: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთკავკასიური გაზსადენი.
- საქართველო იყო პირველი პოსტსაბჭოთა რეგიონში, რომელმაც პოლიტიკური ელიტის მიერ დაწერილი საარჩევნო ციფრები არ მიიღო, რადგან ის არ გამოხატავდა ხალხის ნებას. 2003 წელს გაყალბებული არჩევნები მშვიდობიანად გააპროტესტა და ოფიციალური გამოცხადებული გამარჯვებული პოლიტიკური ძალა (მოქალაქეთა კავშირი) შეცვალა.
- საქართველომ უარი თქვა რუსეთს ეკონტროლებინა საკადრო პოლიტიკა არა მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, არამედ საგარეო და ენერგეტიკული კავშირები. საქართველო ღიად ითხოვდა დასავლურ ორგანიზაციებში ინტეგრაციას და ამ მიზნით ატარებდა რეფორმებს.
სწორედ ამიტომ რუსეთმა არაერთხელ მიმართა საქართველოზე ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სამხედრო ზეწოლას. უკრაინის მაგალითმა ეს ყოველივე უნდა შეგვახსენოს და ისიც დაგვანახოს, რომ კრემლის სურვილებზე დათანხმება ბოლოს ლუკაშენკოს მოდელით მთავრდება.
დასკვნა, ანუ სადაა გამოსავალი
ავტორიტარულ რუსეთს ნახევარ გზაზე გაჩერება არ შეეძლო და არ შეუძლია. ქვეყანა, რომელზეც მას დომინირების აღდგენა სურს, ან სრულად უნდა ჩაერთოს კრემლის დანაშაულებრივ ქსელში, ან წინააღმდეგობა გაუწიოს მას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჩნდება ომის რისკი, როგორც ეს ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის მაგალითებმა აჩვენა. მაგრამ ამ რისკთან ერთად ჩნდება საერთაშორისო დახმარების და თანადგომის იმედიც. რუსული გავლენის ზონაში დარჩენა კი ასევე არ გვაცილებს ომის რისკს, რისი მაგალითიც ბელარუსია, ოღონდ - უკვე აგრესორის მხარეზე და საერთაშორისო იზოლაციის პირობით.
თუ საქართველო გააგრძელებს (შეჩერებულ) დემოკრატიულ რეფორმებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს ფუნქციურ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და ექნება ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ქოლგის მიღების შანსი. პროცესი მყისიერი არაა და გზა სარისკოა, მაგრამ სხვა ალტერნატივაც არ არსებობს.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე