რონდელის ბლოგი
ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
ზურა ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
გასული წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ულტრამემარჯვენეებთან ერთად შეძლო ისრაელის ახალი, რიგით 37-ე მთავრობის ჩამოყალიბება.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ისრაელის ახალი ხელისუფლების მიმართ მალევე გაჩნდა, არის - იცვლება თუ არა ამ ქვეყნის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
ისრაელის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოჰენის
პრეს-კონფერენცია 2023 წლის 2 იანვარს
ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოჰენმა 2 იანვარს თავის საინაუგურაციო სიტყვაში მიანიშნა, რომ ისრაელი საჯაროდ აღარ დაგმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინის მიმართ. მან იქვე დასძინა, რომ ჩამოაყალიბებენ ახალ პოლიტიკას უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ და საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს უშიშროების კაბინეტს. კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო კოჰენის მიერ ასეთი პოლიტიკისთვის სახელის შერჩევა. მისი სიტყვებით, ეს იქნება „პასუხისმგებლობიანი“ პოლიტიკა ომთან მიმართებაში.
ამ განცხადების გაკეთებიდან მალევე (3 იანვარს) გაიმართა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ელი კოჰენს შორის. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე.
ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ისრაელის წინა ხელისუფლება ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, ხოლო ისრაელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი არ გამართულა 24 თებერვლის შემდეგ. თუმცა, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის წინა მთავრობას არც იარაღი გადაუცია უკრაინისთვის, რის მიზეზადაც უსაფრთხოების საკითხი სახელდება. ისრაელში შიშობენ, რომ მათი წარმოებული იარაღი არ აღმოჩნდეს ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ კი ისრაელის ეგზისტენციალური მოწინააღმდეგის - ირანის ხელში, რომელიც ამ შემთხვევაში შეძლებდა მისი სქემების გაშიფვრას და მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა ქვეყნის უსაფრთხოებას.
არანაკლები მნიშვნელობისაა ის საკითხიც, რომ რუსეთი წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების მიერ სირიის საჰაერო სივრცეში (რომელსაც რუსეთი აკონტროლებს) შეჭრასა და იქ განთავსებული ირანული და პროირანული ძალების (მაგ., ლიბანური „ჰეზბოლა“) სამხედრო ბაზების ინტენსიურ დაბომბვებზე.
ბუნებრივია, ასეთმა სიტუაციამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია ისრაელის ახალი ხელისუფლების მიმართ როგორც ამ ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინასა და შეერთებულ შტატებში.
კრიტიკოსთა შორის იყო კონგრესში ისრაელის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც არ მოერიდა საჯაროდ განეცხადებინა: „ვიმედოვნებ, რომ ბატონ კოჰენს ესმის, რომ როდესაც ის ესაუბრება რუსეთის [საგარეო საქმეთა მინისტრ] ლავროვს, ის ურთიერთობს სამხედრო კრიმინალურ რეჟიმთან, რომელიც ყოველდღიურად სამხედრო დანაშაულებს ჩადის სამრეწველო მასშტაბებში“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება (რომელიც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან) გააკეთა ისრაელში უკრაინის ელჩმა იევგენ კორნიჩუკმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კიევის შეფასებით, კოჰენსა და ლავროვს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი არის მტკიცებულება იმისა, რომ შეიცვალა ისრაელის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.
ასეთი მკაცრი კრიტიკის შემდეგ ისრაელის მაღალჩინოსნები შეეცადნენ შეემსუბუქებინათ სიტუაცია და მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ კოჰენის მიერ გაკეთებული კომენტარი დიდწილად ეხებოდა ისრაელის წინა ხელისუფლების საჯარო განცხადებებსა და მცდელობებს შეესრულებინათ შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის და რომლებიც წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ ასევე დასძინეს, რომ ლავროვთან სატელეფონო საუბარი გაიმართა ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე და რომ აღნიშნულის შესახებ კოჰენმა წინასწარ აცნობა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრს ენტონი ბლინკენსაც.
ამის გარდა, იანვრის პირველ ნახევარში ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოჰენი ცდილობდა სატელეფონო საუბრის გამართვას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ჩქარობს საუბარს თავის ისრაელელ კოლეგასთან (საუბრის ვერგამართვის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა საახალწლო დასვენებები).
საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განცხადების გაკეთება მოუწია ისრაელის კიდევ ერთ მაღალჩინოსანსაც, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის გამჟღავნება. მისი სიტყვებით, უკრაინასთან მიმართებით „ისრაელის პოლიტიკაში არ მომხდარა არავითარი ცვლილება“.
საინტერესოა, რომ ისრაელის ახალი მთავრობის მეთაურს ბინიამინ ნეთანიაჰუს ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. იგი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თვეების განმავლობაში თავს არიდებდა პუტინის კრიტიკას, რომელთანაც ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა წლების განმავლობაში. მაგრამ ნოემბერში მისი პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ნეთანიაჰუმ დაგმო პუტინის შეჭრა უკრაინაში და დასძინა, რომ როდესაც თანამდებობას დაიკავებდა, განიხილავდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობასაც.
ისრაელის 37-ე მთავრობის მეთაური ბინიამინ ნეთანიაჰუ
ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 30 დეკემბერს გაიმართა. ისრაელის მთავარი თხოვნა იყო გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე უკრაინას მხარი არ დაეჭირა რეზოლუციის პროექტისთვის, რომელიც მოუწოდებს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გამოსცეს სამართლებრივი დასკვნა ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგებზე. უკრაინის წარმომადგენელი არ დაესწრო ამ საკითხზე კენჭისყრას (წინა კენჭისყრებზე კიევი ისრაელის წინააღმდეგ აძლევდა ხოლმე ხმას), რითაც, უკრაინული მხარის განცხადებით, შანსი მიეცა ნეთანიაჰუსთან ურთიერთობებს.
ამ სატელეფონო შეხვედრისას უკრაინულმა მხარემაც დააყენა საკუთარი საკითხები. კერძოდ, კიევი კვლავ ითხოვს ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას. უკრაინული მხარის განცხადებით, მათ აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ, მაგრამ მიიღეს დაპირება, რომ ამ საკითხს მხარეები დაუბრუნდებიან მომავალში. იგივე უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერები არ იყვნენ კმაყოფილი საუბრის შედეგებით.
რეალურად, ისრაელი სტრატეგიულად მძიმე მდგომარეობაშია (და მსგავს სიტუაციაშია ყველა, ვინც ერთგვარი „ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნებას ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომში) და ისრაელის ახალი ხელისუფლება აცნობიერებს სიტუაციის სერიოზულობას.
თუ ისრაელი რუსეთისკენ გადაიხრება, იქმნება საფრთხე, რომ ურთიერთობები გაუცივდება მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე შეერთებულ შტატებთან (და ამის მინშნებები უკვე გაკეთდა აშშ-ში). ეს კი დაუშვებელია მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.
თუ ნეთანიაჰუს მთავრობა უკრაინისკენ გადაიხრება, ისრაელში ეჭვობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ისეთი ტექნოლოგიები (მათ შორის, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული) გადასცეს ირანს, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ისრაელის არსებობას. ამავე დროს იქმნება საფრთხე, რომ მოსკოვმა თვალი აღარ დახუჭოს სირიაში ისრაელის ქმედებებზე. ეს კი რუსეთ-ისრაელის სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს წარმოშობს, რომელიც ისრაელს არ აწყობს.
ამიტომ ისრაელის ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ზომიერი პოლიტიკის გატარებას რუსეთისა და უკრაინის მიმართ. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადად დაგვანახა, რომ რაც უფრო დროში იწელება და სისხლისმღვრელი ხდება რუსეთ-უკრაინის ომი, მით უფრო ძნელდება ბალანსირებული პოლიტიკის გატარება (და ეს მხოლოდ ისრაელის ხელისუფლებას არ ეხება). ასეთი სიტუაცია კი, თავის მხრივ, არაერთ საფრთხესა და გამოწვევას წარმოშობს უსაფრთხოების სფეროში.
თემატური პოსტები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე