რონდელის ბლოგი
ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
ნინო მაჭარაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
შესავალი
არასამხედრო საშუალებების სამხედრო იარაღად გამოყენება არის 21-ე საუკუნის რუსული ომისათვის დამახასიათებელი ნიშანი. რუსეთის მიზანია პერმანენტული ფრონტის შექმნა, რაც მოშლის საზღვრებს მშვიდობასა და ომს შორის, შექმნის ქაოსსა და არეულობას, მოარყევს „არალოიალური მეზობლების“ სახელმწიფოებრივ საფუძვლებს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. სამხედრო მოქმედებების პარალელურად მიმდინარეობდა დისკუსიები, სადაც გამოითქვა მოსაზრებები იმაზე, თუ როგორი იყო საბრძოლო რუსეთის ტაქტიკა; დაიწყო რუსეთის მოქმედებებში ჰიბრიდული ელემენტების ძიება, განვითარებული მოვლენების შედარება 2014 წლის ყირიმის ანექსიასთან. ომიდან ერთი წლის თავზე ვხედავთ, რომ რუსეთი ვერ აღწევს თავის მიზანს, როგორც ეს რვა წლის წინ მოახერხა. დაისმის კითხვა: რა განასხვავებს დღევანდელ რუსეთს 2014 წლის რუსეთისგან? და რა განასხვავებს დღევანდელ უკრაინას 2014 წლის უკრაინისაგან?
უკრაინა რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ
პუტინი, ტრადიციულად, თავის სასარგებლოდ იყენებს ევროპის ქვეყნების რუსულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულებას, რაც განაპირობებს მისი მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებას, ძირითადად, ზამთრის პერიოდში (ყირიმი - 20 თებერვალი, უკრაინა - 24 თებერვალი). მოსკოვი აჩენს შიშის სინდრომს და ამით ცდილობს ირიბი გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ აქტორთა ნებაზე.
ყირიმში რუსეთის მოქმედებები საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით დაიწყო. „ხალხის მზადყოფნა“ შეერთებოდა რუსეთის ფედერაციას გახდა საომარი მოქმედებების განხორციელების საბაბი. 2014 წელს, სამხედრო დაპირისპირებასთან ერთად, მსოფლიომ იხილა კიბერშეტევის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უამრავი შემთხვევა. რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულმა კიბერშეტევებმა გამოიწვია საკომუნიკაციო კოლაფსი, პირველ რიგში, მიმართული საკონტაქტო სივრციდან პარლამენტის წევრების გათიშვისკენ. გარდა ამისა, ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა უკრაინის მთავრობის ვებსაიტი; ის არ ფუნქციონირებდა ყირიმის ანექსიიდან 72 საათის შემდეგაც კი. მოსახლეობის მორალურად გასატეხად იყო მიმართული სატელეფონო შეტყობინებები, რომლებიც ეგზავნებოდა ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და ცრუ ინფორმაციას აწვდიდა მათი სიკვდილის შესახებ. ყოველივე ამით რუსეთს მხოლოდ ერთი თვე დასჭირდა მიზნის მისაღწევად. უკრაინის ყველა მცდელობა, გამკლავებოდა შეტევებს, წარუმატებელი აღმოჩნდა.
რუსეთმა არც 2022 წელს უღალატა თავის ჩვეულ ტაქტიკას. მან სამხედრო შეტევებამდე დაიწყო აქტიური საშუალებების („active measures“), მათ შორის, შპიონაჟის, კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის გამოყენება. პუტინს გამიზნული ჰქონდა ჩამოეშალა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, ხელი შეეშალა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობისთვის; ამასთან, უკრაინელებისთვის შეეზღუდა წვდომა სანდო ინფორმაციასა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე. ყველაფერი ეს გამოიწვევდა სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგვას, გაამარტივებდა სამხედრო მოქმედებების წარმართვასა და, საბოლოო ჯამში, უკრაინის დაპყრობას. არასამხედრო საშუალებების გამოყენების თანაფარდობა სამხედრო საშუალებებთან მიმართებით 4:1 იყო. უკრაინულ „დეზინფორმაციასთან“ ბრძოლით გაამართლა რუსეთმა კიევის სატელევიზიო ანძაზე თავდასხმა. მარიუპოლის ალყაში მოქცევამდე კი მოსახლეობას გაეგზავნა სატელეფონო შეტყობინებები შინაარსით - თქვენმა ხელისუფლებამ მიგატოვათ. რამდენჯერმე იყო ბირთვული იარაღითა და რადიაციული ნივთიერებების გამოყენებით შანტაჟი.
როგორც ვხედავთ, რუსეთის სამოქმედო ტაქტიკა 2014 წლიდან 2022 წლამდე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა მოქმედების შედეგები: კიბერშეტევები - მეტ-ნაკლებად, შპიონაჟი და დეზინფორმაცია კი დიდწილად არაეფექტური აღმოჩნდა (რუსეთის მიერ გამოყენებული ჰიბრიდული ტაქტიკა იხილეთ ცხრილში). 2014 წელთან შედარებით, რუსეთმა უფრო მასშტაბურად დაიწყო სამხედრო ძალის გამოყენება.
კიბერშეტევების მაგალითები, დეზინფორმაციის სტრატეგიები |
მოკლევადიანი/მყისიერი ზემოქმედება |
მოკლევადიანი/დაგვიანებული ზემოქმედება |
ობიექტების განადგურება |
ელექტროქსელის გატეხა |
ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო სისტემების გატეხა |
სისტემაში წვდომა/შეფერხება |
სერვისების კიბერთავდასხმების შესახებ უარყოფის გავრცელება |
ე.წ. ფიშინგი და პაროლის მოძიების ოპერაციები |
პანიკის გამომწვევი არასწორი ინფორმაცია |
ტექსტური შეტყობინებები სერვისების გათიშვის, ახლობლების სიკვდილის შესახებ; აფეთქების მუქარები |
სამხედრო ოპერაციებსა და მოქმედებებზე ყალბი ვიდეოები |
პროპაგანდა |
|
სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები და პოსტები |
წყარო: The Wall Street Journal
უკრაინამ რუსეთის ჰიბრიდულ შეტევებთან ბრძოლის ტაქტიკა 2022 წელს მნიშვნელოვნად შეცვალა:
- უკრაინა რუსეთს დაუპირისპირდა ომის ყველა განზომილებაში. სოციალური მედიის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით შეებრძოლა რუსულ პროპაგანდას. უკრაინელ ხალხთან ხელისუფლების, განსაკუთრებით კი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველდღიურმა კომუნიკაციამ აამაღლა საზოგადოებრივი მორალი. მოვლენების გაშუქებამ, ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებამ ამხილა რუსული სისასტიკე. ბუჩის ტრაგედია მსოფლიო ტრაგედიად იქცა. პარალელურად, ქართული ინტერნეტსივრცე დაიპყრო აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ამსახველმა კადრებმა; საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამდა, რომ საქართველომ 1990-იან წლებში, დღევანდელი უკრაინისგან განსხვავებით, ვერ მოახერხა ხმა მიეწვდინა მსოფლიოს წამყვანი აქტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. აფხაზეთის ტრაგედია მხოლოდ ეროვნულ ტრაგედიად დარჩა. ამ შედარებამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის საინფორმაციო კამპანიის წარმოების მნიშვნელობა.
- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოსვლებში განმარტავდა, რომ რუსეთის გამარჯვება იქნება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი დასავლური სამყაროს დამარცხება. ამ რიტორიკის გააქტიურებამ უკრაინას საერთაშორისო ნდობა და მხარდაჭერა მოუტანა.
- უკრაინამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ ზღვარი რუსეთსა და დასავლეთს შორის მასზე გადიოდა. უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, რუსეთი გააგრძელებდა სამხედრო ექსპანსიას და მისი მთავარი სამიზნე პოსტსოციალისტური ქვეყნები, პირველ რიგში, სავარაუდოდ, პოლონეთი ან ბალტიისპირეთის სახელმწიფოები იქნებოდნენ. ამ ეჭვების საფუძვლიანობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ფინეთმა და შვედეთმა პოტენციური საფრთხეების დასაზღვევად NATO-ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი გააკეთეს.
- დასავლეთმა უკრაინას ფართო მხარდაჭერა გაუწია IT აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემისა და ტრენინგების ჩატარების გზით. კერძო სექტორის დახმარებასთან ერთად გადამწყვეტი იყო ევროპისა და აშშ-ის კიბერსააგენტოების კიბერჩარევა რეალურ დროში. ხანმოკლე ომის თავდაპირველი მოლოდინის გამო მოსკოვის კიბერშეტევა უკრაინის წინააღმდეგ ცუდად მომზადებული გამოდგა; დიდი როლი შეასრულა დასავლურმა ეკონომიკურმა სანქციებმა და რუსი IT ექსპერტების „ტვინების გადინებამ“.
დასკვნა
პასუხი კითხვაზე ასეთია: დღევანდელი რუსეთი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2014 წლის რუსეთისგან, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინაზე. ყირიმის ანექსია გახდა მწარე გაკვეთილი იმისა, თუ როგორ უნდა ებრძოლო რუსულ ჰიბრიდულ ომს. 2022 წელს უკრაინამ დაიწყო ყველა ტიპის თავდასხმაზე რეაგირება და არასამხედრო საშუალებების ბრძოლის იარაღად გამოყენება. მან საკუთარი ძალისხმევითა და დასავლეთის მხარდაჭერით დაგვიმტკიცა, რომ რუსეთის ჰიბრიდულ ომთან ეფექტიანად შებრძოლება შესაძლებელია. აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ცოცხალია და ის ბრძოლას განაგრძობს; მან ამ ფაქტს პირველი ერთობლივი გამარჯვება უწოდა და რუსეთი მსოფლიო აზრთა ბრძოლაში დამარცხებულად გამოაცხადა.
სამწუხაროდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შესაბამისად, აქტიურია ყველა ის საფრთხე, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ჰიბრიდული ომის მრავალფეროვანი საშუალებები და მათი მოდიფიცირების შესაძლებლობა კიბერშეტევების განხორციელების ალბათობას ზრდის. რუსეთის მხრიდან სამხედრო და არასამხედრო საშუალებათა გამოყენების თანაფარდობის ცვლილება - კონვენციურ ომზე აქცენტის გაკეთება უკრაინის თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით გაძლიერების საჭიროებას ზრდის. ასევე მოსალოდნელია რუსეთმა გააფართოოს დესტრუქციული მოქმედებების საზღვრები და „სამაგიერო გადაუხადოს“ ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება. დასავლეთის შემდგომი რეაგირება ამ საფრთხეებზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე