რონდელის ბლოგი
ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
ავტორი: დეა ივანიაძე
სი ძინფინგი და ვლადიმირ პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე. 2019 წელი.
წყარო: THE GLOBE AND MAIL/DOMINIQUE JACOVIDES/AFP/GETTY IMAGES
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დასავლური სანქციებისგან დაზარალებულ რუსეთს ერთადერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მოკავშირე ჩინეთი დარჩა. პეკინის ინტერესშია მხარი დაუჭიროს მოსკოვს და ის ასეც იქცევა, თუმცა რუსეთის აქტიური დახმარებისგან მეტწილად დასავლეთის სანქციების მუქარა, ჯერ-ჯერობით, აკავებს. თუ როგორ გრძელდება ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რატომ არის ჩინეთისთვის რუსეთთან პარტნიორობა მომგებიანი და ასიმეტრიულია თუ არა მათი ურთიერთობა, წინამდებარე სტატიაში იქნება განხილული.
ჩინეთის და რუსეთის ინტერესები
უმთავრესი, რაც ჩინეთსა და რუსეთს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობისკენ უბიძგებს, დასავლეთისადმი, განსაკუთრებით კი, აშშ-სადმი წინააღმდეგობაა. ეს ასე იყო 2022 წლის 24 თებერვლამდეც. გარკვეული განსხვავებების მიუხედავად, ორივე დიდი და ექსპანსიური მისწრაფებების მქონე ავტორიტარული რეჟიმია, რომლებსაც წესებზე დაფუძნებული, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შეცვლა სურთ.
ასევე, დასავლეთის კონსოლიდაციის პირისპირ დარჩენილი რუსეთი და ჩინეთი ხვდებიან, რომ საპირისპირო მხარეს თავადაც სჭირდებათ ანგარიშგასაწევი მოკავშირე. თუმცა, დასავლეთისგან განსხვავებით, ავტორიტარულ რეჟიმებს ურთიერთნდობა თითქმის არ გააჩნიათ და კავშირის საფუძველი მხოლოდ რეჟიმის ინტერესი და პრაგმატიზმია.
პეკინისთვის მოსკოვთან ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთი რუსეთს თავისი ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ მიიჩნევს. სხვა მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ჩინეთს რუსეთთან თანამშრომლობით და მისი მხარდაჭერით მიღებული რეპუტაციული ზიანი არ უნდა აღელვებდეს. ის, რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში სჩადის, ხვალ შესაძლოა იგივე ჩინეთმა ჩაიდინოს, მაგალითად, ტაივანში, რომ არაფერი ვთქვათ მის ამჟამინდელ ქცევაზე, რის გამოც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ჩინეთს საერთაშორისო წესრიგისთვის „ყველაზე სერიოზული, გრძელვადიანი გამოწვევა“ უწოდა. ასევე, თუ ჩინეთიც რუსეთის მსგავს მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, მასაც დასჭირდება პარტნიორები, თუნდაც სამომავლოდ გამოფიტული რუსეთი. ამასთან, ჩინეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ის სარგებელი, რომელიც სუსტი რუსეთის მის ვასალად გარდაქმნას შეუძლია მოიტანოს.
რუსეთს კი პარტნიორების დიდი არჩევანი არ აქვს, თანამოაზრეებიდან კი ის ვერ ისურვებდა უკეთეს პარტნიორს, ვიდრე მეორე უდიდეს ეკონომიკას.
ამჟამინდელი დახმარება
მართალია, ამჟამინდელი მოცემულობით, პეკინი დიდწილად ემორჩილება დასავლურ სანქციებს - ჩინეთს არ უნდა უნდოდეს, რომ დასავლეთმა რუსეთის გამო სანქციები დაუწესოს - თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პეკინი მოსკოვს არ ეხმარება.
პირველ რიგში, აღსანიშნავია რუსეთის ჩინეთთან ვაჭრობით მიღებული სარგებელი. ჩინეთის მონაცემებით, 2022 წელს ჩინეთ-რუსეთის ვაჭრობა, წინა წელთან შედარებით, 34.3%-ით გაიზარდა და „რეკორდულ“ $190 მილიარდს მიაღწია. რუსეთში ჩინეთის ექსპორტი 17.5%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან იმპორტი - 48.6%-ით. შედარებისთვის, ჩინეთის მთლიანი იმპორტი მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 1.1%-ით გაიზარდა. თავისუფალი რუსეთის ფონდის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ჩინეთი რუსეთის „ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა“, ჩინეთმა რუსეთის ექსპორტის დაახლოებით 20% მიიღო და რუსეთის იმპორტის 35%-ის წყარო გახდა.
2022 წლის ივნისში რუსეთმა და ჩინეთმა საზღვარზე, ამურის მდინარეზე გამავალი პირველი გზატკეცილის ხიდი გახსნეს.
წყარო: CNN
სანქციების შედეგად, რუსეთში ასევე სულ უფრო აქტიურად დაიწყეს ჩინური იუანის გამოყენება. მაგალითად, სექტემბერში ვითიბი ბანკმა ჩინეთში გადარიცხვები იუანში მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების გამოყენების გარეშე დაიწყო. ამავდროულად გამჟღავნდა, რომ ჩინეთი გაზპრომს ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ამერიკული დოლარის ნაცვლად იუანით და რუბლით გადაუხდიდა. მაშინ, როდესაც რუსეთში 2022 წელს 9 თვის განმავლობაში ამერიკულ დოლარით ანგარიშსწორების წილი 52%-დან 34%-მდე შემცირდა, ევროთი კი – 35%-დან 19%-მდე, ჩინური იუანისთვის ეს მაჩვენებელი 0.4%-დან 14%-მდე გაიზარდა.
ასევე, თავისუფალი რუსეთის ფონდის ანგარიშის თანახმად, ჩინეთი რუსეთისთვის ნახევარგამტარებისა და მიკროჩიპების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო გახდა. ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ჩინეთიდან რუსეთში დრონების იმპორტზეც წერს.
საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში აშშ-მ ჩინურ კომპანიებს რუსეთის სამხედრო ძალის მხარდაჭერისთვის სანქციები პირველად დაუწესა. მართალია, აქ ჩინეთის სახელმწიფო არ დაუდანაშაულებიათ, თუმცა ეს მკაფიო გზავნილი იყო, რომ რუსეთის სამხედრო დახმარებას უპასუხოდ არ დატოვებდნენ.
მას შემდეგ უკვე 2023 წლის იანვრის ბოლოს ვაგნერის ჯგუფისთვის უკრაინის სატელიტური ფოტოების მიწოდებისთვის აშშ-მ ჩინურ კომპანიას Spacety China სანქციები დაუწესა. ამავე პერიოდიდან ჩნდება ცნობები რუსეთისთვის ჩინეთის სავარაუდო სამხედრო დახმარებაზე. ახალი ამბების სააგენტო ბლუმბერგის წყაროების ინფორმაციით, აშშ-მ ჩინეთს მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეატყობინა, რომ ზოგიერთი ჩინური სახელმწიფო კომპანიები შესაძლოა დახმარებას უწევდეს რუსეთს. ამავე ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები თანხმდებიან, რომ „ჩინეთი რუსეთის მხარდასაჭერად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ადრე აკეთებდა“. ჩინური კომპანიების მიერ რუსეთის ეკონომიკურ და არალეტალურ სამხედრო სავარაუდო დახმარებაზე არაერთ დასავლურ მედიაში წერენ. თებერვლის დასაწყისში კი უოლ-სტრიტის გაზეთში რუსეთის მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სახელმწიფო თავდაცვის კომპანიები რუსეთის მთავრობის საკუთრებაში არსებულ სანქცირებულ თავდაცვის კომპანიებს სანავიგაციო აღჭურვილობას, კომუნიკაციების ჩამხშობ ტექნოლოგიასა და გამანადგურებლის ნაწილებს უგზავნიდა.
თებერვლის ბოლოს აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდებას განიხილავდა, რათა მხარი დაეჭირა უკრაინაში რუსეთის აგრესიისთვის. ამასთან, ვაშინგტონ პოსტი აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებით დახმარებას განიხილავდა. აშშ-ს მხარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მსგავს დახმარებას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. 26 თებერვლის მონაცემებით, აშშ-ს ოფიციალური პირების განმარტებით, ჩინეთს ეს ხაზი ჯერ არ გადაუკვეთია.
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთი და ჩინეთი სამხედრო პარტნიორობას აგრძელებენ. რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის მაისში რუსეთმა და ჩინეთმა პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნა ბომბდამშენებით ჩაატარეს მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის (QUAD) წევრი ქვეყნების ლიდერებთან ტოკიოში შეხვედრას მართავდა. ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგში ჩართულნი არიან აშშ, იაპონია, ინდოეთი და ავსტრალია. მიიჩნევა, რომ თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის შესანარჩუნებლად შექმნილი QUAD-ის მიზანი რეგიონში ჩინეთთან გამკლავებაა, რუსეთ-ჩინეთის წვრთნა კი მის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებად იქნა აღქმული. გასულ წელს ჩინეთმა რუსეთში ჩატარებულ არაერთ სამხედრო წვრთნაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის თავზე კი ჩინეთმა და რუსეთმა სამხრეთ აფრიკასთან ერთად ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
ყველაფერთან ერთად, ომის დაწყებისთანავე ჩინეთი რუსეთს დიპლომატიურ მხარდაჭერას უცხადებს და უკრაინის საკითხზე პრორუსულ და ანტიდასავლურ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას იმეორებს.
სექტემბერში, მაშინ, როდესაც უკვე დიდი ხნის ცნობილი იყო რუსეთის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები, ჩინეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსმა, ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარემ ლი ჭანშუმ რუსეთში ვიზიტისას თქვა: „რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების საკითხებში ჩვენ ასევე ყოველთვის გამოვხატავთ მხარდაჭერასა და გაგებას. მაგალითად, უკრაინის საკითხზე“. 2022 წლის ბოლოს კი ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართულ ვირტუალურ შეხვედრაში სიმ რუსეთი „პროგრესულ ძალებს“ შორის მოიხსენია. მან ასევე გამოთქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის წინ წაწევის სურვილი, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგიის, საფინანსო, ინფრასტრუქტურის სფეროებში. „ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველი კოორდინაციის სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ეპოქისთვის უფრო მომწიფებული და გამძლე გახდა“ - უთხრა სიმ პუტინს.
ამ მხრივ, ერთი შეხედვით, გამონაკლისად გამოიყურება გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და სი ძინფინგის შეხვედრის შესახებ ჩინეთის განცხადება, სადაც წერია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ბირთვული იარაღის გამოყენებას უნდა შეეწინააღმდეგოს. ამის მთავარი მიზეზი უნდა იყოს ის, რომ 2022 წლის ბოლოდან შიდა პრობლემების გამო ჩინეთმა, მართალია, მოკლე ვადით, თუმცა სცადა დასავლეთთან რიტორიკულად მეტად თავშეკავებული ყოფილიყო. ყველაფრის მიუხედავად, საყურადღებოა ის, რომ ბირთვულ იარაღზე ჩინეთის განცხადებაში რუსეთი მაინც არ ყოფილა ნახსენები.
ომს ორი ქვეყნის ლიდერის პირად კომუნიკაციაზე არ უმოქმედია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პუტინისა და სის შორის გამართული არაერთი სატელეფონო საუბრის გარდა, ისინი ერთმანეთს სექტემბერში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში სამარყანდში შეხვდნენ. მაშინ სიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთთან იმუშავებდა, რათა „ერთმანეთის ძირეულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე ძლიერი ურთიერთდახმარება“ გაეფართოებინა. პუტინმა სი რუსეთში გაზაფხულზე მიიწვია: „ჩვენ თქვენ გელოდებით, პატივცემულო თავმჯდომარევ, ძვირფასო მეგობარო…“ სის ჩასვლის შემთხვევაში ეს მათი მე-40 შეხვედრა იქნება. სი პირისპირ ყველაზე მეტჯერ სწორედ რუსეთის ლიდერს შეხვედრია. შედარებისთვის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ სისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარიც არ გამართულა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს სურვილი არაერთხელ გამოუხატავს.
ამასთან, მაშინ, როდესაც ბაიდენი უკრაინას ეწვია და ზელენსკისთან შეხვედრა გამართა, მალევე, ჩინეთის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი, ვანგ ი, რუსეთში პუტინს შეხვდა. ვანგ იმ თქვა, რომ ჩინეთი მზად იყო რუსეთთან ემუშავა პოლიტიკური ურთიერთნდობის გაღრმავებისთვის, სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებისთვის, პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოებისა და „ორივე ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად“.
უმცროსი პარტნიორი
სი ძინფინგი და ვლადიმირ პუტინი, ვლადივოსტოკი, რუსეთი, 2018 წელი.
წყარო: TASS/REUTERS
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს და რუსეთს ერთმანეთთან ურთიერთობის საერთო ინტერესები აქვთ, მათ ურთიერთობაში დომინანტი ჩინეთია. რუსეთის ჩინეთზე დამოკიდებულება ბოლო რამდენიმე წელია არსებობს, ხოლო სანქციების ფონზე 2022 წლიდან ეს დამოკიდებულება უფრო იზრდება.
ზემოაღნიშნულ ვაჭრობას რომ შევხედოთ, 2022 წელს ქვეყნების ორმხრივი ვაჭრობა ჩინეთის ვაჭრობის მოცულობის სულ რაღაც 3%-ს შეადგენდა. 2021 წელს ეს მონაცემი რუსეთის ვაჭრობისთვის 18% იყო და 2022 წელს, სავარაუდოდ, გაზრდილია, თუმცა უცნობია რამდენად, რადგან 2022 წლის აპრილში რუსეთმა ექსპორტ-იმპორტის მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა. ამასთან ერთად, შეღავათიან ფასად რუსული ენერგიის შეძენით ჩინეთი მხოლოდ ხეირობს, რუსულ ენერგორესურსებს კი ჩინეთთან ვაჭრობაში მნიშვნელოვანი წილი უკავია.
იუანის ფართო მიმოქცევაში არსებობაც ჩინეთის გრძელვადიანი ინტერესია, რაშიც რუსეთს წვლილი სულ უფრო მეტად შეაქვს, თუმცა რუსეთთან მიმართებით პეკინისთვის ის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ რუსეთის ჩინურ ვალუტაზე დამოკიდებულება იზრდება.
რუსეთთან ურთიერთობაში ჩინეთის დომინანტობა ზოგ დიპლომატიურ განცხადებებშიც იკითხება. მაგალითად, დეკემბერში, სისა და პუტინის ვირტუალური შეხვედრისას, რუსეთის განცხადების მიხედვით, პუტინმა ახსენა ქვეყნებს შორის თავდაცვასა და სამხედრო ტექნოლოგიებში თანამშრომლობა, ჩინეთის განცხადებაში კი ამგვარი არაფერი იძებნება.
ამ ტრაექტორიით რუსეთზე ჩინეთის გავლენის ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს. მოვლენების ამგვარი განვითარების დროს ჩინეთს შანსი ექნება თავისი ინტერესები გაატაროს იქ, სადაც ადრე რუსეთისთვის ანგარიშგასაწევი პოზიცია შესაძლოა მეტ-ნაკლებად აბრკოლებდა. მაგალითისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც მართალია, ჩინეთის გავლენა აქამდეც მზარდი იყო, განსაკუთრებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა რუსეთი კვლავ დომინანტ ძალად რჩებოდა. რუსეთის ჩინეთის უმცროს პარტნიორად გარდაქმნის ფონზე, ამგვარ საკითხებში ძალთა ბალანსის შესაძლო ცვლილება გამორიცხული არ არის.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მთლიანობაში, რუსეთისა და ჩინეთის მისწრაფებებიდან გამომდინარე, მათ კავშირს საფრთხე დიდხანს არ დაემუქრება. ამრიგად, ილუზიაა, რომ, მაგალითად, პეკინს რუსეთ-უკრაინის ომში მედიატორის როლის შესრულება შეეძლება, რადგან პეკინის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და ის პრორუსულია. მართალია, ჩინეთის ინტერესის გამო მათი დღევანდელი კავშირი ნაკლებად დახასიათდება, როგორც „უსაზღვრო მეგობრობა“, მეტიც, როგორც აღინიშნა, ასიმეტრიულ ურთიერთობაში მოსკოვის პეკინზე მზარდ დამოკიდებულებას ეს უკანასკნელი თავის სასარგებლოდაც გამოიყენებს. თუმცა, მანამ, სანამ ორივეს აღქმაში დასავლური სამყარო და, განსაკუთრებით, აშშ მათი უმთავრესი მეტოქეა, ორმხრივი კავშირი ურღვევად გაგრძელდება.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე