რონდელის ბლოგი
ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
თეონა ლავრელაშვილი, ბელგიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მოლდოვასა და უკრაინას. ეს იყო ერთგვარი შეხსენება, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა. თუმცა, მართალია, ივნისში საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებები ოფიციალურ გადაწყვეტილებაში შეუმჩნეველი დარჩა, წყლის ჭავლთან მდგარი ქართველი ქალის სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა. უფრო მეტიც, ეს ფოტო, რომელზეც ქალი „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ევროკავშირის დროშას შემართებით აფრიალებს, საქართველოს ევროპული მომავლის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
ქართული და ევროკავშირის დროშების შთამბეჭდავი ფრიალით მსოფლიომ ირწმუნა, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული ღირებულებებისათვის სათანადოდ უნდა დაფასდეს. მართალია, საპროტესტო აქციას ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხა, მაგრამ ხალხის ძალამ და საერთაშორისო ზეწოლამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება, შეეცვალა გზა. მმართველმა პარტიამ ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უმალვე უკან გაწვევა გადაწყვიტა.
აღნიშნული კანონპროექტის მიღებით საქართველოს დემოკრატია დიდი ნაბიჯით დაიხევდა უკან. წინააღმდეგობრივი კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევდათ თავი უცხოურ აგენტებად გამოეცხადებინათ. მიღების შემთხვევაში, ეს კანონი უდავოდ შეზღუდავდა პრესის თავისუფლებას და ჩაახშობდა კიდეც სამოქალაქო საზოგადოების ხმას.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა - ჯოზეფ ბორელმა - მმართველი პარტიის ეს განზრახვა შეაფასა, როგორც „შეუთავსებელი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“. ბორელმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმასაც, რომ ეს ნაბიჯი „ეწინააღმდეგება საქართველოს განცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა“. უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში და კომისიის ვიცე-პრეზიდენტი არ მოერიდა ეთქვა, რომ კანონპროექტის საბოლოო მიღებას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვებოდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის. ეს შედეგები შესაძლოა მართლაც მძიმე ყოფილიყო – მაგალითად, სავარაუდოა, რომ ევროკავშირი ცალსახად ეტყოდა უარს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე (ევროკავშირი ამ საკითხს 2023 წლის ოქტომბერს ევროკომისიის გაფართოების პაკეტში განიხილავს), ან შეწყვეტდა ფინანსური დახმარების დიდ ნაწილს, ან შეაჩერებდა „ჰორიზონტის“ პროექტებში საქართველოს მონაწილეობას, ასევე, მოვლენების განვითარების მიხედვით, მოსალოდნელი იყო, რომ გაბათილებულიყო საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას 2022 წლის ივნისში მიენიჭა.
ბორელი მიესალმა კანონპროექტის უკან გატანას. მის ტვიტერზე ვკითხულობთ: „განცხადება გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ კარგის ნიშანია. ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“.
აღსანიშნავია, რომ სახალხო რეაქციამ კანონპროექტის ირგვლივ გამოკვეთა ევროკავშირის რბილი ძალის მნიშვნელობა საქართველოში. მიუხედავად ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების არარსებობისა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. საქართველოს ეს საგარეო კურსი დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით. ამ კურსის გადახვევის საფრთხის საპასუხოდ კი თბილისის ქუჩები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ საქართველოს ევროპული კურსი არ დადგეს საფრთხის წინაშე?
პირველ რიგში, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რიტორიკა, რომ პირობითობის პრინციპი სამოქალაქო სექტორისა და მედიის თავისუფლების შენარჩუნების მიზნით სისტემური იქნება.
მეორე, მკაფიოდ უნდა ახსნას კანონპროექტის მოდელის შეუსაბამობა ევროკავშირის წევრობის პრინციპებთან. მსგავსი კანონმდებლობა მიიღეს რუსეთში 2012 წელს და გამოიყენეს უფლებადამცველების და კრიტიკული საინფორმაციო ორგანიზაციების შესავიწროებლად. ბოლო თვეებში ყირგიზეთის და ყაზახეთის კანონმდებლებმა, დიდი ალბათობით რუსული პროტოტიპის გავლენით, მსგავსი კანონის შემოტანა მოისურვეს, რომელიც მთავრობას ახალ უფლებამოსილებას ანიჭებს – უფლება დახუროს მედიასაშუალებები.
მესამე, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი პოლიტიკური, დიპლომატიური და არაფორმალური არხები, რათა ხელი შეუწყოს დიალოგის პროცესს პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტორებს შორის, ასევე ევროკავშირმა უნდა გადახედოს და გააუმჯობესოს დემოკრატიის მხარდაჭერის მეთოდები საქართველოში.
კანონპროექტი ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებული თორმეტი ძირითადი რეკომენდაციიდან, სულ მცირე, ორს უთხრის ძირს. ერთი, რომ მკვეთრად ასუსტებს საქართველოს ძალისხმევას შეიქმნას თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. მეორე – კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველომ სწრაფად გააძლიეროს მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანის უფლებების დაცვა, აღნიშნული კანონპროექტი კი სრულიად საპირისპიროდ იმოქმედებდა ბევრი მათგანისთვის „უცხო აგენტის“ იარლიყის მინიჭებით.
უნდა აღინიშნოს ისიც, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მოპყრობის საკითხი რჩება საქართველოს მთავრობის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების ლაკმუსის ტესტად, როგორც ეს ევროპარლამენტმა ხაზგასმით აღნიშნა. საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გაუწიოს მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება და პატივი სცეს მის ფუნდამენტურ უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას, ქვეყნის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
საქართველო შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიაა. აქ 2012 ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა. მშვიდობიანი ტენდენციები და დემოკრატიის განვითარება საქართველოს პროგრესისთვის გადამწყვეტია. სამწუხაროდ, მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ ქმედებებს შეეძლო ქვეყანა აღმოსავლეთის სამეზობლოს „ვარდიდან“ ეკლიან მცენარედ ექცია. ახლა არის გადამწყვეტი დრო, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, ახალგაზრდობასა და სამოქალაქო აქტორებს განახლებული ძალისხმევითა და გზებით, რათა ქვეყანას ევროკავშირში წევრობის ოცნება ღამის კოშმარად არ ექცეს.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ომი და საქართველო
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე