რონდელის ბლოგი
რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
მარიამ მაჭარაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
რუსეთის ომი უკრაინაში კვლავაც რჩება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად. ომის პირველივე დღიდან უკრაინისათვის გაწეული დასავლეთის დახმარება საგრძნობლად გაიზარდა. ამასთან, შეშფოთება, დაიღალნენ თუ არა ომისგან აშშ და დასავლელი მოკავშირეები, რამდენიმე სტატიაში გაჟღერდა. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ხაზი გაუსვა ამ საკითხს ინტერვიუებში და აღსანიშნავია, რომ უკრაინელებიც წუხან, რომ მათი მხარდამჭერები არ დაღალოს ამ ომმა.
ომით დაღლის შესახებ მსჯელობა მომდინარეობს ამერიკული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიდან, რომლებიც ჩაატარა ჩიკაგოს გლობალურმა საქმეთა საბჭომ, IPSOS-მა, Wall Street Journal-მა და რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდმა და ინსტიტუტმა. ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა (60%-მდე) კვლავ უკრაინის გვერდით დგომასა და ამერიკული დახმარების გაწევას უჭერს მხარს. თუმცა, ამერიკელთა აზრი გაიყო იმასთან დაკავშირებით, უნდა მოუწოდოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მშვიდობიანი შეთანხმებისკენ (47%, გაზრდილია ივლისის 38%-თან შედარებით) თუ უნდა გააგრძელოს კიევის დახმარება სადამდეც ის მას დასჭირდება (48%, შემცირებულია 2022 წლის ივლისის 58%-თან შედარებით). ამ საკითხში შესამჩნევია პარტიული განხეთქილება: რესპუბლიკელები უფრო მეტად არიან გაყოფილი, როდესაც საქმე მხარდაჭერას ეხება, ვიდრე დემოკრატები. რესპუბლიკელების მხოლოდ 33%-მა და დემოკრატთა 61%-მა დაუჭირა მხარი უკრაინის დახმარებას, სადამდეც ის მას დასჭირდება (50% და 68% ივლისში, შესაბამისად), ხოლო რესპუბლიკელების 63% მოუწოდებს უკრაინას მშვიდობიანი შეთანხმებისკენ (46% ივლისში). ეს რიცხვები მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც კევინ მაკკარტიმ და რესპუბლიკურმა პარტიამ 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა კონტროლი წარმომადგენლობით პალატაში.
ამ შედეგებიდან გამომდინარე, ჩნდება შემდეგი კითხვა: იზრდება თუ არა აშშ-ის დაღლა უკრაინის მხარდაჭერით რუსეთის წინააღმდეგ?
ასეთი შეხედულებები შეესაბამება რუსეთის ნარატივს, რომ დასავლეთი თანდათან შეამცირებს უკრაინის მხარდაჭერას. რუსეთს მიაჩნია, რომ უკრაინა დიდხანს არ დარჩება პრიორიტეტთა სიაში და ომით დაღლა, მათ შორის, შეშფოთება ენერგიის ფასებთან და შესაძლო ბირთვულ ესკალაციასთან დაკავშირებით, მომწიფდება. ამიტომ ომის გახანგრძლივება რუსეთის ინტერესებში შედის, რომ მოიკრიბოს ძალები და მოწინააღმდეგე გამოფიტოს. გარდა ამისა, პუტინი ხედავს გაჭიანურებულ კონფლიქტს, როგორც რუსული საზოგადოების კონსოლიდაციის გზას ეროვნული ლიდერის გარშემო. ამიტომ ომით დაღლა არის ნარატივი, რომლის გაყიდვაც რუსეთს სურს თავისი მიზნების განსახორციელებლად. მიუხედავად ამისა, რუსეთის მიდგომა გაჭიანურებული კონფლიქტებისადმი უკვე ცნობილია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის. როდესაც წარსული გამოცდილება აშკარაა და ომი გრძელდება, შესაძლოა, წლები გავიდეს, სანამ ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერის შემცირებამ ნამდვილად გამოიწვიოს პოლიტიკის ცვლილება.
გამოკითხვები ყოველთვის ზუსტად არ ახდენდა გავლენას ამერიკის საგარეო საქმეებზე. გასულ საუკუნეშიც კი მიღწეული იქნა ფართო შეთანხმება („ალმონდ-ლიპმანის კონსენსუსი“) იმის თაობაზე, უნდა მიჰყვეს თუ არა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა საზოგადოებრივ გამოკითხვებს და საბოლოოდ ეს გამოკითხვები ჩაითვალა არაადეკვატურად, რომელთაც აკლია თანმიმდევრულობა და სტაბილურობა. ამასთან, 21-ე საუკუნეში, მიუხედავად წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციების პრეტენზიებისა, რომ „deep state” ხელს უშლის მათ საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს, ფაქტია, რომ ამერიკელებმა, უმეტესწილად, თავიანთ ლიდერებს უფრო მეტი თავისუფლება მისცეს საერთაშორისო, ვიდრე საშინაო საკითხებში.
აშშ დღემდე რჩება უკრაინის უსაფრთხოების უდიდეს პროვაიდერად და ეს ფაქტი ძირს უთხრის ომით დაღლის შესახებ ეჭვს. შეერთებულმა შტატებმა ყირიმის ანექსიის შემდეგ 29,9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო უსაფრთხოებისთვის, რათა დაეხმაროს უკრაინას „ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში, საზღვრების დასაცავად და ნატოსთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად“. 2020 წელს კონგრესმა პატრიოტის რაკეტები და $45 მილიარდი დაამტკიცა, როგორც მთავრობის უფრო მეტი დაფინანსების კანონპროექტის ნაწილი. 2023 წლის იანვარში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ”DOD გადასცემს ბრედლის საბრძოლო მანქანებს უკრაინას”. გასული წლის განმავლობაში ამერიკის დახმარება უკრაინის მიმართ ორპარტიული იყო. რესპუბლიკელებმაც და დემოკრატებმაც მხარი დაუჭირეს კიევისთვის დახმარების პაკეტების მიწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები აკონტროლებენ პალატას და სპიკერმა მაკკარტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არ მიიღებს „ცარიელ ჩეკს“, წამყვანი რესპუბლიკელები კვლავ უკრაინის დაფინანსებას და შეიარაღებას უჭერენ მხარს. უფრო მეტიც, შეიარაღებული ძალებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ახალი რესპუბლიკური თავმჯდომარეები კიევის ძლიერი მხარდამჭერები არიან. როგორც ჩანს, განხილვის მთავარი საგანი თავად დახმარება კი არ არის, არამედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, თუ როგორ ხდება ამერიკული დახმარების გამოყენება საზღვარგარეთ. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მდგომარეობის შესახებ 2023 წლის გამოსვლაში პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ორ მნიშვნელოვან საკითხს: ა) აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი, სანამ ის მას დასჭირდება; ბ) ორპარტიული ერთობლივი პოზიციის მნიშვნელობა.
გარდა ამისა, უკრაინაში ომი მხოლოდ ერთი წელია გრძელდება და თუ მას ხანგრძლივობით შევადარებთ აშშ-ის ომებს ვიეტნამში, ერაყსა და ავღანეთში, ომით დაღლაზე საუბარი ნაადრევია. გარდა ამისა, აშშ ომში საკუთარ ცოცხალ ძალას არ კარგავს და არც რუსეთის ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ-ში გაზის ფასი რამდენიმე ცენტით შემცირდა და ამის შედეგად ამერიკელები არც მეტ გადასახადს იხდიან. ამრიგად, უკრაინის დახმარება არ არის ტვირთი რიგითი მოსახლეობისთვის. ასევე საგულისხმოა, რომ, გამოკითხვების მიხედვით, განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ დაფიქსირდა გასული წლის პირველ ნახევარში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა კიევს და აქტიურად ბომბავდა სხვა ქალაქებსაც. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმების გააქტიურებამ (როგორც ცოტა ხნის წინ პუტინმა განაცხადა) კვლავ შეცვალოს გამოკითხვის შედეგები უკრაინის მხარდაჭერის სასარგებლოდ.
საბოლოოდ, უკრაინაზე თავდასხმით რუსეთი თავს დაესხა დასავლეთს, დემოკრატიას და ლიბერალურ ღირებულებებს. ლიდერებმა უნდა შეახსენონ თავიანთ საზოგადოებებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ ნიშნავს უბრალოდ ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, არამედ, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ესაა დაეხმარონ „ყველას, ვინც აფასებს თავისუფლებას და სამართლიანობას, ვინც მას ისევე აფასებს, როგორც ჩვენ, უკრაინელები“. რუსეთის გამარჯვება ნიშნავს დასავლეთის ერთობლივი ძალისხმევის დამარცხებას, ხოლო აგრესიისადმი ინტერესის შესუსტება რუსეთს გზას გაუხსნის შემდეგი ექსპანსიისკენ. ნაადრევია საუბარი ამერიკის უკრაინის ომით დაღლაზე, რაც უფრო მითია, ვიდრე რეალობა. ბაიდენის ვიზიტმა კიევში და კიდევ უფრო მეტი დახმარების გამოყოფის შესახებ განცხადებამ აჩვენა აშშ-ის მტკიცე ერთგულება უკრაინის მიმართ და საზოგადოებრივი აზრის კვლევები იშვიათად თუ ცვლის ამერიკის საგარეო პოლიტიკას მოკლევადიან პერსპექტივაში. ამრიგად, როგორც სამხედრო მოქმედებები იცვლება ბრძოლის ველზე, ისევე იცვლება მსჯელობა ომისა და დასავლეთის დახმარების შესახებ.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?