რონდელის ბლოგი
რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
2023 წლის 10 მარტს სამმა ქვეყანამ - ჩინეთმა, ირანმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც თეირანსა და ერ-რიადს შორის ურთიერთობებს არეგულირებს.
რატომაა მნიშვნელოვანი ჩინეთის ეს ინიციატივა და რას შეიძლება ველოდოთ მისგან?
სამმხრივი დოკუმენტის გაფორმებისას
ირანი (რომელიც შიიტური სამყაროს ლიდერად მიიჩნევა) და საუდის არაბეთი (რომელიც სუნიტური არაბული სამყაროს ჰეგემონად მიიჩნევა), როგორც ერთმანეთთან დაპირისპირებული მძიმეწონოსანი რეგიონული ლიდერები, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ მდგარან სერიოზული სამხედრო კონფლიქტის დაწყების საფრთხის წინაშე, რომელსაც შეეძლო აეფეთქებინა მთელი ახლო აღმოსავლეთი.
ისინი დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს ე.წ. „proxy-ებით“ (ადგილზე საკუთარი მომხრეების საშუალებით) უპირისპირდებოდნენ იემენში, ლიბანში, სირიაში, სპარსეთის ყურეში, ღაზის სექტორსა და სხვა ადგილებში და ამ დაპირისპირებას არა მხოლოდ დიდი მსხვერპლი მოსდევდა, არამედ კოლოსალური თანხები (ათობით მილიარდი აშშ დოლარი) ჯდებოდა. თან არცერთ მხარეს არ გააჩნდა გადამწყვეტი უპირატესობა, რის გამოც ეს კონფლიქტები დროში იწელებოდა და არაერთ დამატებით პრობლემას წარმოშობდა როგორც ირანისთვის, ისე საუდის არაბეთისთვის.
ირან-საუდის არაბეთის დაპირისპირების სტრუქტურა
ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ირანი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ ორი თვის განმავლობაში აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები (გახსნან საელჩოები), რომელიც შეწყვეტილია 2016 წლის ინციდენტის შემდეგ (მაშინ ირანელმა დემონსტრანტებმა, რომლებიც საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო ლიდერის ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯას აპროტესტებდნენ, შეტევა მიიტანეს საუდის არაბეთის საელჩოზე).
საუდელები მოელიან, რომ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტები შეწყვეტენ თავდასხმას საუდის არაბეთზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულ ზიანს აყენებდა საუდის არაბეთის ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას (მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობასა და ნავთობის ტრანსპორტირებას). საერთო ჯამში, იემენში 2014 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომს, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ ჩართული არიან ირანიც და საუდის არაბეთიც, დღემდე 377 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მისი დასრულება ბევრი აქტორის ინტერესშია.
თეირანს კი სურს თავი დააღწიოს საერთაშორისო იზოლაციას, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ და რეპუტაციულ ზიანს აყენებს ირანს.
პეკინის ინტერესია, საკუთარი ეკონომიკის განვითარებისთვის გარანტირებული ჰქონდეს ნავთობის უწყვეტი მიწოდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან (რაც ვერ მოხდება, მაგალითად, ირან-საუდის არაბეთის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში). ეს შეთანხმება კი ცალსახად ამცირებს ირან-საუდის არაბეთის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების დაწყების საფრთხეს.
ჩინეთს ასევე სურს თავად შექმნას შეერთებული შტატების ერთგვარი ალტერნატივა და უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალურ საკითხებში (სი ძინპინის ამასწინდელი ვიზიტიც მოსკოვში ამ თეზისს ამყარებს).
აქამდე ბევრი შუამავალი ეცადა ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ და ეს ბოლოს ჩინეთს გამოუვიდა (მას ამისთვის სამთვიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა). მაგრამ რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩნდება ბუნებრივი კითხვა: იქნება კი ეს პროცესი წარმატებული?
ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბევრი ხილული თუ უხილავი ფაქტორი არსებობს, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული კითხვები გააჩინოს ჩინეთის წამოწყებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ფაქტობრივად პირველად ჩაერთო აქტიურად ახლო აღმოსავლეთის საქმეებში, ანუ მას ამ რეგიონში მოქმედების ნაკლები გამოცდილება აქვს.
გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ჩინეთს შეზღუდული აქვს ბერკეტები, რითაც გავლენას მოახდენდა პროცესის მიმდინარეობაზე. მართალია, საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტის 28% ჩინეთზე მოდის, მაგრამ ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გამო ძალზე შეზღუდულია ვაჭრობის მოცულობა ჩინეთსა და ირანს შორის (მაგალითად, ირანის ექსპორტი ჩინეთში 2022 წლის მარტიდან ოქტომბრამდე მხოლოდ 9,2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა).
ასევე საგულისხმო ფაქტია, რომ ჩინეთს, მისი მთავარი კონკურენტის – აშშ-სგან განსხვავებით, არასოდეს მიუღია მონაწილეობა რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაში. მისი სამხედრო ბაზა მხოლოდ ჯიბუტშია, ანუ პროცესებზე შესაძლო გავლენის მიზნით მას არ გააჩნია რეალური სამხედრო ბერკეტები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
შუამავლის როლისთვის კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მხარეების მიერ ჩინეთის ქმედებების აღქმაა. მაგალითად, საუდის არაბეთში ბევრი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ 2021 წელს პეკინმა 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა თეირანთან. მეორე მხრივ, ირანელებიც უკმაყოფილო დარჩნენ ჩინეთის განცხადების გამო, რომელიც ძირს უთხრიდა თეირანის პოზიციას ჰორმუზის სრუტეში მდებარე 3 სადაო კუნძულის კუთვნილებასთან დაკავშირებით.
მაგრამ ამის მიუხედავად, ჩინეთს გადაწყვეტილი აქვს კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას ახლო აღმოსავლეთის მომავალთან დაკავშირებით. მაგალითად, ის აპირებს სამიტის ჩატარებას არაბი მონარქებისა და ირანის მონაწილეობით.
ჩინეთის ამ აქტიურობას ყურადღებით აკვირდება შეერთებული შტატები. იგი ოფიციალურად მიესალმა კიდეც ამ ინიციატივას, რადგან ვაშინგტონის ინტერესებშია სტაბილურობა რეგიონში. თუმცა, აქვე ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: პეკინის გავლენის გაზრდა ახლო აღმოსავლეთში ხომ არ ხდება ვაშინგტონის ხარჯზე? ცხადია, რომ მომავალში ამ კითხვაზე ფიქრი და პასუხის გაცემა მოუწევთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეერთებულ შტატებში.
ბუნებრივია, მოვლენების განვითარებას ახლოდან აკვირდება ისრაელიც. პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით, „ამერიკისა და ისრაელის სისუსტემ“ წაახალისა ერ-რიადი, რათა ამ უკანასკნელს მიემართა სხვა არხებისთვის. ცხადია, რომ ირან-საუდის არაბეთის დაახლოება ბუნდოვანს ხდის როგორც ისრაელ-არაბების დაახლოების პროცესს, ისე - საერთო ფართო ანტიირანული კოალიციის შექმნის პერსპექტივებს.
დასკვნები:
- ჩინეთმა ისარგებლა იმ ერთგვარი დიპლომატიური ვაკუუმით, რომელიც რეგიონში შეიქმნა ბოლო 1 წლის განმავლობაში, როდესაც ვაშინგტონისა და მოსკოვის (რომელიც განსაკუთრებით 2015 წლიდან აქტიურად ჩაერთო სირიისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის საქმეებში) დროისა და ენერგიის უდიდესი ნაწილი მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომისაკენ. პეკინმა შეძლო მნიშვნელოვანი შუამავლის როლის შესრულება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში;
- შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის, არამედ იგი ასევე შეიძლება შეეხოს ირანის ურთიერთობებს სპარსეთის ყურის პატარა, მაგრამ მდიდარ არაბულ ქვეყნებთან, სადაც დიდია საუდის არაბეთის გავლენა;
- ხელმოწერილი განცხადება არ აგვარებს ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მხარეები არ ჩაერევიან ერთმანეთის შიდა საქმეებში“, თუმცა მასში საუბარი არაა რეგიონულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. შესაბამისად, ღია რჩება საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გააგრძელებენ ეს ქვეყნები ურთიერთობებს საკუთარ ე.წ. „proxy“-ებთან, რომლებიც მათი საგარეო პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ამგვარად, ირანსა და საუდის არაბეთს შორის კვლავ რჩება მთელი რიგი საკითხებისა (მაგალითად, სირია, ერაყი და ლიბანი), სადაც მხარეებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები უკავიათ;
- ხელმოწერილი დოკუმენტი არის ერთგვარი „განზრახულობათა დეკლარაცია“. საჭიროა გარკვეული დრო იმის გასარკვევად, თუ რამდენად ნიშნავს მისი გაფორმება დეესკალაციის დაწყებას რეგიონში. შესაბამისად, მოგვიანებით გამოჩნდება რამდენად სიცოცხლისუნარიანი და ეფექტიანი შეიძლება იყოს ეს დეკლარაცია;
- რეგიონში არაერთი პრობლემა არსებობს (მათ შორის, ირანის მიმართ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციები, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სირთულეები, სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესები და ა.შ.), რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ზემოხსენებულ განზრახულობათა სისრულეში მოყვანას;
- ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში გააქტიურებით ერთგვარ რისკზეც მიდის. თუ მისი ინიციატივები წარუმატებელი გამოდგა, მას შეიძლება შესამჩნევი რეპუტაციული ზიანი მიადგეს, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში;
- პეკინის ინიციატივით დაწყებული ირან-საუდის არაბეთის დაახლოების პროცესის წარმატების შემთხვევაში, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს მოუწევთ ახლო აღმოსავლეთის მიმართ ახალი სტრატეგიის შემუშავება.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- მეჯლისის არჩევნები ირანში - პოლიტიკური წინაპირობები და შედეგები
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?