რონდელის ბლოგი
კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
ბოლო დროს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკებში რუსეთის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურება შეინიშნება. კერძოდ, კრემლმა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებში სასურველი კანდიდატის გამარჯვება უზრუნველყო; სწრაფი ტემპით, თუმცა გარკვეული ხარვეზებით, მიმდინარეობს სამხედრო თანამშრომლობის განვითარება; ყველაზე საყურადღებო კი კრემლის საკადრო პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საჯარო მოხელეებს/დიპლომატებს შეეხოთ. ბოლო ორი თვის განმავლობაში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩად“ მარატ კულახმეტოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა პოლიტიკოსად მიჩნეული ინალ არძინბა დანიშნეს. კრემლის ვარაუდით, ახალმა კადრებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან ინტეგრაციის მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყონ.
„არჩევნების“ კონტროლი
კრემლის როლი ღიად გამოიკვეთა 2017 წლის 9 აპრილს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. წინასაარჩევნო კამპანიისა და პოსტსაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ვლადისლავ სურკოვი იყო, რომელიც 2013 წლის 20 სექტემბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეა. სურკოვი კრემლში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. სურკოვის როლი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობდა.
არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც, რომელმაც კანდიდატად დარეგისტრირება ვერ მოახერხა იმ მიზეზით, რომ იგი ბოლო ხუთი წელი მუდმივად არ ცხოვრობდა ცხინვალში. კოკოითიმ 2017 წლის 4 მარტს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სურკოვს დასდო ბრალი. კოკოითიმ სურკოვს „თაღლითი“ უწოდა, რომელიც, მისი შეფასებით, ისე მოქმედებდა, „თითქოს სამხრეთ ოსეთის მეპატრონე იყო“. კოკოითიმ მის წინააღმდეგ მუშაობაში სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი ფილატოვი და დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ოლეგ გოვორუნი დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე საპრეზიდენტო კანდიდატი რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვისადმი სურკოვის სიმპათიები აშკარა იყო. არჩევნების დასრულების შემდეგ, ინაუგურაციამდე, სურკოვი პირადად შეხვდა გამარჯვებულ ანატოლი ბიბილოვს და მის გამარჯვებას „პროგნოზირებადი და დამაჯერებელი“ უწოდა.
ანატოლი ბიბილოვის არჩევიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში, 8-9 ივნისს, სურკოვი კვლავ ეწვია ცხინვალს. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრაზე სურკოვმა ხაზი გაუსვა, რომ „ინტეგრაცია უნდა იყოს უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი“. სურკოვმა შეხვედრის დროს ინტეგრაციის არსებული დონეც დაიწუნა.
სამხედრო გავლენის გაზრდა
ბოლო სამი თვე რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო მიმართულებითაც აქტიურობს. 2017 წლის 26 ივნისს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრაზე რუსეთში შს მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა განაცხადა, რომ „ცხინვალში საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა გადაწყვეტილი საკითხია“. ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 4 ივლისს მოეწერა ხელი. მინისტრის მოადგილის თქმით, ცენტრის გასახსნელად დაფინანსება არსებობს და მხოლოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი. რუსეთმა მსგავს შეთანხმებას 2017 წლის 18 მაისს სოხუმთანაც მოაწერა ხელი, რასაც აფხაზეთის პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოების მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა. სოხუმის წინააღმდეგობის შედეგად, სოხუმში ცენტრს უფრო ნაკლები უფლებამოსილება ექნება, ვიდრე ცხინვალში.
ახალი კადრი („დობერმანი“) პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
შიდა პოლიტიკური პროცესების კონტროლისა და სამხედრო შეთანხმებების განხორციელების თვალსაზრისით, კრემლს ცხინვალისგან განსხვავებით, გარკვეული წინააღმდეგობა ხვდება აფხაზეთის მიმართულებით. არსებული პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღებული მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება. კერძოდ, 2017 წლის 26 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განკარგულებით, დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში დეპარტამენტის უფროსად სურკოვთან დაახლოებული პირი, ეთნიკურად აფხაზი ინალ არძინბა დაინიშნა. სამმართველო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს.
ინალ არძინბა 1990 წელს დაიბადა სოხუმში. მამამისი ბათუ არძინბა 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომის მონაწილე და ლეონის ორდენის კავალერია. ამჟამად ბათუ არძინბა ცნობილი აფხაზი ბიზნესმენია, რომელიც სოხუმში კომპანია „მოდა-ტექსის“ დირექტორია. არძინბა აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია. სოხუმში სკოლის დასრულების შემდეგ 2007-2012 წლებში მოსკოვში ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტობის პერიოდში გამოსცა წიგნი - „აფხაზეთის ეროვნული ეკონომიკა“, სადაც 2020 წლამდე აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ახალი მიდგომებია განხილული. წიგნის ერთ-ერთი რეცენზენტი ალექსანდრე ანქვაბია - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 2011-2014 წლებში. არძინბას 2012 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რუსეთის უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „როსგოსტრახში“ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში კომპანიის პრეზიდენტის თანაშემწის პოზიცია ეკავა.
ინალ არძინბა 2012 წელს რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვაშინგტონში გამართულ „ახალგაზრდული რვიანის“ სამიტზე, რომელიც „დიდი რვიანის“ სამიტის პარალელურად იმართებოდა. სამიტის მსვლელობისას არძინბა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკების საერთაშორისო აღიარების საკითხსაც ლობირებდა. 2013 წელს რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა „ახალგაზრდული ოციანის“ სამიტზე სანქტ-პეტერბურგში და „ახალგაზრდული რვიანის“ სამიტზე ლონდონში. სანქტ-პეტერბურგის სამიტზე საბოლოო დეკლარაცია პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წარუდგინა. 2014 წელს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ახალგაზრდა ლიდერების“ რეიტინგის სათავეში მოხვდა.
2014 წლიდან იწყება ინალ არძინბას სახელმწიფო კარიერა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. იგი გარკვეული პერიოდი დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში კონსულტანტი იყო, შემდეგ კი - ვლადისლავ სურკოვის პირველი მოადგილე. იგი კრემლში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა. არძინბა ასევე უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები მოქალაქეების საზოგადოებრივი მხარდაჭერის კომიტეტსაც.
სურკოვთან მუშაობის პერიოდში არძინბას უკრაინის რეგიონების დესტაბილიზაციის პროექტების კურატორობა ევალებოდა. უკრაინაში მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ცვლილების მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევაში. უკრაინას არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. იგი 2015 წელს სურკოვთან ერთად უკრაინის მტრების სიაშიც კი მოხვდა. 2015 წლის დეკემბერში არძინბას სამხრეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაში დასდეს ბრალი, 2016 წლის მარტში კი, ე.წ. „ბესარაბიის პროექტის“ (პროექტი ოდესის ოლქში ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის შექმნას ითვალისწინებდა) განხორციელებაში არძინბა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც დაადანაშაულა.
ინალ არძინბა რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა პოლიტიკოსია, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე ჩართულია უკრაინისა და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის გატარებაში. არძინბას ეთნიკური წარმომავლობა და რუსეთის გავლენიან პირებთან - ვლადიმერ პუტინთან და ვლადისლავ სურკოვთან - მისი პირადი ნაცნობობა მისი საქმიანობისადმი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით - აფხაზეთის მიმართულებით. საინტერესოა, რომ მას მუშაობის საკმაოდ მკაცრი სტილის გამო, „დობერმანს“ ეძახიან.
რუსეთის ახალი „ელჩები“
ბოლო სამ თვეში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში და რუსული დიპლომატიის ინფრასტრუქტურული გაძლიერებით გამოიხატა.
2017 წლის 18-19 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალურად ეწვია სოხუმს, სადაც რუსეთის საელჩოს ახალი შენობა გახსნა. არსებული ინფორმაციით, მინისტრს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტისათვის ახალი ელჩიც უნდა გაეცნო, თუმცა დღემდე ელჩის მოვალეობას სემიონ გრიგორიევი ასრულებს, რომელიც 2008 წლის 25 ოქტომბრიდან რუსეთის პირველი „ელჩია“ აფხაზეთში. გრიგორიევი საქართველოს საკითხში საკმაოდ გათვითცნობიერებული დიპლომატია. იგი 2003-2006 წლებში დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს კურირებდა. 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, კვლავ დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხებს უძღვებოდა. არსებული ინფორმაციით, იგი ელჩად უნდა დაინიშნოს აზერბაიჯანში.
მნიშვნელოვანი საკადრო დანიშვნა იყო „სამხრეთ ოსეთში - ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის პირველი „ელჩი“ (2008-2017 წლებში) ელბრუს კარგიევი პენსიაზე გასვლის შემდეგ 2017 წლის 23 მაისს საქართველოში კარგად ნაცნობმა მარატ კულახმეტოვმა შეცვალა. კულახმეტოვი „ელჩის“ მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 3 ივლისს შეუდგა, როდესაც „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი კულახმეტოვი 2004 წლის ოქტომბრიდან ცხინვალში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური იყო. 2009 წლის აგვისტოდან ელჩად დანიშვნამდე კულახმეტოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მრჩეველი იყო სამხრეთ კავკასიასა და დნესტრისპირეთში სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში და ცენტრალურ აზიაში სამხედრო სფეროში რუსეთის საქმიანობის საკითხებში. კულახმეტოვის დანიშვნა, რომელიც ცხინვალის შიდა პოლიტიკას კარგად იცნობს, უდავოდ ხელს შეუწყობს „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას.
დასკვნა
ბოლო სამ თვეში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს, რომ კრემლს დე ფაქტო რესპუბლიკების შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაჩქარება სურს. ოკუპირებული რეგიონების ინტეგრაციის თვალსაზრისით კი, უდავოდ მნიშვნელოვანია მარატ კულახმეტოვისა და ინალ არძინბასთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილების მიღება. რეგიონისთვის ორი გამორჩეული პირის მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშვნა, რომლებიც შიდა პოლიტიკურ სამზარეულოს კარგად იცნობენ, კრემლის პოლიტიკაში ახალი ეტაპის დაწყებას მიუთითებს, რამაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან ინტეგრაციის სასურველი ტემპები უნდა უზრუნველყოს.
თემატური პოსტები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ოკუპირებული აფხაზეთი: კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ – მომხრეები და მოწინააღმდეგეები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი და მისი შედეგები
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და „ქანქარას კანონი“
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე