რონდელის ბლოგი
პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფოდნის უფროსი მენციერ-თანამშრომელი
შედგა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ეს თავისთავად დიდი წარმატებაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ორ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას:
პირველი - ვიზიტის კონფიგურაციამ ჩვენ „ამოგვწერა“ სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან და დაგვაწყვილა აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ ორ ქვეყანასთან - ესტონეთსა და მონტენეგროსთან.
მეორე - ვიზიტი შედგა ნატოს „Noble Partner“ – „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების თანხლებით.
ამ უდავოდ დადებით მოვლენებთან ერთად არის რამდენიმე გარემოება, რომლის ანალიზიც აუცილებელია, რათა მომავალში უფრო კარგად გამოვიყენოთ შექმნილი შესაძლებლობები.
პენსის ძლიერი განცხადებები საქართველოში შედეგს ვერ გამოიღებს, უფრო მეტიც, იქნება კონტრპროდუქტიული, თუ საქართველოს საკითხი არ გაჩნდება აშშ-რუსეთის ფედერაციის ორმხრივი მოლაპარაკების დღის წესრიგში. თუ ეს არ მოხდა, რუსეთი მიიჩნევს, თანაც სამართლიანად, რომ აშშ-ს რეალურად საქართველოს საკითხი არ მიაჩნია პირველი რიგის პრიორიტეტად და უფრო აქტიურად გააგრძელებს „მცოცავი ოკუპაციის“ ტაქტიკას.
ჩვენ არ ვიცით, თუ რა უთხრა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა პირისპირ შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტს. პრინციპში, არსებობს ორი ვარიანტი:
ერთი - მკაფიოდ ჩამოყალიბებული არაორაზროვანი თხოვნა, რომ საქართველოს საკითხი გახდეს აშშ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკების აუცილებელი თემა;
მეორე - მინიშნება, რომ საქართველო კვლავაც შეეცდება ორმხრივ ფორმატში მოაგვაროს პრობლემები რუსეთთან და არ არის საჭირო რუსეთის მეტისმეტი გაღიზიანება.
იმედია, პრემიერ-მინისტრმა აირჩია პირველი ვარიანტი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უნდა ახსოვდეთ კონცეფცია “Act as an ally” – „იმოქმედე, როგორს მოკავშირემ”, რომლითაც ჩვენი დიპლომატია ხელმძღვანელობდა ნატოსთან ურთიერთობებში. ისიც უნდა ახსოვდეთ, რა კარგად იმუშავა ამ პრინციპმა და რამდენად განამტკიცა მან საქართველოს რეპუტაცია და ავტორიტეტი ნატოში. ამ პრინციპზე, წესით, დღესაც არ უნდა გვეთქვა უარი, გამომდინარე ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტიდან, რასაც წარმოადგენს ნატოში გაწევრიანება. თუ ეს ასეა, ვიზიტის მიმდინარეობისას არაკოორდინირებული ქმედებების გამო ჩვენ ტესტი ვერ ჩავაბარეთ.
როგორც შედეგი, ნათელია, რომ პრეზიდენტის წინადადება აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე ვერ განხორციელდება. დელეგაციის წევრებმა, ვიცე-პრეზიდენტის ჩათვლით, კარგად დაინახეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებაში ერთიანი მოსაზრება, რბილად რომ ვთვათ, არ არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ამერიკელი პარტნიორები მოუმზადებელი ქმედებებით არ მოინდომებენ ჩვენს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვისთვის ხელის შეწყობას.
დიპლომატიის ერთ-ერთი კანონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის მოლოდინში უნდა მოხდეს სპეციალური კომუნიკაცია ხელისუფლების შტოებს შორის, პირველ რიგში, გზავნილების სინქრონიზაციის მიზნით. ამ შემთხვევაში ასეთი კომუნიკაცია ან არ იყო კარგად ორგანიზებული, რაც ძალიან ცუდია, ან საერთოდ არ შედგა, რაც კიდევ უფრო ცუდია. ყოველივე ამის შედეგად პრეზიდენტმა წამოაყენა წინანდადება, რომელიც, როგორც ჩანს, არ იყო შეთანხმებული მთავრობასთან. თუ ეს ასეა, მაშინ საქმე გვაქვს უხეშ შეცდომასთან, რადგან საუკეთესო წინადადებაც კი, გაჟღერებული არასწორ ვითარებაში და არასასასურველ დროს, ხდება კონტრპროდუქტიული. ეს კარგად იციან დიპლომატებმა.
მაგრამ ამ შეცდომას მოჰყვა დაუფიქრებელი და მიუღებელი ტონით გაკეთებული განცხადებები მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში. თავის მხრივ ესეც, ანუ პრეზიდენტის წინადადების დეზავუირება, იყო სერიოზული შეცდომა. ვფიქრობ, ეს უკანასკნელი შეფასება - გზავნილები კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანია, ვინაიდან ადასტურებენ გათიშულობას სახელისუფლებო შტოებს შორის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობაში. ამ ზიანმა შესაძლოა მნიშვნელოვანწილად გადაფაროს ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტის შედეგად მიღწეული დადებითი ეფექტი.
ამ ბრძოლაში გამარჯვებული არც პრეზიდენტია და არც პრემიერ-მინისტრი. რეპუტაციის მხრივ ჩრდილი კი ორივეს მიადგა, და მათთან ერთად - მთელ ქვეყანას.
შექმნილი ვითარებიან სამი დასკვნის გამოტანა შეიძლება:
პირველი - საგარეო საქმეთა სამინისტრო არის საგარეო ურთიერთობების წარმართვის საქმეში საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტი, განსაკუთრებით კოორდინირების საკითხებში. შესაძლოა პრემიერ-მინსტრის სავსებით მართებული გადაწყვეტილება, აემაღლებინა საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსი ვიცე-პრემიერის დონემდე, ამ მიზნითაც იყო განპირობებული. საჭიროა ამ ინსტიტუციური ბერკეტის უფრო გაბედულად გამოყენება. გასაგებია, რომ გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო, აღნიშნული კოორდინირების ფუნქცია ძნელად განსახორციელებელია და ზოგჯერ ითხოვს რთული საკითხების უსიამოვნო განხილვებს პრემიერ-მინისტრთან თუ პრეზიდენტთან. მაგრამ ამას მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები და ამ სფეროში საგარეო საქმეთა სამინისტროს ალტერნატივა არ აქვს.
მეორე - ვიზიტის შედეგებზე, მათ შორის, პრეზიდენტის შეთავაზებებზე კომენტარს უნდა აკეთებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დიპლომატებმა იციან, როგორ შეფუთონ ყველაზე უსიამოვნო გზავნილიც კი ისე, რომ არ გამოიყენონ პრეზიდენტის ქმედებების შეფასებისას აბსოლუტურად უადგილო ლექსიკონი. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ურთიერთობებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
მესამე - კარგი იქნებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს მოემზადებინა ძირითადი საგარეო-პოლიტიკური გზავნილებისა და გამოსაყენებელი ტერმინების კრებული. მისი გამოყენება სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტოს ორგანოებში მოღვაწე პოლიტიკოსებისა თუ საჯარო მოხელეების მიერ აგვარიდებდა შეცდომებს.
ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ პენს შორის სამ ქვეყანაში ჩატარებული ვიზიტის შედეგების თაობაზე შემაჯამებელი განხილვა-შეფასება და შევეცადოთ მივხვდეთ, თუ რა დასკვნას გამოიტანდა ორი მოსაუბრე. ბალტიის ქვეყნებში ნატოს წევრი სამი ქვეყნის პრეზიდენტი ერთიანი სულისკვეთებით ეხმიანება ვაშინგტონის პოლიტიკას, საქართველოში კი არ არსებობს შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის აშშ-სთვის გადასაცემ მთავარ გზავნილებთან დაკავშირებითაც კი. მინდა ვცდებოდე, მაგრამ აშშ-ში ამ ვიზიტის შემდეგ შესაძლოა იფიქრონ, რომ ნაადრევად ჩაწერეს საქართველო ბოლო ვიზიტის გამორჩეულ კონფიგურაციაში არმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ ორ ქვეყანასთან ერთად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტის გეოგრაფიულ-პოლიტიკური კონფიგურაცია თავისთავად ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვება იყო.
რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ შეძლებისდაგვარად გაბათილდეს შექმნილი ნეგატიური ფონი?
პირველ რიგში, უნდა ჩამოვაყალიბოთ კარგად კოორდინირებული, დამაჯერებელი პოზიცია და გავაჟღეროთ იგი ვაშინგტონში. ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ აღნიშნული პოზიცია ითავსებს პრეზიდენტისა და მთავრობის მოსაზრებებს. ამისათვის გამოსაყენებელია ყველა რესურსი, მათ შორის, საქართველოს ყოფილი ელჩები აშშ-ში. ბევრი მათგანი დღეს საქართველოშია და დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით გაუწევენ სამსახურს საკუთარ ქვეყანას. კარგია, რომ საქართველოს დღესაც პროფესიონალი ელჩი ჰყავს აშშ-ში - ბატონი დავით ბაქრაძე, რომელმაც მოკლე ხანში უკვე მოასწრო ბევრი სასიკეთო წინადადების ინიციირება და პროექტის ხორცშესხმა.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ-ის მთავრობას საკუთარი საელჩოც მიაწვდის ინფორმაციას.
კარგი იქნება, თუ მომავალში აშშ-ისა თუ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების მიერ რეგიონში განხორციელებული ვიზიტების დროს შევინარჩუნებთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ბოლო ვიზიტის გეოგრაფიულ-პოლიტიკურ კონფიგურაციას. ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტის გათვალისწინებით ასევე საინტერესოდ ჩანს კიევი - თბილისი - კიშინეუს სამკუთხედი.
დიპლომატის შეცდომები ზედაპირზე არ დევს და ერთი შეხედვით შეიძლება შესამჩნევი არც იყოს, როგორც, მაგალითად, მშენებლისა თუ ექიმის ხარვეზები, მაგრამ დიპლომატიაში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს არა ცალკე აღებულ ადამიან, თუ ადამიანების ჯგუფს, არამედ მთელ ერსა და სახელმწიფოს.
თემატური პოსტები
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი და მისი შედეგები
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და „ქანქარას კანონი“