რონდელის ბლოგი
ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
ავტორი: დავით ბატაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
რუსეთის მეზობლები, რომლებსაც არ გვინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი ბატონობის ქვეშ აღმოვჩნდეთ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ იძულებული ვართ გავუძლოთ რუსეთის ძირგამომთხრელ ქმედებებს, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მახინჯ რუტინას, მტრულ დიპლომატიას და, ზოგ შემთხვევაში, სამხედრო შეტევებსაც კი, რასაც საქართველოში ეთნიკური წმენდაც ახლდა თან. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სავსებით გასაგებია, თუ რატომ გვინდა დასავლეთი წინ აღუდგეს რუსეთს უფრო მეტად, ვიდრე ამას ახლა აკეთებს.
მიუხედავად ამისა, ისიც მართალია, რომ დასავლეთი ნამდვილად უწევს წინააღმდეგობას მოსკოვის იმპერიულ ამბიციებს, თუმცა - არა იდეალურად. ამის საუკეთესო დასტურია რუსეთის ახლანდელი აგრესიული მცდელობები დააზიანოს დასავლური ინტერესები ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება.
დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკური სისტემები, ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკა, ეთნიკური დაძაბულობა ბალკანეთში, ომი ავღანეთში - მოსკოვი ყველა ამ შესაძლებლობას იყენებს, მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობისა, რათა ხელი შეუშალოს და ყურადღება გაუფანტოს დასავლეთს და ამით ძირი გამოუთხაროს მის ნებას დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას მეზობლების წინააღმდეგ.
მოსკოვის მიზანია შეცვალოს მსოფლიო ძალთა ბალანსი თავის სასარგებლოდ. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რუსეთის ღრმა სტრუქტურულ სისუსტეებს, მას არ შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ ამ მიზანს მხოლოდ შიდა განვითარებით მიაღწევს, თანაც კრემლის ახლანდელ რეჟიმს ისედაც არ აქვს აუცილებელი რეფორმების გატარების უნარი. რუსეთის ლიდერების შეხედულებით გამოსავალი არის იმ გეოპოლიტიკური სტრუქტურის ახალი ფორმით აღდგენა, რომელიც წარსულში გამოხატული იყო ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის სახით.
მარტივად რომ ვთქვათ, რუსებს სურთ გამოასწორონ „საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ - რაც ვლადიმერ პუტინის 2005 წელს გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. შეიძლება მოსკოვი არცკი გეგმავდეს თავისი ყოფილი კოლონიების დამოუკიდებლობის ფორმალურ გაუქმებას, მაგრამ მათი სუვერენიტეტის დაზიანება და საბოლოო ჯამში მათი ბედის გაკონტროლება მას ნამდვილად სურს.
ამ მცდელობაში დასავლეთი რუსეთისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორია. ადვილად გასაგებია, რომ დასავლურ სახელმწიფოებს სულაც არ უნდათ, რომ რუსეთმა დაიმორჩილოს საკუთარი მეზობლები და ააღორძინოს თავისი იმპერია, რითაც არსებულ საერთაშორისო წესრიგს თავდაყირა დააყენებს. დასავლეთი შესაბამისადაც იმოქმედებს, რაც რუსებმა კარგად დაინახეს უკრაინაზე შეტევის შემდეგ. დასავლური სანქციები, დიპლომატიური ჩართულობა და შეზღუდული სამხედრო დახმარება უკრაინისათვის შეიძლება არ არის საკმარისი რუსეთის მეზობლების გადასახედიდან, რომლებიც მისი იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძვიან, თუმცა მოსკოვის თვალთახედვით ეს სანქციები კარგი არაფრის მომტანია. უფრო უარესიც, მისთვის ისინი აჩვენებენ პოტენციალს უფრო სერიოზული პასუხები გაეცეს რუსეთის აგრესიას მომავალში.
როგორც ჩანს, მეთოდი, რომელიც მოსკოვმა აირჩია მისი ექსპანსიის მიმართ დასავლური წინააღმდეგობის დასაძლევად, არის დასავლეთის წინაშე არსებული სხვადასხვა ტიპის პრობლემების გამწვავება. თუ ამერიკას და ევროკავშირს უწევთ მთელ რიგ სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება სახლშიც და მსოფლიო მასშტაბითაც, მათ შეიძლება ვეღარ შეძლონ რუსეთის გეოპოლიტიკური აღორძინებისათვის ხელის შეშლა. ყოველ შემთხვევაში, კრემლი ფსონს სწორედ ამაზე აკეთებს.
ყველაზე უფრო სახიფათო იარაღი, რომელიც მიმართულია დასავლური სახელმწიფოებისა და მათ მიერ შექმნილი საერთაშორისო წესრიგის საფუძვლისაკენ, არის მათსავე პოლიტიკურ სისტემებში რადიკალური ძალების ბოლოდროინდელი გაძლიერება და გააქტიურება. ეს ძალები იკვებებიან საზოგადოების შფოთვით ეკონომიკასა და იმიგრაციასთან დაკავშირებით, თუმცა მათი განმსაზღვრელი თვისება არის ვიწრო ნაციონალიზმი და დაპირისპირება იმ ძაფებთან, რომლებიც აკავშირებენ დასავლურ სახელმწიფოებს ერთმანეთთან და მათ ერთობლიობას - დანარჩენ მსოფლიოსთან.
თუ მსგავსი პოლიტიკური ძალები საკმარისად მოძლიერდებიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს არსებული საერთაშორისო წესრიგის მარცხი, რაც ხელს გაუთავისუფლებს რუსეთს, ამ საერთაშორისო წესრიგის სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად, რომ საკუთარი მეზობლებისა და სხვათა მიმართ ისე მოიქცეს, როგორც მოესურვება.
მოსკოვი აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ ხელი შეუწყოს დასავლელ რადიკალებს. ის იყენებს „აქტიური ღონისძიებების“ (активные мероприятия) არსენალს, მათ შორის უსასრულო დეზინფორმაციულ კამპანიას, ულტრამემარჯვენე ექსტერმისტულ ჯგუფებთან საკუთარ მუდმივად განვითარებად ურთიერთობებს, ინტერნეტის ტროლების „არმიებს“, კიბეროპერაციებს, ასევე - დასავლეთში მიმდინარე ამ პოლიტიკური აჯანყების პირდაპირ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას.
დასავლეთ ბალკანეთში რუსეთის პოლიტიკა ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული. მოსკოვმა მოახერხა ახლო კავშირების გაბმა ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ მილორად დოდიკთან, რომლის სეპარატისტული ამბიციები მიუღებელია ქვეყნის ბოსნიელი უმრავლესობისათვის. მაკედონიაში რუსეთი აღვივებს სახიფათო ეთნიკურ დაძაბულობას მაკედონელებსა და ალბანელებს შორის.
თუ კონფლიქტები დასავლეთ ბალკანეთში ისევ გაღვივდება, ეს ევროკავშირისთვის ძალიან დიდ პრობლემას შექმნის. მაკედონელი ალბანელებიც და ბოსნიელებიც მუსლიმები არიან. გლობალური ჯიჰადისტური მოძრაობა აუცილებლად გამოიყენებდა ასეთ შესაძლებლობას საკუთარი პროპაგანდისათვის, ევროპაში მყოფი ჯიჰადისტები იმაზე უფრო აგრესიულები გახდებოდნენ, ვიდრე ახლა არიან, უფრო მეტი ევროპელი მუსლიმის რადიკალიზაცია მოხდებოდა, ხოლო ევროპაში დანარჩენი მსოფლიოდან დამატებით კიდევ ჩავიდოდნენ ჯიჰადისტები.
მოვლენების ამგვარი განვითარება დამატებით წაახალისებდა დასავლურ ულტრამემარჯვენე ძალებს, გაამართლებდა რა მათ „ცივილიზაციათა დაპირისპირების“ ნარატივს ამომრჩევლის თვალში. ევროკავშირს და ძირითად პოლიტიკურ ელიტებს კიდევ უფრო მეტად გამოეთხრებოდათ ძირი. რუსეთი საკუთარ თავს წარმოაჩენდა, როგორც დასავლური ცივილიზაციის საუკეთესო იმედს და დამცველს, რასაც უფრო მეტი ადამიანი დაიჯერებდა, ვიდრე ახლა.
ახლო აღმოსავლეთში რუსეთმა ხელი შეუწყო ირანის გავლენის სფეროს გაფართოებას, რომელიც უკვე თითქმის მოიცავს გეოგრაფიულად უწყვეტ სივრცეს ავღანეთიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე. ირანის რეგიონული დომინირების არდაშვება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიზანია. დაეშის კვაზისახელმწიფოს დაცემის შემდეგ ირანის შეკავება ამერიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ხდება ახლო აღმოსავლეთში.
რუსეთის ქმედებებმა სირიაში უზრუნველყო, რომ ამერიკა სერიოზულად იქნება დაკავებული ირანთან გამკლავებით, რაც შეზღუდავს მის ყურადღებას და რესურსებს სხვა მიმართულებით. კიდევ უფრო ართულებს პრობლემას ის, რომ ირანის გაძლიერება სირიაში მნიშვნელოვნად ზრდის შანსებს ახალი და უფრო გამანადგურებელი ომისა, ერთი მხრივ, ისრაელსა და, მეორე მხრივ, ლიბანსა და სირიაში ირანს დაქვემდებარებულ სამხედრო ჯგუფებს შორის.
რომ შევაჯამოთ, რუსეთის პოლიტიკამ ახლო აღმოსავლეთში და, განსაკუთრებით, მისმა ჩართულობამ სირიაში ბევრად უფრო გაართულა ამერიკის სტრატეგიული პოზიციები რეგიონში. მომავალ თვეებსა და წლებში ეს ხელს შეუწყობს ამერიკის ყურადღების გადატანას რუსეთის ქმედებებიდან საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ.
მოსკოვის პოლიტიკა ავღანეთში ზუსტად იმავე მიზანს ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტურ დონეზე თალიბანი რუსეთისთვის მოკავშირე ნამდვილად არაა, მოსკოვი ამჟამად მაინც მხარს უჭერს მას, რათა აიძულოს ამერიკა მეტი რესურსები დახარჯოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავღანეთის მთავრობის გადასარჩენად.
სუნიტები და შიიტები, დასავლელი ისლამოფობები და რადიკალი ისლამისტები - კრემლისთვის ინსტრუმენტებად ყველანი გამოსადეგი არიან. სულ ერთია რა არის მათი უშუალო და ხშირად ერთმანეთს დაპირისპირებული მიზნები - მთავარია, რომ მათ დაეხმარონ რუსეთის დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ სტრატეგიას.
ამ სტარტეგიის დანიშნულებაა როგორც დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკური სისტემების დაზიანება და მათი გლობალური ინტერესებისათვის ხელის შეშლა, ისე ამერიკის და ევროპის ყურადღების გადატანა იმ იმპერიული პროექტიდან, რომლის განხორციელებასაც კრემლი ამჟამად ცდილობს.
კარგი იქნება, თუ ამერიკული და ევროპული პოლიტიკური ელიტები აღიარებენ ამ გამაერთიანებელ პრინციპს, რომელიც რუსეთის სხვადასხვა გეოსტრატეგიულ ქმედებებს ერთ მთლიანობად კრავს.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- რა საკითხები განიხილეს პუტინი-ერდოღანის შეხვედრისას?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი და მისი შედეგები
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და „ქანქარას კანონი“
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე