რონდელის ბლოგი
თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი - აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
2018 წლის 20 იანვარს ანკარამ მოკავშირე FSA-სთან („თავისუფალი სირიის არმია“) ერთად აფრინის რეგიონში დაიწყო სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“, რითაც სირიაში მიმდინარე კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა. თუ აქამდე მხარეები ე.წ. „proxy“-ების (მოკავშირეები ადგილზე) საშუალებით ბრძოლას ამჯობინებდნენ, ახლა უკვე გაიზარდა დაინტერესებული ქვეყნების კონფლიქტში პირდაპირი ჩართვის ხარისხი - სიტუაცია ახლოსაა ისეთ მდგომარეობასთან, რასაც ჰქვია „ყველა ყველას წინააღმდეგ“. აქედან გამომდინარე, ანკარამ ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ შეძლო ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა მოეპოვებინა.
სამხედრო ოპერაციის ჩატარების მიზეზები
ანკარის მიერ ჩრდილოეთ სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყება მოსალოდნელი იყო რამდენიმე მიზეზის გამო:
- სირიაში ბოლო თვეების განმავლობაში პოზიციებს კარგავდნენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ძალები. სანაცვლოდ, მდ. ევფრატის დასავლეთით ძლიერდებოდა რუსეთისა და ირანის მოკავშირე ასადის რეჟიმის, ხოლო მდ. ევფრატის აღმოსავლეთით - აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პროქურთული ძალების პოზიციები. იქმნებოდა საფრთხე, რომ ანკარა სირიაში სერიოზული დასაყრდენის გარეშე დარჩენილიყო. ანკარისთვის ერთადერთ რეალურ დასაყრდენს წარმოადგენდა 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში მის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარის“ შედეგად დაკავებული დაახლოებით 2000 კვ. კმ. ტერიტორია, რაც მთელი სირიის მხოლოდ 1,08 %-ია და არ წარმოადგენს რეალურ ბერკეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ანკარას რჩებოდა განცდა, რომ სირიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში შეიძლება „თამაშგარე მდგომარეობაში“ აღმოჩენილიყო;
- თურქეთი სირიაში მოქმედ, ძირითადად ქურთებით დაკომპლექტებულ YPG-ს („სახალხო თავდაცვის ნაწილები“) განიხილავს ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“) ფილიალად/გაგრძელებად. ამიტომ თურქეთში შიშობენ, რომ ქვეყნის გარშემო იქმნება ტერორისტული სარტყელი, რასაც ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევენ და ყველანაირად ცდილობენ წინ აღუდგნენ მას. ანკარაში განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ იმ ფაქტს, რომ ამ საქმეში ჩართულია მათი მთავარი მოკავშირე ნატოში - აშშ, რომელიც სირიაში ეყრდნობა და დიდი რაოდენობით იარაღს აწვდის სწორედ YPG-ს;
- თურქეთში ცხოვრობს დაახლოებით 3,5 მილიონი სირიელი ლტოლვილი, რაც უამრავ პრობლემას ქმნის ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ანკარაში იმედოვნებენ, რომ აფრინის ოპერაციის შედეგად შესაძლებელი გახდება თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ ჩამოყალიბება, სადაც მოხდება ლტოლვილების დასახლება.
ამასთან, სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე თურქეთის გადაწყვეტილება დააჩქარა 2018 წლის იანვრის შუა რიცხვებში აშშ-ის განცხადებამ, რომ პროქურთული ძალების მონაწილეობით გეგმავს რეგულარული სამხედრო დანაყოფების ჩამოყალიბებას სირიის ტერიტორიაზე.
ოპერაციის მიმდინარეობა
აფრინის ოპერაციაში პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო თურქული სამხედრო ავიაცია. იქ კი საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებს, რომელსაც არაფერი მოუმოქმედებია თურქული სამხედრო ავიაციის წინააღმდეგ. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ოპერაციის დაწყებას წინ უსწრებდა თურქეთის გენშტაბის უფროსის, ჰულუსი აქარის ვიზიტი მოსკოვში, ცხადია, რომ მხარეებს შორის შედგა გარკვეული სახის გარიგება. არსებობს მოსაზრება, რომ მოხდა აფრინის რეგიონის „გაცვლა“ იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ოპოზიცია და „ალ-ქაიდასთან“ აფილირებული ორგანიზაცია HTS-ი („ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“) აკონტროლებენ. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ ბოლო პერიოდში ასადის რეჟიმის ძალებმა და მისმა მოკავშირეებმა საკმაოდ დიდი ტერიტორია დაიკავეს იდლიბის პროვინციაში.
ამის მიუხედავად, ცხადია, რომ სირიასთან დაკავშირებით მხარეებს შორის ბევრია შეუთანხმებელი მომენტები. მაგალითად, ამ მხრივ საგულისხმოა, რომ:
- მოსკოვის მოკავშირე დამასკომ უფლება მისცა მანბიჯსა და მდ. ევფრატის აღმოსავლეთში ბაზირებულ YPG-ის დამხმარე ძალებს გაევლოთ ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და დახმარებოდნენ აფრინის კანტონს თურქეთის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში;
- 5 თებერვალს იდლიბის რეგიონში რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ თურქეთი იძულებული გახდა 4 დღით შეეწყვიტა საკუთარი ავიადარტყმები აფრინში, რამაც შეაფერხა თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და FSA-ის წინსვლა ხმელეთზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთი 1 წლის წინ ოპერაცია „ევფრატის ფარის“ მიმდინარეობისასაც სხვადასხვა მეთოდით აფერხებდა თურქული ნაწილების წინსვლას ჩრდილოეთ სირიაში;
- თურქეთმა ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ პარალელურად, ე.წ. „ასტანის პროცესის“ ფარგლებში შესაქმნელი „დეესკალაციის ზონის“ ჩამოყალიბების მიზნით, იანვარ-თებერვალში 2 სამხედრო კოლონა გააგზავნა იდლიბის პროვინციაში. ორივე კოლონა დაიბომბა: ერთი - ასადის რეჟიმის, მეორე კი - ირანისა და მისი მომხრე სამხედრო შენაერთების მიერ.
ეს მაგალითები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მყიფეა სირიაში არსებული სიტუაცია და მიღწეული შეთანხმებები.
ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ უკვე მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის - სამოქალაქოებშიც: დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ასეულობითაა. ეს ციფრი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მხარეები საბრძოლველად არიან განწყობილი და არ ჩანს კონფლიქტის უახლოეს ხანში მოგვარების პერსპექტივა.
ამასთან, საყურადღებოა, რომ ანკარას სურს დაწყებული სამხედრო ოპერაციის გაფართოება მთავარი ქურთული ანკლავის, ჯერ - მანბიჯის, შემდეგ კი - მდ. ევფრატის აღმოსავლეთის მიმართულებით (ცალკეული შეტაკებები უკვე მოხდა მანბიჯის რაიონში). ეს რეგიონი კი, აფრინისგან განსხვავებით, ვაშინგტონის არაოფიციალური პატრონაჟის ქვეშ იმყოფება, რასაც ბევრი ირანის შეკავების სტრატეგიის ნაწილად განიხილავს. სწორედ აქაა განლაგებული აშშ-ის სამხედრო ბაზები. შესაბამისად, ვაშინგტონი არ ჩქარობს გასვლას და აპირებს მის დაცვას.
საფრთხეები და რისკები
- იმის გამო, რომ სირიაში მოიმატა დაინტერესებული ქვეყნების (აშშ, რუსეთი, ირანი, თურქეთი, ისრაელი და ა.შ.) კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობის ხარისხმა, გაიზარდა მათ შორის ცალკეული ინციდენტების რისკი, რაც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს მსხვილმასშტაბიან კონფრონტაციაში;
- აფრინის სამხედრო ოპერაცია და მისი გაფართოების პერსპექტივა ყველაზე მეტად ძაბავს ჩვენი ორი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და თურქეთის, ისედაც რთულ ურთიერთობას. ეს კი შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მთელი რეგიონის, მათ შორის საქართველოს, უსაფრთხოებაზეც. მოსკოვი ყველანაირად შეეცდება თურქეთი წააქეზოს მანბიჯის მიმართულებით ოპერაციის დასაწყებად, რათა გაზარდოს თურქულ-ამერიკული კონფრონტაციის შანსი;
- აფრინის ოპერაციის დროში გაწელვისა და მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში გამორიცხული არაა თურქეთში გაჩნდეს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური სახის პრობლემები. ასევე მოსალოდნელია საპასუხო ქმედებები თურქეთის წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს როგორც პარტიზანული მოქმედებების დაწყება, ისე PKK-ის ან მასთან აფილირებული ორგანიზაციების მხრიდან უწინდელივით ტერაქტების მოწყობა თურქეთის დიდ ქალაქებში. ჯერჯერობით კი აფრინის ტერიტორიიდან პერიოდულად იბომბება თურქეთის ქალაქები ქილისი და რეიჰანლი, რასაც უკვე მოჰყვა მსხვერპლი;
- რამდენადაც ანკარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აფრინის ოპერაციის წარმატებით დასრულება, იზრდება მისი მოსკოვზე, როგორც სირიის მომავლის განმსაზღვრელ აქტორზე, დამოკიდებულების ხარისხი, რაც არ შედის საქართველოს ინტერესებში;
- ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ იდლიბის პროვინციაში გააქტიურებული სამხედრო მოქმედებების შედეგად ოპოზიციამ დაკარგა ამ მიმართულებით მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების თითქმის ნახევარი. მოსახლეობის უმრავლესობა ტოვებს საცხოვრებელს და თურქეთისკენ მიემგზავრება. ეს კი ახალ თავსატეხს უჩენს როგორც თურქეთს, ისე ევროპულ ქვეყნებს;
- მოსახლეობასთან ერთად იდლიბის პროვინციაში პოზიციებს ტოვებენ და თურქეთში გადასვლას ცდილობენ „ალ-ქაიდასთან“ აფილირებული HTS-ის მებრძოლები. ისინი აქ თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ, რადგან ბოლო პერიოდში თურქეთში ინტენსიური ტარდება რეიდები რადიკალი სალაფისტების დაკავების მიზნით. შესაბამისად, ტერორისტები შეეცდებიან სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, გადმოსვლას, როგორც ეს იყო ჩატაევის რაზმის შემთხვევაში. ცხადია, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მოუწევთ განსაკუთრებული სიფხიზლის გამოჩენა, რათა ახალმა ტერორისტულმა ჯგუფებმა ვერ შეძლონ ქვეყანაში შემოღწევა და პრობლემების შექმნა. მით უმეტეს, რომ საქართველოში ამ დაჯგუფებასაც ჰყავს საკუთარი მომხრეები.
დასკვნა
არაერთი სამშვიდობო მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიუხედავად, ზოგადად სირიის კონფლიქტი შორსაა მოგვარებისგან, რადგან არ აღმოფხვრილა მისი გამომწვევი მიზეზები (დაპირისპირება დიდ ქვეყნებს შორის, შიდა ეთნოკონფესიური დაპირისპირება, ალავიტური უმცირესობის მიერ სუნიტური უმრავლესობის მართვა, რეპრესიული მმართველობის ფორმა, კორუფციის მაღალი დონე და გაუმართავი ეკონომიკური მოდელი). შესაბამისად, შენარჩუნებულია ყველა ის საფრთხე, რაც წლების განმავლობაში თან ახლდა სირიის კონფლიქტს: ტერორიზმი, რელიგიური რადიკალიზმი, შეუწყნარებლობა, ლტოლვილთა ნაკადები და ა.შ.
საქართველოს ისევე, როგორც ყველა პატარა ქვეყანას, ნაკლები ბერკეტი და საშუალება აქვს იმოქმედოს სირიის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია, მეტი სიფხიზლის გამოჩენა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- თალიბანი 2.0 ქაბულში: გამოწვევები და მოლოდინი რეგიონის ქვეყნებში
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- თურქეთის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- ქალები საქართველოდან სირიის კონფლიქტში და მათი მომავალი
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე