რონდელის ბლოგი
სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
სირიის 7-წლიანი სამოქალაქო ომის ბოლოს მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ 2018 წლის შემოდგომისთვის ასადის რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა (რუსეთის ფედერაცია, ირანი და „ჰეზბოლაჰი“) შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე აღედგინათ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი.
დღეისთვის წინააღმდეგობის მთავარ ფორპოსტად რჩება ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე იდლიბის პროვინცია, სადაც თავი მოიყარეს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილმა ძალებმა. ასადის რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა კი ამ რეგიონზე გადამწყვეტი შეტევისათვის მზადება დაიწყეს, რაც განიხილება სირიის ომის დამამთავრებელ ფაზად.
იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია
ამჟამად იდლიბის პროვინციაში დაახლოებით 3-4 მლნ ადამიანი (მათ შორის სირიის შიდა პროვინციებიდან ადგილნაცვალი 1 მილიონზე მეტი პირი) ცხოვრობს. აქ თავმოყრილია ასადის რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი დიდი ცოცხალი ძალა - 70 - 80 000 მებრძოლი, რომლებიც გადანაწილებულია სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ, ორგანიზაციაში. სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ამ პროვინციაში ოპოზიციის ზომიერი ფრთის გარდა წარმოდგენილია ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ძალა - „ალ-ქაიდასთან“ აფილირებული „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელიც ყველაზე ძლიერი სამხედრო დაჯგუფებაა რეგიონში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იდლიბის პროვინციაში განლაგებულია „ასტანის პროცესში“ მონაწილე 3 ქვეყნის - თურქეთის, რუსეთისა და ირანის - სადამკვირვებლო პუნქტები, რაც კიდევ უფრო ართულებს მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას.
ასადის რეჟიმი და მისი მოკავშირეებს იმედი აქვთ, რომ რეგიონს გაწმენდენ ტერორისტებისგან. თურქეთი ყოველთვის ითხოვდა დამატებით დროს, რათა მომხდარიყო „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლების განიარაღება ან მათი განცალკევება ზომიერი ოპოზიციისგან. ახლა კი, როგორც ჩანს, თურქეთისთვის მიცემული ეს ვადა იწურება - რეგიონში გადასროლილია დამატებითი სამხედრო ძალები დასკვნითი იერიშის დასაწყებად.
ამ საკითხთან დაკავშირებით გადამწყვეტი იქნება ა.წ. 7 სექტემბრისთვის თეირანში დაგეგმილი სამმხრივი (რუსეთი-ირანი-თურქეთი) სამიტი, სადაც სწორედ იდლიბის პროვინციის თემას განიხილავენ უმაღლეს დონეზე. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ რაზე შეძლებენ ან ვერ შეძლებენ მხარეები შეთანხმებას.
მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები
იდლიბის პროვინციაზე კონტროლის აღდგენის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მთავარი კითხვაა - ეს მშვიდობიანი გზით განხორციელდება თუ სამხედრო კონფრონტაციასთან გვექნება საქმე?
სამხედრო კონფრონტაციის სცენარის შემთხვევაში, სავარაუდოდ, დიდი სისხლისღვრა მოხდება და მივიღებთ ჰუმანიტარული სახის კატასტროფას. იდლიბის პროვინციაზე მსხვილმასშტაბიან შეტევას უდავოდ მოჰყვება მსხვერპლი როგორც მებრძოლებში, ისე სამოქალაქო მოსახლეობაში. მებრძოლების ნაწილი (მათ შორის კავკასიიდან ჩასულებიც) და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიძრება თურქეთის მიმართულებით. მოვლენათა ასეთი განვითარება ჰუმანიტარულ კატასტროფის წინაშე დააყენებს როგორც მილიონობით ადამიანს, ისე დიდ სირთულეს შეუქმნის ეკონომიკურ პრობლემებში ჩაფლულ თურქეთს, სადაც ისედაც ცხოვრობს 4 მლნ.-მდე სირიელი ლტოლვილი.
აღსანიშნავია, რომ იდლიბის პროვინციაზე შეტევა, რამდენიმე მიზეზის გამო, არ იქნება მარტივი გასეირნება:
1. რეგიონში თავმოყრილია ბრძოლებში გამოცდილი ათიათასობით მებრძოლი, რომლებიც არ აპირებენ დანებებას;
2. იდლიბის პროვინცია ტერიტორიულად დიდია აღმოსავლეთ ღუტასთან და დარაასთან შედარებით, სადაც სირიის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა წინა თვეებში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს;
3. იდლიბს აქვს ზურგი თურქეთის სახით და, აღმოსავლეთ ღუტასა და დარაასგან განსხვავებით, არ იმყოფება ალყაში. შესაბამისად, თურქეთიდან ქმედითი დახმარების მიღების შემთხვევაში, გაიზრდება წინააღმდეგობის ხარისხი;
4. ამასთან, თურქეთი იდლიბში წარმოდგენილია სამხედრო სახითაც - ბოლო დღეებში თურქეთმა იქ დამატებითი ცოცხალი ძალა და შეიარაღება გადაისროლა. მის პოზიციებზე ნებისმიერი შეტევა შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგებით დასრულდეს.
მოლაპარაკება-შეთანხმების სცენარის შემთხვევაში თურქეთი ახერხებს „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ დათანხმებას განიარაღებაზე. ამ ორგანიზაციის მებრძოლების ნაწილი გადადის ზომიერი ოპოზიციის რიგებში და გრძელდება ასტანის მოლაპარაკებების პროცესი. „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის უმეტეს ნაწილს დაიკავებს ასადის რეჟიმი, დანარჩენზე კი თურქეთის დე-ფაქტო კონტროლი დამყარდება. მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, სიტუაცია დაკონსერვდება და პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაინაცვლებს. თუმცა ბოლომდე გარკვეული არაა, ამ შემთხვევაში რა ბედი ეწევათ „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლებს.
კონფლიქტში ჩართულ მხარეთა ინტერესები
ა) სირიის ინტერესი - დამასკოს უნდა რაც შეიძლება მოკლე პერიოდში აღადგინოს კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. იგი იმედოვნებს, რომ იდლიბის პრობლემის მოგვარების შემდეგ სირიელი ქურთების დაყოლიებასაც შეძლებს ქვეყნის საბოლოო გასაერთიანებლად. ამიტომ იგი ყველაზე მეტადაა მონდომებული უახლოეს ხანში დაიწყოს გადამწყვეტი შეტევა იდლიბის პროვინციის მიმართულებით.
ბ) თურქეთის ინტერესი - ანკარას არ უნდა ლტოლვილთა ახალი მასისა და მებრძოლების (მათ შორის - ტერორისტების) შესვლა თურქეთის ტერიტორიაზე. ანკარისთვის პრიორიტეტია სირიაში თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული YPG-ის (პროქურთული „ხალხთა თავდაცვის ნაწილები“) წინააღმდეგ ბრძოლაა. ამის გამო ყველა შესაძლო მეთოდით შეეცდება ხელი შეუშალოს ქურთული წარმონაქმნის (ავტონომიის) იურიდიულ გაფორმებას სირიის ტერიტორიაზე. ამავე დროს ანკარა შიშობს, რომ იდლიბის პროვინციის შემდეგ ასადის რეჟიმი და მისი მოკავშირეები შეუტევენ თურქეთის მიერ დაკავებულ აფრინისა და ჯერაბლუსის პროვინციებს (შესაძლოა მათ ამ საქმეში YPG-ც მიიმხრონ), რასაც შეიძლება თურქეთისთვის გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.
გ) ირანის ინტერესი - თეირანს უნდა სირიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღიდგინოს სრული კონტროლი და აქ სახმელეთო ბაზები შექმნას, რასაც მთავარ საფრთხედ მიიჩნევს ისრაელი და პერიოდულად ბომბავს ირანელთა სადგომებს სირიის ტერიტორიაზე.
დ) რუსეთის ინტერესი - მოსკოვს უნდა სირიის კონფლიქტი იმგვარად დასრულდეს, რომ თავად წარმოჩნდეს მსოფლიო დონის მოთამაშედ, რომელსაც შეუძლია გლობალური სახის კონფლიქტების მოგვარება. ამავე დროს, მოსკოვს არ სურს კონფლიქტი თურქეთთან, რომელსაც ამერიკელების წინააღმდეგ აგულიანებს. ამიტომ მისთვის მისაღები იქნება იდლიბის პრობლემის მოგვარება როგორც მოლაპარაკებების გზით, ისე (თუ სხვა გამოსავალი არ დარჩება) საომარი მოქმედებებით. მოსკოვისთვის მიუღებელია ირანული სამხედრო ბაზები სირიაში, რადგან შიშობს, რომ ამ შემთხვევაში თეირანს, მოსკოვთან შედარებით, მეტი გავლენა ექნება ასადის რეჟიმზე. მოსკოვის ინტერესებშია, რომ ჩრდილოკავკასილმა მებრძოლებმა ვერ შეძლონ სამშობლოში დაბრუნება. ამიტომ მას ურჩევია კავკასიელი მებრძოლების სირიაშივე განადგურება ან გრძელვადიანად იქ დატოვება.
ე) დასავლეთის ინტერესი - დასავლეთის სურვილია სირიაში არსებული „დაეშისა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების განადგურება. მისთვის ნაკლებად პრინციპული საკითხია ასადის რეჟიმის შეცვლა. დასავლეთში (განსაკუთრებით, ევროპულ დედაქალაქებში) არ სურთ, რომ ლტოლვილთა ახალი ნაკადები დაიძრას ევროპის მიმართულებით. ამავე დროს ისინი გმობენ სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს. ასეთი ფაქტის განმეორების ან იდლიბის მიმართულებით მსხვილმასშტაბიანი შეტევის წამოწყების შემთხვევაში, მათ თავიანთი ქვეყნების საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება და სირიის პოზიციების დაბომბვა მოუწევთ. ამასთან, საპასუხო ნაბიჯების სიდიდე დამოკიდებული იქნება შეტევის ხასიათსა და მასშტაბებზე (მაგალითად, იქნება თუ არა გამოყენებული ქიმიური იარაღი ან რა რაოდენობით იქნება მსხვერპლი). დასავლურ კონტრზომებს შორის კი შესაძლოა იყოს როგორც სამხედრო (დაბომბვები), ისე ეკონომიკური სახის (სანქციების გამკაცრება) ნაბიჯები.
ამავე დროს, დასავლეთი, სირიის პოზიციების დაბომბვის შემთხვევაში, მაქსიმალურად შეეცდება თავიდან აიცილოს პირდაპირი კონფრონტაცია კრემლთან.
საგულისხმო ფაქტია, რომ აშშ კვლავაც ინარჩუნებს პოზიციებს YPG-ის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რათა საჭიროების შემთხვევაში იგი გამოიყენოს პლაცდარმად სხვადასხვა მიმართულებით (ირანი, ერაყი, ისრაელის დაცვის ვალდებულება და ა.შ.).
რაც შეეხება უშუალოდ იდლიბის პროვინციაზე მოსალოდნელი შეტევის საკითხს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ა.წ. 4 სექტემბერს Twitter-ის საშუალებით - მის განცხადებაში ნათქვამია: „სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი იდლიბის პროვინციას დაუფიქრებლად არ უნდა დაესხას თავს. რუსები და ირანელები მძიმე ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში მონაწილეობით. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ეს დაუშვებელია!“
ამ გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ავიაციამ იმავე დღესვე დაბომბა იდლიბის პროვინცია და მომდევნო დღესაც განაგრძო მცირე მასშტაბის გამაფრთხილებელი დაბომბვები.
დასკვნები
- ტრამპისაგან რუსეთის გაფრთხილება და ამაზე რუსეთის რეაქცია მეტყველებს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კვლავ არ არსებობს შეთანხმება სირიის საკითხზე;
- იდლიბის პროვინციაზე სრულმასშტაბიანი შეტევის შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ აქამდე არნახული ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც უარყოფითად აისახება მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონებზე;
- სირიიდან ლტოლვილთა ახალი მასის დაძვრის შემთხვევაში მას გაჰყვება მებრძოლთა დიდი ნაწილი. ეს კი გაზრდის ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეს თურქეთში და სხვა რეგიონებში (ევროპა, კავკასია, უკრაინა და ა.შ.), სადაც მებრძოლთა ნაწილი შემდეგ გადასვლას შეეცდება. ამ შემთხვევაში დასავლეთს ექნება რუსეთის, სირიისა და ირანის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ;
- თურქეთში გადასულ კავკასიელ მებრძოლებს ბუნებრივია გაუჩნდებათ სამშობლოში დაბრუნების ცდუნება და მათ ინტერესთა სფეროში მოხვდება საქართველო, როგორც ეს იყო ჩატაევისა და მისი რაზმის შემთხვევაში.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- თალიბანი 2.0 ქაბულში: გამოწვევები და მოლოდინი რეგიონის ქვეყნებში
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- მეჯლისის არჩევნები ირანში - პოლიტიკური წინაპირობები და შედეგები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- თურქეთის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- ქალები საქართველოდან სირიის კონფლიქტში და მათი მომავალი
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე