რონდელის ბლოგი

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები

2018 / 10 / 22

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

2013 წელი საქართველოს ეკონომიკამ დაასრულა ბოლო პერიოდში  მიმდინარე ანგარიშის საუკეთესო მაჩვენებლით. სამწუხაროდ, იგი არ იყო გამყარებული ეკონომიკის ზრდის ტემპის  მონაცემებით (2010 წელი - 6.2%, 2011 – 7.2%, 2012 – 6.4%, 2013 წელი - 3.4%, 2014 – 4.6%, 2015 – 2.9%, 2016 წელი - 2.8%, 2017, – 5.0% (იხ.: http://www.geostat.ge/?action=page&p_id=118&lang=geo).


http://www.geostat.ge/?action=page&p_id=2230&lang=geoწყარო: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304

http://geostat.ge/index.php?action=wnews_archive1&qy=1&qy1=2&lang=geo

http://mof.ge/images/File/BROSHURA/2017/Outlook_November_2017_GEO.PDF

ცხრილში მოყვანილი რამდენიმე საკვანძო ეკონომიკური მაჩვენებელი ასახავს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციას. მაგალითად, 2013 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა შეადგინა რეკორდულად დაბალი უარყოფითი მაჩვენებელი - -$938,408 მლნ., ხოლო ექსპორტმა მიაღწია რეკორდულ $4,025,840 მლნ.-ს (ეროვნული ბანკის მონაცემებით). 2017 წელი, მიმდინარე ანგარიშის მაჩვენებლის მიხედვით, ჩამორჩება მხოლოდ 2013 წელს. მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებითაც (2015 – 12,0%, 2016 – 12,8%, 2017 – 8,67%). წინა წელთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა $524 მლნ.-ით. იზრდება ექსპორტი, უმნიშვნელოდ, მაგრამ მცირდება სავაჭრო დეფიციტი (2017 წელს სავაჭრო დეფიციტმა შეადგინა სავაჭრო ბრუნვის 48,7%, ხოლო 2018 წლის 8 თვის მონაცემებით - 47%).

დინამიკურ ზრდას განაგრძობს ტურიზმის სექტორი. მიმდინარე ტენდენციები ამყარებენ იმედს, რომ წელს ტურიზმის შემოსავალი გადააჭარბებს $ 3 მილიარდს. ეს, საზღვარგარეთიდან თანამემამულათა გადმორიცხვებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, უზრუნველყოფს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების მიერ ნაღდი ვალუტით სამშობლოში გამოგზავნილი თანხა დაახლოებით უტოლდება ოფიციალური არხებით გადმორიცხულ ტრანსფერებს. წესით, ეს თანხა უნდა ფარავდეს წლიური მიმდინარე ანგარიშის (- $ 1 316 მილიონი) დეფიციტის დიდ ნაწილს. ტრანსპორტის სექტორის საქმიანობა ყოველთვის დადებითი ბალანსით აისახებოდა მიმდინარე ანგარიშში. სამწუხაროდ, აქ 2015 წლიდან იკვეთება მზარდი დეფიციტი, რაც ცალკე სერიოზულ ანალიზს საჭიროებს.

ბოლო ორი წელიწადია საქართველოს საგარეო ვაჭრობაში შეინიშნება დადებითი ტენდენციები, რაც კარგად ჩანს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

 

2015

2016

2017

2018 (8 თვე)

ექსპორტი, სულ

2 205

2 113

2 736

2 146

ექსპორტი, ევროკავშირი

645

565

655

456

ექსპორტი, ევრაზიული კავშირი

417

424

697

541

ექსპორტი, თურქეთი

187

173

217

182

იმპორტი, სულ

7 300

7 294

7 939

5 954

იმპორტი, ევროკავშირი

2 081

2 215

2 200

1 751

იმპორტი, ევრაზიული კავშირი

845

975

1 176

909

იმპორტი, თურქეთი

1 327

1 354

1 374

939

ბრუნვა, სულ

9505

9407

10 675

8 101

ბრუნვა, ევროკავშირი

2 726

2 780

2 855

2 207

ბრუნვა, ევრაზიული კავშირი

1 262

1 399

1 875

1 450

ბრუნვა, თურქეთი

1 514

1 527

1 591

1 121

 

 წყარო: http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo , http://geostat.ge/?action=news&lang=geo&npid=1360

ევროკავშირი მყარად იკავებს საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორის ადგილს. 2017 წელს საგრძნობლად გაიზარდა საქონელბრუნვა რუსეთთან და, როგორც შედეგი, ევროკავშირთან და ევრაზიულ კავშირთან სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლებს შორის განსხვავება შემცირდა. მაგრამ 2017 წელს ამ სხვაობამ მაინც შეადგინა თითქმის $ 1 მილიარდი. სავარაუდოდ, იგივე ციფრთან გვექნება საქმე მიმდინარე წელსაც. 

საქართველოს მთავარ მაკროეკონომიკურ გამოწვევად რჩება მნიშვნელოვანი სავაჭრო დეფიციტი, რომელიც, როგორც აღინიშნა, მიმდინარე წელს შეადგენს საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 47%-ს (2017 – 48,7%, 2016 – 55%, 2015 – 53,6%).

ექსპორტი იზრდება ტრადიციული სავაჭრო პოზიციების ხარჯზე (სპილენძი, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, აზოტის სასუქები, ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყალი).

ექსპერტების შეფასებით, ტურიზმის სექტორში გენერირებული მილიარდებიდან  საზღვარგარეთ გაედინება ამ თანხის დიდ ნაწილი. როგორც ლადო პაპავა აღნიშნავს: „თითოეული ტურისტის მიერ დახარჯული თანხის საშუალოდ 80% ქვეყნიდან ამ ტურისტის მოხმარებისათვის საჭირო პროდუქციის იმპორტისათვის გაედინება“ (იხ.: https://www.gfsis.org/blog/view/864). თუ ეს ნამდვილად ასეა (აქ დავა შეიძლება მხოლოდ ათიოდე პროცენტზე), შარშან ამ თანხამ შეადგინა დაახლოებით $ 1.9 -2.2 მილიარდი (მთელი იმპორტის 24-28 %), ხოლო წელს იმერყევებს $ 2.1-2,4 მილიარდის ფარგლებში (მთელი იმპორტის 23- 26 %). ტურისტული ნაკადის ზრდა ნიშნავს ეროვნული ბაზრის სივრცის გაფართოებას, და აქ ქართულ კომპანიებს დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ. რიგ სექტორებში ბაზრის ახალ სივრცეს ჩვენი მეწარმეები თითქმის მთლიანად ფარავენ, მაგ., ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, წყალი - მტკნარი და მინერალური, სუვენირები, კვების პროდუქტების გარკვეული კატეგორიები. მაგრამ ახალი შესაძლებლობების დიდი ნაწილი აუთვისებელი რჩება - ავეჯი ახალი სასტუმროებისათვის, ტექნიკა, იგივე კვების პროდუქტები, განსაკუთრებით წვრილად დაფასოებული და ა.შ. აგრეთვე შესამჩნევია, რომ ტურისტების მომსახურების სექტორში ძალიან აქტიურობენ უცხოელების მიერ დაფუძნებული კომპანიები.

სამ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან - თურქეთთან, რუსეთთან, ჩინეთთან - კრებსითმა სავაჭრო დეფიციტმა 2018 წლის 8 თვეში  $ 1 511 მილიონი შეადგინა. საინტერესოა, რომ იგივე სამი ქვეყნიდან წვრილი სავაჭრო პოზიციების იმპორტმა ($12-20 მილიონის ღირებულებაზე ნაკლები) შეადგინა $1 593 მილიონი. ეს ციფრი ზემოთ მოყვანილი $ 2.1-2,4 მილიარდის ნაწილია და, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმპორტის ჩანაცვლების კარგ შესაძლებლობებზე, რაც თავისთავად გააჯანსაღებს სავაჭრო ბალანს. თანაც ეს პოტენციალი, ამ სავაჭრო ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა აითვისოს აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესმა. იმპორტის ჩანაცვლების აქტიური პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის სრული დაბალანსება.

სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების კიდევ ერთი რეზერვია ელექტროენერგიის ექსპორტი, მაგრამ ეს ცალკე განხილვის თემას წარმოადგენს...

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.