რონდელის ბლოგი

საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა

2018 / 11 / 13

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

სავაჭრო ბალანსის მნიშვნელოვანი დეფიციტი რჩება ქვეყნის მთავარ მაკროეკონომიკურ გამოწვევად. მისი გაჯანსაღების პერსპექტიული მიმართულებაა ელექტროენერგიის ექსპორტი. 2010 წელს ელექტროენერგიის ნეტო ექსპორტმა $ 23.5 მლნ. შეადგენდა და შევიდა ექსპორტის უმსხვილესი პოზიციების სიაში. შემდეგ წლებში ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, არ გამყარდა. 2016 იყო ბოლო წელი, როდესაც საქართველოს უმნიშვნელო, სულ $ 0.5 მლნ., მაგრამ ელექტროენერგიით ვაჭრობაში დადებითი სალდო ჰქონდა. 2017-ში საქართველომ რეკორდული ოდენობის ელექტროენერგია შეიძინა, დაახლოებით იგივე მდგომარეობა იქნება წელსაც.  

 

საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით ($ მლნ.)

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018,8 თვე

ექსპორტი

36.5

32.6

18.6

14.0

29.5

26.0

22.3

18.2

19,0

იმპორტი

13.0

24.4

32.5

30.3

51.0

43.8

21.8

66.7

35,4

სალდო

+23.5

+8.2

-13.9

-16.3

-21.5

-17.8

+0.5

-48.5

-16.4

 

საქართველოს ელექტროენერგია: წარმოება, მოხმარება და  ვაჭრობა  (მლნ. კვტ. სთ.)

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

წარმოება

9.919,11

9.912,12

9.471,93

9.860,61

10.153,72

10.592,50

11.364,68

11.325,74

ა/ა

მოხმარება

8.441,12

9.256,57

9.379,39

9.690,21

10.170,13

10.381,78

11.026,65

11.875,30

ა/ა

ექსპორტი

1.534

931

528

450

545

660

559

686

ა/ა

იმპორტი

222

471

615

484

853

699

479

1.497

ა/ა

სალდო

+1312

+460

-87

-34

-308

-39

+80

-811

ა/ა

 

2017 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 7.7% ით არის გაზრდილი, ხოლო 2015 წელთან შედარებით - 14.4% - ით.

ადრე ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ საქართველოში ბოლო ორ წელიწადში ელექტროენერგიის მოხმარების ნახტომისებური ზრდა დაკავშირებულია ბიტკოინების მოპოვებასთან. ცხრილებში ჩანს, რომ 2017 წელს ჩვენ რეკორდული 811 მლ. კვ. სთ. იმპორტისათვის დავხარჯეთ რეკორდულივე $48.5 მილიონი.

მსოფლიოში ყოველდღე მოიპოვება 1800 ბიტკოინი, აქედან დიდი წილი მოდის საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ ერთ კომპანიაზე - BitFury. ჯამურად კი, საქართველოზე მოდის ბიტკოინის მსოფლიო წარმოების 15%, ანუ დღეში დაახლოებით 270, ხოლო წელიწადში 100 000-მდე ბიტკოინი. გასათვალისწინებელია, რომ BitFury-ს გარდა, საქართველოში ბიტკოინს სხვა კომპანიებიც მოიპოვებენ, რისი აღრიცხვაც არ ხდება. ამასთან, საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის შექმნილია ძალზე ხელსაყრელი პირობები, ხოლო ერთი ბიტცოინის მოპოვების ფასი შეადგენს $3316. 2017 წელს ბიტკოინის ფასი ძალიან მერყეობდა, $ 967 - დან $ 13 860 - მდე, საშუალო ფასი - $ 4 128, ხოლო 2018 წელს - $ 10 166 - დან $ 7013 - მდე, საშუალო ფასი - $ 8 157.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2017 წელს საქართველოში წარმოებულ იქნა ბიტკოინების მნიშვნელოვანი, დაახლოებით $500 მლნ. ღირებულების,  რაოდენობა. დაახლოებით ამ ციფრებთან მივდივართ სხვა მარტივი გათვლებითაც: წელიწადში მსოფლიოში მოიპოვება  $4 910 779 489  ღირებულობის ბიტკოინი; ხოლო ამ რაოდენობის 15%, რაც არის საქართველოს წილი ბიტკოინის მსოფლიო წარმოებაში, შეადგენს $730 მილიონს. განსხვავება აიხსნება 2017 წელს ბიტკოინის ფასის დრამატული ცვლილებებით. შედარებით ზუსტია 2017 წელს წარმოებული ბიტკოინების თვითღირებულება - დაახლოებით $ 330 მილიონი.  

რა თქმა უნდა, მიღებული ციფრები შეიძლება შეიცავდეს დიდ ცდომილებას. ამის თავიდან აცილება შესაძლოა, თუ საჯარო სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი ბიტკოინის ქართველი მწარმოებლების, პირველ რიგში, კომპანია BitFury -ის, წლიური ანგარიშები.   

ბიტკოინების რეალიზება ძირითადად  საერთაშორისო ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით ხდება, ანუ პრაქტიკულად ეს საექსპორტო საქონელია და მისი მოცულობა დაახლოებით უნდა უტოლდებოდეს საქართველოს ექსპორტის უმსხვილეს პოზიციებს. სამწუხაროდ, ეს არ არის ასახული სტატისტიკაში.

სამაგიეროდ, სტატისტიკაში კარგად არის ასახული ელექტროენერგიით ვაჭრობის დეფიციტი. აღიარებულია, რომ ელექტროენერგიის მდგენელი ბიტკოინის წარმოების თვითღირებულებაში შეადგენს დაახლოებით 75%-ს. შესაბამისად, ქართული ბიტკოინების წარმოებას შარშან მოხმარდა $ 375 – 550 მილიონის ღირებულების ელექტროენერგია. ეს უზარმაზარი ციფრია. სხვა გათვლები გვაძლევს უფრო მოკრძალებულ შედეგს. თუ ერთი ბიტკოინის წარმოებაზე იხარჯება 300 კვ/საათი, ხოლო BitFury იხდის 1 კვ/ საათში 19.525 თეთრს, გამოდის, რომ ერთი ბიტკოინის წარმოებისთვის საჭირო ელექტროენერგია უჯდება კომპანიას 19.525 x 300 = 5857.5 ლარი, ანუ დღევანდელი კურსით - $ 2210. ეს შეადგენს ქართული ბიტკოინის თვითღირებულების ($ 3316) 67 % -ს. წელიწადში კი ეს თანხა აღწევს $ 221 მილიონს. გასაგებია, რომ ამ ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს არა მხოლოდ BitFury, არამედ ყველა ქართული კომპანია - მაინერი ერთად.

ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება შარშან ელექტროენერგიით ვაჭრობის დეფიციტს. გამოდის, რომ თუ არა ბიტკოინის წარმოებისათვის გამოყენებული ელექტროენერგია, მის იმპორტზე დახარჯული $ 48 მილიონის ნაცვლად, საქართველოს გაუჩნდებოდა დამატებითი საექსპორტო რესურსი $ 173 მილიონის ოდენობით. 2017 წელს ამ მონაცემს მხოლოდ რამდენიმე საექსპორტო პოზიცია ჯობნიდა (სპილენძის მადანი - $ 407 მილიონი, მსუბუქი ავტომობილები - $ 309 მილიონი, ფეროშენადნობები - $ 292. შედარებისათვის, ღვინის ექსპორტმა 2017 წელს მიაღწია $ 155 მილიონს.  

გასაგებია, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკის მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარებას, მაგრამ დღეს ბიტკოინის წარმოებას ეწირება სერიოზული საექსპორტო რესურსი, რაც ასე ესაჭიროება ქვეყანას, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მის მთავარ მაკროეკონომიკურ გამოწვევას წარმოადგენს ქრონიკული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი და ამით გამოწვეული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. თუ ამის შედეგად იქმნება უფრო ძლიერი საექსპორტო რესურსი, ამ შემთხვევაში ბიტკოინების ექსპორტის სახით, ეს უნდა იყოს ჯეროვნად აღრიცხული მაინც. 

რა თქმა უნდა, ქვეყანაში სანდო ინფორმაციის წყაროების არარსებობის გამო, ამ გათვლებს გარკვეული  ხარვეზები ახლავს. ამ ხარვეზების დაძლევა ადვილად შესაძლებელია ბიტკოინის მწარმოებელი კომპანიების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პირობებში. ამით უნდა იყოს დაინტერესებული ბიზნესიც. კულუარული შეთანხმებები არ უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მოდელს და ეს არ აძლევს ხელს არც ბიზნესს და არც სახელმწიფოს. მხოლოდ გამჭვირვალობა, გასაგები თამაშის წესების ჩამოყალიბება და მათი ყველა მხარის მიერ დაცვა შეუწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას, რამაც სარგებელი უნდა მოუტანოს როგორც მეწარმეს, ისე სახელმწიფოს და მოქალაქეებს.

 

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.