X

განცხადებები

რონდელის ფონდი აცხადებს სამეცნიერო-პოპულარული სტატიების მიღებას

2020 / 11 / 11

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს სამეცნიერო-პოპულარული სტატიების მიღებას პროექტისათვის „რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო“.

„რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო“ რონდელის ფონდის ონლაინ პუბლიკაციათა სერიაა, რომელიც  კოლონიური ისტორიულ-პოლიტიკური პარადიგმების დაძლევას ემსახურება, აანალიზებს და ოფიციალური რუსული თვალთახედვისაგან განსხვავებულ ჭრილში წარმოაჩენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს XVIII საუკუნიდან დღემდე.

სამეცნიერო-პოპულარული სტატია უნდა მოიცავდეს მოვლენებისა და ფაქტების  მიზეზ-შედეგობრივ ანალიზსა და მათ რეტროსპექტულ შეფასებას ფართო ისტორიულ კონტექსტში. თემა უნდა ეხებოდეს სახელმწიფოებრიობისათვის მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც იმპერიულმა და საბჭოთა რუსეთის მმართველობამ ზეგავლენა მოახდინა. შესაძლებელია, ნაშრომი მიეძღვნას კავკასიის სხვა სახელმწიფოებსა და ხალხებსაც, თუმცა მსგავსი სტატია საქართველოსთვისაც რელევანტური უნდა იყოს. სტატია ჟურნალისათვის შესაფერისი პოპულარული ენით უნდა იყოს დაწერილი და მას უნდა ახლდეს  შენიშვნები და ბიბლიოგრაფია. ჯამში იგი უნდა მოიცავდეს დაახლოებით 3700 – 3800 სიტყვას შენიშვნებისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე.

მსურველებმა უნდა გამოგვიგზავნონ თავიანთი მოკლე ბიოგრაფია და სტატიის ერთგვერდიანი აბსტრაქტი. შერჩეულ ავტორებს ფონდი დაუკავშირდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით სამი კვირის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ფონდის მიერ აბსტრაქტის მოწონების საფუძველზე სრული სტატიის მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის გამოქვეყნებას და სტატია გაივლის საბოლოო შესარჩევ ეტაპსაც. ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატიისათვის ავტორი მიიღებს პროექტით გათვალისწინებულ ჰონორარს 350 დოლარის ოდენობით ლარში.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი ნაშრომი ვორდის ფაილის სახით მეილზე: [email protected] და თემის ველში მიუთითოთ „რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო“.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.