X

განცხადებები

რონდელის ფონდი აცხადებს ბლოგებისა და ექსპერტის აზრის მიღებას

2021 / 11 / 22

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი განაგრძობს „ექსპერტის აზრისა“ და „რონდელის ბლოგისთვის“ ნაშრომების მიღებას. ჩვენი მიზანია ამ პუბლიკაციებით ხელი შევუწყოთ დისკუსიას და მიმდინარე მოვლენების ანალიზს საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკისა და რეგიონული თანამშრომლობის სფეროებში.

ნაშრომების გამოგზავნა შეუძლიათ მკვლევრებს, ჟურნალისტებს, საჯარო მოხელეებს, აკადემიური წრის,  სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ამით საფუძველი შევუქმნათ საინტერესო და სასარგებლო დისკურსს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო. ნაშრომები შემოწმდება კომისიის მიერ.

„ექსპერტის აზრი“ უნდა მოიცავდეს 2000-2500 სიტყვას (8 გვერდამდე) და ეხებოდეს  საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ნაშრომი აუცილებლად უნდა მომზადდეს ციტირების ჩიკაგოს სტილით. დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ აქ.

„რონდელის ბლოგი“ უნდა მოიცავდეს 800-1000 სიტყვას და უნდა ეხებოდეს ჩვენს რეგიონსა და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ასევე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს. 

„ექსპერტის აზრისა“ და „რონდელის ბლოგის“ რუბრიკებში ნაშრომების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის. შემოსული სტატიების ავტორებს ორი კვირის განმავლობაში ვაცნობებთ შედეგებს. ავტორები, რომელთა ნაშრომები გამოქვეყნდება, მიიღებენ ჰონორარს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი ნაშრომები Word-ის დოკუმენტის ფორმატით. „ექსპერტის აზრის“ რუბრიკისთვის გამოიყენეთ ელ. ფოსტის შემდეგი მისამართი: [email protected];  რონდელის ბლოგისთვის კი: [email protected]. გთხოვთ Subject line-ში მიუთითოთ „GFSIS Expert Opinion Paper Series“ ან „Call for Rondeli Blog“, იმის მიხედვით, თუ რომელი რუბრიკისთვის აგზავნით პუბლიკაციას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.