განცხადებები

ვაკანსია რონდელის ფონდში

2022 / 06 / 15

თანამდებობა: პროექტის კორდინატორი (სრული განაკვეთი)

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) ეძებს გამოცდილ, პროაქტიურ პროექტის კორდინატორს, რათა იმუშაოს პროექტის გუნდთან ერთად გრძელ და მოკლევადიან პროექტებში. პროექტის კორდინატორი ანგარიშვალდებულია პროექტის დირექტორსა და ფონდის პრეზიდენტთან; მისი მთავარი პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღოს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც შეეხება ეთნიკური უმცირესობებისა  და კარგი მმართველობის საკითხებს.

აუცილებელი მოთხოვნები

  • მაგისტრის ხარისხი შესაბამის სფეროში;
  • სალაპარაკო და წერითი ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე ქართული ენის ცოდნა;
  • სალაპარაკო რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • კარგი მმართველობისა და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის  გამოცდილება;
  • სტრესულ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მრავალნაირ საქმესთან ერთდროულად გამკლავების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • საბუთების თარგმნა (ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური)
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი.

ძირითადი მოვალეობები

  • GFSIS-ის პროექტების აქტივობების კოორდინაცია და მენეჯმენტი;
  • პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება;
  • პროექტის თანამშრომლებთან, დონორებთან და ბენეფიციარებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
  • პროექტის დირექტორის დახმარება ყოველთვიური და კვარტალური ნარატიული ანგარიშების შედგენაში;
  • პროექტების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
  • ფინანსური მენეჯერის დახმარება ფინანსური ანგარიშების მომზადებაში;
  • პერიოდულად პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმნა (ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური);
  • სტუმრად მყოფი პროფესორებისა და ექსპერტების ლოჯისტიკური დახმარება, მიმართულების მიცემა, მათ შორის, სასტუმროსა და ბილეთების ჯავშანთან დაკავშირებით;
  • ტრენინგთან დაკავშირებულ საქმიანობაში დახმარება, კერძოდ, პროექტის მონაწილეთა კოორდინაცია, კურსის კურიკულუმისა და ტრენინგის განრიგის შემუშავება;
  • პროექტის დოკუმენტაციის წარმოება, სისტემებისა და მონაცემთა ბაზების შევსება;
  • ურთიერთობა როგორც ადგილობრივ და სტუმრად მყოფ პროფესორებთან, ისე შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
  • პროექტის დირექტორის ზედამხედველობით პროექტის საქმიანობასა და სატრენინგო კურსებთან დაკავშირებული შეფასებების შემუშავება;
  • ავტორების, მთარგმნელების, გამომცემლების, დიზაინერებისა და სხვადასხვა პროექტის პუბლიკაციების კოორდინირება და მეთვალყურეობა;
  • სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ექსპერტთა მრგვალი მაგიდის, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება;
  • სხვა საჭირო დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები

პროექტის კორდინატორის თანამდებობა მოიცავს სრულ განაკვეთს. ეს თანამდებობა არის ვადიანი საკონტრაქტო პოზიცია, რომელიც ძალაშია დანიშვნის დღიდან და  გადაიხედება ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი პასუხისმგებელია შვებულებებსა და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა სარგებელზე/შეღავათებზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ  რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected];

დოკუმენტების გამოგზავნისას გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: ვაკანსია პროექტის კორდინატორის პოზიციაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ინტერესის გამო საბუთების მიღების ინდივიდუალურად დადასტურება ვერ მოხდება. დოკუმენტაციის განხილვის შემდე GFSIS შერჩეულ კანდიდატებთან გამართავს გასაუბრებას. გასაუბრება ჩატარდება თბილისში. დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის შესახებ გთხოვთ ეწვიოთ ფონდის ვებგვერდს: www.gfsis.org  

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 5 ივლისი, 18:00.  

 

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.