განცხადებები

მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა “მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები”

2022 / 09 / 08

მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა

მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს კონკურსს 2022 წლის ხანმოკლე სასწავლო პროგრამაში მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები” მონაწილეთა შესარჩევად.

4-დღიანი სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გაზრდას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის თემაზე დისკუსიას, ცოდნის ამაღლებას და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერას.

სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირების, საგარეო პოლიტიკისა და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის შესახებ. მათ ასევე ექნებათ საშუალება პროგრამის ფარგლებში შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, რათა ერთობლივად განიხილონ ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები, პოლიტიკაში მათი ჩართულობა, ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა და სამომავლო გეგმები.  

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ 18-დან 28 წლამდე აქტიურ ახალგაზრდებს.

პროგრამის მონაწილეთა სასტუმროს, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს უზრუნველყოფს რონდელის ფონდი.

პერიოდი: 24-27 სექტემბერი, 2022

სასწავლო პროგრამის ჩატარების ადგილი: თბილისი, რონდელის ფონდი, შიო ჩიტაძის ქუჩა 3ა

სამუშაო ენა: ქართული

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ძირითადი მოთხოვნებია: 18-დან 28 წლამდე აქტიური ახალგაზრდა, საქართველოში, რეგიონებსა თუ დედაქალაქში, მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის თემის წარმომადგენელი.

შერჩევის პროცესი: დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: [email protected]; ელფოსტის საგანში გთხოვთ მიუთითოთ პროექტის დასახელება:

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 სექტემბერი, 2022 წელი

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს - სოფი ბოკუჩავას: ტელ.: 2 47 35 55;  ელ. ფოსტა: [email protected]

პროექტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდიახორციელებს ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM).

სააპლიკაციო ფორმა: https://gfsis.org.ge/files/II.%20Application%20Form%20-%20Autumn%20School%20'22.pdf?fbclid=IwAR09jeivEhOfL9WzjX47vlV1yJnegsvzrmCG9xfqJeXuhpYEc2CyACRWA8g

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.