X

განცხადებები

სტაჟირების პროგრამა რონდელის ფონდში

2023 / 01 / 24

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს მიღებას 3-თვიანი სტაჟირების პროგრამაზე.  სტაჟიორის მთავარი პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღოს ფონდის პროექტების განხორციელებაში. სტაჟიორი ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერსა და ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.

სტაჟირების პერიოდი: ა.წ. 20 თებერვალი–20 მაისი

სამუშაო განაკვეთისრული

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი სოციალური/პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სასურველია პროექტებში ტექნიკური და ადმინისტრაციული მონაწილეობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფონდის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება;
  • პროექტის მენეჯერის დახმარება ყოველთვიური და კვარტალური აღწერილობითი ანგარიშების შედგენაში;
  • ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებული მასალის შეგროვება, თარგმნა (ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური);
  • ინფორმაციის დამუშავება-განთავსება;
  • ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების აქტივობებზე დასწრება;
  • ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების მონაწილეთა კოორდინაცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ პოზიციის დასახელება  „სტაჟიორი“ მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ინტერესის გამო საბუთების მიღების ინდივიდუალურად დადასტურება ვერ მოხდება. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 10 თებერვალი, 18:00.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.