X

კონფერენციები და სემინარები

სემინარი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის

2017 / 05 / 04

2017 წლის 3-4 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის განკუთვნილი სემინარი.

ორდღიან სემინარს ხელმძღვანელობდენ შვედი ექსპერტები: ჰანს ნორგრენი და ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი ევა ფალკი (SIPU International), რომელთაც ისაუბრეს საქართველოში შვედური გამოცდილების დანერგვის შესახებ, იმსჯელეს ორგანიზაციული კულტურის, გარემოსა და კლიმატის, ადამიანური რესურსების განვითარებისა და გუნდში მუშაობის მნიშვნელობაზე, ასევე თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში მომუშავე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებმა/მენეჯერებმა.

სემინარს ახორციელებს რონდელის ფონდი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.