X

კონფერენციები და სემინარები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია

2017 / 05 / 27

2017 წლის 26-29 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანი საგაზაფხულო სესია გაიმართა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე  მოხსენებით გამოვიდა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.  

კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკასა და ევროპულ ინტეგრაციაზე. მან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო და აღნიშნა, რომ ის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, რასაც საქართველო ევროპელი და ევროატლანტიკური პარტნიორებისგან იღებს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას იღებდა 600-მდე სტუმარი, მათ შორის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 300-ზე მეტი პარლამენტარი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.