X

კონფერენციები და სემინარები

სემინარი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის

2017 / 11 / 22

2017 წლის 22 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა შვედი ექსპერტი ჰანს ნორგრენი, შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტი ((SIPU International).

სემინარზე იუსტიციის სამინისტროს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა წარადგინეს სამინისტროების ანგარიში საჯარო მოხელის სამუშაოს შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ, ხოლო ჰანს ნორგრენმა ისაუბრა სამუშაო ადგილზე სოციალური დიალოგის მოდელზე.

სემინარზე  მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში მომუშავე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებმა. მონაწილეებმა ერთამანეთს გაუზიარეს თავიანთი სამუშაო გამოცდილება  და ასევე იმსჯელეს აღნიშნულ სფეროში არსებულ პრობლემებზე და საჭირო ცვლილებებზე.

აღნიშნული სემინარი იმართება პროექტის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში და მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული HR სპეციალისტების  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით და  შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.