X

კონფერენციები და სემინარები

სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების ტრანსფორმაციის კვლევის სამუშაო შეხვედრა

2017 / 12 / 12

2017 წლის 11-12 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის „კონფლიქტების მოგვარების პროგრამის“ მხარდაჭერითა და თანამშრომლობით გაიმართა „სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების ტრანსფორმაციის კვლევის სამუშაო შეხვედრა“. ორი დღის განმავლობაში ამერიკელი, აზერბაიჯანელი, სომეხი და  ქართველი მკვლევრები და ექსპერტები განიხილავდნენ რეგიონის კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს. მონაწილეებმა, საერთო საფრთხეებისა და პრობლემების გათვალისწინებით,  შეიმუშავეს სამომავლო ერთობლივი კვლევის პროექტის მონახაზი.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.