X

კონფერენციები და სემინარები

სემინარი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის

2018 / 09 / 20

2018 წლის 19-20 სექტემბერს რონდელის ფონდის ორგანიზებით ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ შვედი ექსპერტები ჰანს ნორგრენი და ევა ფალკი.

შვედმა კონსულტატებმა ისაუბრეს საქართველოში შვედური გამოცდილების დანერგვის შესახებ, იმსჯელეს ორგანიზაციული კულტურის, გარემოსა და კლიმატის, ადამიანური რესურსების განვითარებისა და გუნდში მუშაობის მნიშვნელობაზე, ასევე თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

სემინარზე  მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში მომუშავე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებმა. მონაწილეებმა ერთამანეთს გაუზიარეს თავიანთი სამუშაო გამოცდილება  და ასევე იმსჯელეს აღნიშნულ სფეროში არსებულ პრობლემებზე და საჭირო ცვლილებებზე.

აღნიშნული სემინარი იმართება პროექტის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში და მიზნად ისახავს საჯარო სექტორში დასაქმებული HR სპეციალისტების  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. რონდელის ფონდი პროგრამას ახორციელებს 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით და  შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.