X

ლექციები და ტრენინგები

დაჯილდოების ცერემონია სოფელ ჯოყოლოში

დაჯილდოების ცერემონია სოფელ ჯოყოლოში

2021 წლის 1-ელ ივლისს, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, რონდელის ფონდის მიერ ჩატარებული ვიქტორინის საფუძველზე სოფელ ჯოყოლოში გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. გამარჯვებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ ლეპტოპებით, მობილური ტელეფონებითა და  პლანშეტებით.

ვრცლად
დაჯილდოების ცერემონია ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის

დაჯილდოების ცერემონია ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის

2021 წლის 22 ივნისს, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, რონდელის ფონდის მიერ ჩატარებული ვიქტორინის საფუძველზე ქალაქ ბათუმში გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია, სადაც გამოვლინდა 44 გამარჯვებული, ხულოს მუნიციპალიტეტის 18 სკოლიდან. გამარჯვებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ ლეპტოპებით, მობილური ტელეფონებით, პლანშეტებითა და ჭკვიანი საათებით.

ვრცლად

"ახალგაზრდები ცვლილებებისთვის" - გამოსაშვები ცერემონია

21 ივნისს ქ. ბათუმში ჩატარდა სასწავლო პროგრამის "ახალგაზრდები ცვლილებისთვის" დახურვის ღონისძიება. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენელი ახალგაზრდები. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები და პრაქტიკული სემინარები საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და უნარების გაძლიერების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პროექტში…

ვრცლად
სალექციო კურსი - შესავალი სტრატეგიაში

სალექციო კურსი - შესავალი სტრატეგიაში

2021 წლის 8 ივნისს, "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის" პროგრამის ფარგლებში დაიწყო მორიგი სალექციო კურსი - "შესავალი სტრატეგიაში." ლექციებს უძღვება როს ჰარისონი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ვრცლად
დაიწყო სასწავლო პროგრამა საჯარო მოხელეებისთვის

დაიწყო სასწავლო პროგრამა საჯარო მოხელეებისთვის

რონდელის ფონდი წარმატებებს უსურვებს საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის ახალ მე-13 ნაკადს. პირველი დისტანციური ლექცია ჩატარდა თემაზე საჯარო პოლიტიკის ეკონომიქსი. ლექციას უძღვება რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი და ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი, ვლადიმერ პაპავა. შვიდი თვის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას საჯარო მართვის, პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის…

ვრცლად
ვივიენ უოლკერის სალექციო კურსი - სტრატეგიული კომუნიკაციები

ვივიენ უოლკერის სალექციო კურსი - სტრატეგიული კომუნიკაციები

24 მაისს დასრულდა ''ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის'' პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სალექციო კურსი - ''სტრატეგიული კომუნიკაციები''. კურსს უძღვებოდა ვივიენ უოლკერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახალხო დიპლომატიის საკონსულტაციო კომისიის აღმასრულებელი დირექტორი. კურსის განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სტრატეგიული კომუნიკაციის…

ვრცლად
სალექციო კურსი - ცენტრალური აზია

სალექციო კურსი - ცენტრალური აზია

"ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სალექციო კურსი - "ცენტრალური აზია". ლექციებს უძღვება დოქტორი გევინ ჰელფი, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის უფროსი ექსპერტი ცენტრალური აზიის საკითხებში.

ვრცლად
სასწავლო კურსის მეორე ნაკადი - ეროვნული უმცირესობები - დისკურსის ხელშეწყობა

სასწავლო კურსის მეორე ნაკადი - ეროვნული უმცირესობები - დისკურსის ხელშეწყობა

გასულ კვირას წარმატებით დასრულდა რონდელის ფონდისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით მოკლევადიანი სასწავლო კურსის "ეროვნული უმცირესობები - დისკურსის ხელშეწყობა" მეორე ნაკადის ტრენინგები.

ვრცლად
სასწავლო კურსი - ეროვნული უმცირესობები - დისკურსის ხელშეწყობა

სასწავლო კურსი - ეროვნული უმცირესობები - დისკურსის ხელშეწყობა

2021 წლის 22 აპრილს, რონდელის ფონდისა და ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით წარმატებით დასრულდა მოკლევადიანი სასწავლო კურსის „ეროვნული უმცირესობები - დისკურსის ხელშეწყობა“ პირველი ნაკადის ტრენინგები.

ვრცლად
სალექციო კურსი - პოლიტიკური რისკების ანალიზი

სალექციო კურსი - პოლიტიკური რისკების ანალიზი

2021 წლის 6 აპრილიდან 16-მდე, "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის" პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სალექციო კურსი - "პოლიტიკური რისკების ანალიზი".

ვრცლად
ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისათვის

ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისათვის

11 აპრილს რონდელის ფონდის პროექტის "ახალგაზრდები რეგიონის განვითარებისათვის" ფარგლებში ჩატარდა გასვლითი ლექციები ასპინძის რაგბის საწვრთნელ ბაზაზე.

ვრცლად
სალექციო კურსი - საქართველოს მეზობლები სამხრეთით, აზერბაიჯანი და სომხეთი

სალექციო კურსი - საქართველოს მეზობლები სამხრეთით, აზერბაიჯანი და სომხეთი

2021 წლის 29 მარტიდან 2 აპრილამდე, "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა მოკლე სალექციო კურსი - "საქართველოს მეზობლები სამხრეთით, აზერბაიჯანი და სომხეთი". ლექციებს უძღვებოდა ბატონი ივლიანე ხაინდრავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი. ბატონი ივლიანე 2014 - 2018 წლებში იყო…

ვრცლად
სასწავლო პროგრამა ახალგაზრდები ცვლილებებისთვის ბათუმში

სასწავლო პროგრამა ახალგაზრდები ცვლილებებისთვის ბათუმში

2021 წლის 13-17 მარტს, რონდელის ფონდმა ქალაქ ბათუმში განახორციელა სასწავლო პროგრამა „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“. პროგრამის ფარგლებში 5 დღის განმავლობაში ახალგაზრდა აქტივისტები გაეცნენ ისეთ თემებს როგორებიცაა: პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკის ანალიზი, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, რეგიონული გამოწვევები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი,…

ვრცლად
შეხვედრა მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

შეხვედრა მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

პროექტის "თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში სოფელი მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ასპინძის სარაგბო ბაზაზე, სადაც ექსპერტების ხელმძღვანელობით დაესწრნენ მნიშვნელოვან ლექციებს.

ვრცლად
სალექციო კურსი - ციფრული ექსპერტიზის სამართლებრივი და ტექნიკური პროცედურები

სალექციო კურსი - ციფრული ექსპერტიზის სამართლებრივი და ტექნიკური პროცედურები

2021 წლის 14 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით კიბერუსაფრთხოების და კიბერდანაშაულის გამოძიების სპეციალიზირებული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მოდული (12 სალექციო კურსი) სახელწოდებით "ციფრული ექსპერტიზის სამართლებრივი და ტექნიკური პროცედურები".

ვრცლად
შეხვედრა ახალგაზრდებთან ზარზმაში

შეხვედრა ახალგაზრდებთან ზარზმაში

2021 წლის 20 თებერვალს, ზარზმის ახალგაზრდებისთვის ლექცია წაიკითხა გიორგი ბადრიძემ თემაზე - "საქარველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირება".

ვრცლად
ალექს ვატანკას სალექციო კურსი - ირანი და რეგიონი

ალექს ვატანკას სალექციო კურსი - ირანი და რეგიონი

2021 წლის 17 თებერვალს "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის" ფარგლებში დაიწყო ახალი სალექციო კურსი - "ირანი და რეგიონი". ლექციებს უძღვება ალექს ვატანკა, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

ვრცლად
სალექციო კურსი - კიბერდანაშაულის გამოძიება - ტექნიკური, სამართლებრივი და პროცედურული ასპექტები საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით

სალექციო კურსი - კიბერდანაშაულის გამოძიება - ტექნიკური, სამართლებრივი და პროცედურული ასპექტები საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით

22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით კიბერუსაფრთხოების და კიბერდანაშაულის გამოძიების სპეციალიზირებული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სალექციო კურსი - "კიბერდანაშაულის გამოძიება - ტექნიკური, სამართლებრივი და პროცედურული ასპექტები საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით".

ვრცლად
სასწავლო კურსი - „მედია და ძალადობრივი ექსტრემიზმი საქართველოში“.

სასწავლო კურსი - „მედია და ძალადობრივი ექსტრემიზმი საქართველოში“.

2021 წლის 29 იანვარს რონდელის ფონდში დასრულდა სასწავლო კურსი - „მედია და ძალადობრივი ექსტრემიზმი საქართველოში“. 3 თვის განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ტერორიზმი, პოლიტიკური ძალადობა, ექსტრემიზმი, მედიის მიერ ძალადობრივი ექსტრემიზმის გაშუქება, თურქეთის პოლიტიკა, ისლამი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების…

ვრცლად
დევიდ სმიტის სალექციო კურსი - თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა

დევიდ სმიტის სალექციო კურსი - თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა

2021 წლის 18 იანვარს რონდელის ფონდში დაიწყო ახალი სალექციო კურსი - "თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა". ლექციებს უძღვება დევიდ სმიტი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ნატო და ნეიტრალიტეტი, გეოპოლიტიკა და სამხრეთ კავკასია, ჰიბრიდული და კონვენციური…

ვრცლად
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.