X

ლექციები და ტრენინგები

ვივიენ უოლკერის სალექციო კურსი - სტრატეგიული კომუნიკაციები

2021 / 05 / 24

24 მაისს დასრულდა ''ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის'' პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სალექციო კურსი - ''სტრატეგიული კომუნიკაციები''. კურსს უძღვებოდა ვივიენ უოლკერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახალხო დიპლომატიის საკონსულტაციო კომისიის აღმასრულებელი დირექტორი.

კურსის განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სტრატეგიული კომუნიკაციის კონცეფცია, დაგეგმვა, დეზინფორმაციის საწინააღმდეგო სტრატეგიული მიდგომები, აუდიტორიის დარწმუნების სტრატეგია.

სალექციო კურსის ბოლოს, მონაწილეები დაიყვნენ ოთხ ჯგუფად და თითოეულმა წარმოადგინა სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა მოცემული თემის საფუძველზე. დისკუსიას ესწრებოდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი, ეკა მეტრეველი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი და GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროფესორი, მაია მიქაშავიძე. დამსწრეებმა მონაწილეთა მიერ შესრულებული დავალებები შეაფასეს.

''ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის'' სასწავლო პროგრამას რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.