X

ლექციები და ტრენინგები

დაჯილდოების ცერემონია სოფელ ჯოყოლოში

2021 / 07 / 02

2021 წლის 1-ელ ივლისს, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, რონდელის ფონდის მიერ ჩატარებული ვიქტორინის საფუძველზე სოფელ ჯოყოლოში გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. გამარჯვებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ ლეპტოპებით, მობილური ტელეფონებითა და  პლანშეტებით.

დაჯილდოვების ცერემონიას ესწრებოდნენ სოფელ დუისი, ჯოყოლოსა და ბირკიანის სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და როდი სკოტის ფონდის წარმომადგენლები.

პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში“ ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს პანკისის ხეობასა და ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების (14-18 წლის მოსწავლეები) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.