X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამის ახალგაზრდები ცვლილებისთვის დახურვის ღონისძიება

2021 / 07 / 05

3 ივლისს, ატენის ხეობაში ჩატარდა სასწავლო პროგრამის "ახალგაზრდები ცვლილებისთვის" დახურვის ღონისძიება. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო მოხელეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენელი ახალგაზრდები შიდა ქართლიდან. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები და პრაქტიკული სემინარები საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და უნარების გაძლიერების მიმართულებით.

სასწავლო პროგრამა ხელს უწყობს მონაწილეებს სადავო საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგის წარმართვასა და პოლიტიკური დისკურსის ამაღლებაში. ახალგაზრდების ჩართულობა მსგავს საგანმანათლებლო პროექტებში აძლიერებს მათ ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს და მათ პოლიტიკური პროცესების ნაწილად აქცევს. პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ შეხვედრები ისეთ თემებზე როგორებიცაა: პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკის ანალიზი, ადვოკატირება, მასმედია და კომუნიკაცია, ეთნიკური და გენდერული პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეროვნული უსაფრთხოება და ა.შ.

სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესს. პროგრამა დაფინანსებულია ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის მიერ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.