X

ლექციები და ტრენინგები

ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის დახურვის ცერემონია

2021 / 07 / 26

2021 წლის 21 ივლისს, „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის“ 2020-2021 წწ.-ის კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი და აშშ-ის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება კელი დეგნანი.

„ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამას“ რონდელის ფონდი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით 2001 წლიდან ახორციელებს. ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მიზანი ხელი შეუწყოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას და გადაწყვეტილების პროცესის დახვეწას.

2001 წლიდან პროგრამაში მონაწილეობა სულ მიიღო სამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების 500-მდე წარმომადგენელმა. 2020-2021 წწ.-ის ნაკადში კი მონაწილეობდა სამთავრობო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის 34 წარმომადგენელი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.