X

ლექციები და ტრენინგები

განახლდა სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში

2021 / 09 / 14

განახლდა ლექციების კურსი „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის“ მონაწილეებისთვის. პირველი კურსის მოდულის თემაა „პოსტსაბჭოთა ქვეყნები“. ლექციებს უძღვება ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი, რონდელის ფონდის სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე.

სასწავლო პროგრამას ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში რონდელის ფონდი 2001 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად. სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. 

პროგრამა ხორციელდება აშშ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.